“დაავადებულთა” რიცხვში, ჩვეულებრივ, ხვდება დაუმწიფებელი ნაყოფი თხელი კანითა და მექანიკური დაზიანებებით, რომელთა გავლითაც აქტიურად ორთქლდება წყალი და რბილობში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აღწევენ მავნე ორგანიზმები.
ნაყოფი შეიძლება იყოს მკვრივი და კარგი, თუმცა გამუქებული კანი ჰქონდეს. ეს რუჯია. მას იწვევს ჰაერის მაღალი ტენიანობა და საწყობში ტემპერატურული ცვლილებები. თუმცა, რუჯისთვის შესაფერისი პირობები ჯერ კიდევ ბაღში შეიქმნა. როგორც ჩანს, ნიადაგი მდიდარი იყო აზოტითა და ნესტით, კენწეროები კი ზედმეტად ხშირი იყო.
როგორ ვებრძოლოთ:
- ეცადეთ, პირველ რიგში, გადაარჩიოთ ამ სეზონის ნაყოფები, რადგან საკვებად ისინი უვარგისია.
- თუ ვაშლზე მკვეთრად შემოხაზული მოყავისფრო ლაქებია, მის ქვეშ რბილობი კი ოდნავ დარბილებულია, ესე იგი, ნაყოფს სველი დაბალტემპერატურული დამწვრობა დაემართა. ამის მიზეზი გასაგებია – საწყობში დაბალი ტემპერატურა და ჰაერის მაღალი ტენიანობა.
ესვე იწვევს ნაყოფის დაბალტემპერატურულ შლას. რბილობი მუქდება, დროთა განმავლობაში, ნათელი ფერისა რჩება მხოლოდ ვიწრო სარტყელი კანის ქვეშ. ხშირად, ეს დაავადება აწუხებთ ნაყოფს, რომელიც უხეშად მოწყვიტეს ახალგაზრდა ხიდან.
ბრძოლის მეთოდი:
- არ შეინახოთ ნაყოფი იმაზე მეტხანს, ვიდრე რეალურად ინახება. ეს მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ გაჩნდება დაავადება, სახელად გულის გამუქება.