ბაღის მავნებლებთან ბრძოლის საგაზაფხულო მეთოდები

0
128

თუ შემოდგომაზე ბაღში ესა თუ ის მავნებელი აღმოაჩინეთ, ესე იგი, გაზაფხულზე მოგიწევთ, მცენარე არამხოლოდ დაავადებების, არამედ მწერებისგანაც დაიცვათ. ხოლო იმისათვის, რომ აპრილ-მაისში ერთდროულად ბევრი საქმე არ დაგიგროვდეთ, ნუ დაკარგავთ ახლანდელ დროს.

  • მოწყვიტეთ ხიდან ობობის ქსელით დამაგრებული გამხმარი ფოთლები – სწორედ აქ ცხოვრობენ ჭუპრები;
  • შეძლებისდაგვარად, დაბარეთ მიწა ცალკეულ ნაკვეთებზე – მცენარეების რიგებს შორის, თხრილების გარშემო: ამით დაანგრევთ მავნებლების ბუდეებს, ყინვასა და მათ ბუნებრივ მტრებს, ფრინველებს მისცემთ მათი განადგურების საშუალებას;
  • გააუმჯობესეთ ნიადაგის სტრუქტურა: მიწაში მცხოვრები თითქმის ყველა მავნებელი ნესტის მოყვარულია და ხშირად გვხვდება კორდიან და მძიმე, თიხიან ნიადაგებში, რომელიც წყალს იკავებს. ნიადაგის განაყოფიერება,დრენაჟი, ორგანული სასუქების, კირისა და დოლომიტის ფქვილის დამატება მჟავე ნიადაგში, ჭუპრების განვითარებისთვის არახელსაყრელ პირობებს შექმნის;
  • მოსავლის აღების შემდეგ, დაამუშავეთ ხის ფესვები და ბუჩქები: ამოჭერით დაავადებული ნაწილები, გატეხილი და სუსტი ტოტები, მოკრიფეთ დამპალი ნაყოფი, რომელიც კენწეროზე შემორჩა. შეაგროვეთ ბაღში ნაგავი. ჩამოცვენილი ფოთლები და მცენარეული ნარჩენები კომპოსტად აქციეთ, მოაყარეთ მიწის ან ტორფის ფენა.თუმცა, თუ ისინი მავნებლებითაა დაინფიცირებული, დაწვით;
  • მოაჭერით და დაწვით ის ყლორტები, რომლებზეც უცნაური წარმონაქმნებია, მათში ზამთარს ემალებიან ჭიები. დაათვალიერეთ ძახველის ბუჩქები, მოტეხეთ გამხმარი ყლორტები ტოტების ბოლოს და გაანადგურეთ ისინი;
  • შეაგროვეთ და გაანადგურეთ ცალკეული მავნებლები;
  • მოაშორეთ მკვდარი მერქანი ტოტებსა და ღეროს.მასთან ერთად, ჩამოფხიკეთ ჭიების კოკონები და მავნებლების კვერცხები, დაწვით;
  • მოიტყუეთ ბაღში ზამთრის ჩიტები. მოაწყვეთ მათთვის საცხოვრებლები და დაკიდეთ საკვებით სავსე თასები – ფრინველები უამრავ მავნე მწერს გაანადგურებენ.

თქვენ როგორ ებრძვით ბაღის მავნებელ მწერებს?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი