რა არის მახე-ქამრები და რატომ უნდა დაამაგროთ ისინი ნაკვეთში არსებულ ხეებზე

352

მწერები, რომლებიც ნიადაგში ან ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ გამოზამთრებას არიან მიჩვეული, გაზაფხულზე, ხის ღეროების გავლით, ხის კენწეროზე ძვრებიან, შემოდგომაზე კი უკან, ნიადაგზე ბრუნდებიან. მახე-ქამრები, ძირითადად, ხეხილის კულტურებზე გამოიყენება ვაშლის, მსხვლის, ქლიავის ხოჭოებისა და მავნე მწერების წინააღმდეგ.

ასეთი ქამრები ემაგრება ხის ღეროებს კენწეროს დაბლა (როგორც წესი, 1-1,5 მ სიმაღლეზე). ჩვეულებრივ, მათ ამუშავებენ ინსექტიციდებით. მოუწამვლელი ქამრების დაყენების შემთხვევაში, მავნებლები მექანიკურად უნდა გაანადგუროთ.

გაზაფხულზე ქამრები ნიადაგთან ახლოს (ზედაპირიდან 15-20 სმ-ში) მაგრდება, შემოდგომაზე კი – ქვედა დიდი ტოტის ქვეშ. შეგიძლიათ, ერთდროულად ორი ქამარი დააყენოთ. ქამრის ქვეშ მწერების გადაადგილება რომ გამორიცხოთ, დაყენებამდე გააცალეთ ხეს მერქანი და გააგლუვეთ ის ადგილი, რომელზეც აპირებთ ქამრის მიმაგრებას.

ქამარი შეგიძლიათ დაამზადოთ რეზინის მომჭერების, მკვრივი ქაღალდის, გოფრირებული მუყაოსა და ნახერხისგან – ასეთი ქამარი ერთხელ გამოგადგებათ. ხანგრძლივი გამოყენებისთვის, ქამრებს ამზადებენ ფუმის,ბამბის, ტომრის ან სხვა ქსოვილისგან. ნებისმიერი ქამრის სიგანე უნდა შეადგენდეს 15-18 სმ-ს. იგი უნდა მიამაგროთ ისე, რომ მასა და ქერქს შორის არ დარჩეს ადგილი. შუა ნაწილში ქამარს შემოახვიეთ 2-3 ფენა სქელი ძაფი ისე, რომ კიდეები ხის ღეროდან შორს იყოს.

დაათვალიერეთ ქამრები 10-15 დღეში ერთხელ. ქამრების ქვეშ დაგროვილი მწერები გაანადგურეთ.

მახე-ქამრები, ხშირად, პატარა ფართობებზეა ეფექტური, რომლის ქიმიურად დამუშავებაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ შეიძლება.

მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები და აუცილებლად გაუზიარეთ სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს