რეპელენტი მცენარეები: რა უნდა დარგოთ მომაბეზრებელი მწერების დასაფრთხობად

528

ბევრი მწერი საკვებად და გასამრავლებლად შესაფერის მცენარეს სუნით აგნებს. არომატულ ბაღის მცენარეებს შორის ბევრია ისეთი, რომლებიც მწერებს აფრთხობენ, გონებას უკარგავენ ან „საჭირო“ მცენარის პოვნაში ხელს უშლიან. მათ მცენარე რეპელენტები ეწოდებათ. რომელი მცენარეები უნდა დარგოთ მომავალ სეზონზე დაცვის მიზნით?

ნ. ჟირმუნსკაი წიგნში „ბოსტანი ქიმიის გარეშე“ წერს: „შერეულ პლანტაციებში მავნებლების მასობრივი გავრცელება ფერხდება მცენარეების მრავალფეროვნების გამო, რადგან მათ მასპინძელი-მცენარის პოვნა უჭირთ. მონოკულტურაში ეს შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს. აქ მავნებლები ან ინფექციები ერთი მცენარიდან მეორეზე ვრცელდება. შერეული დარგვის დროს რიგი მცენარეები თითოეული ოჯახის მავნებლებისა და დაავადებებისთვის სპეციფიკურ საკუთარ ბარიერს ქმნის. შერეული დარგვა მცენარეების უფრო მკვრივ განაწილებას უზრუნველყოფს, შედეგად ნიადაგის უფრო ნაკლები ზედაპირი რჩება ღია, რაც ისეთი მავნებლების გავრცელებას აფერხებს, რომლებიც კვერცხებს მიწაში დებენ. ამასთან, ბევრი ბოსტნეულის კულტურა დამაფრთხობელ სუნს თავად ფლობს“.

რა თქმა უნდა, ბაღში რაც არ უნდა დარგოთ მომაბეზრებელი მწერები (მაგალითად, კოღო და ბუზი) ან მავნებლები (მაგალითად, კარტოფილის ხოჭო) სრულად არასდროს გაქრება. მათი რაოდენობის შემცირება კი შეიძლება. მით უმეტეს, არომატული ბალახებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ცალკე ადგილის გამოყოფა საჭირო არაა. შეგიძლიათ ბაღში კვლების ირგვლივ დარგოთ.

ეფექტური აბუსალათინი, დარგული სახლის წინ პარმაღზე ან პატარა მდელოზე, საზაფხულო საღამოებს ხიბლს შემატებს – ის კოღოებს აფრთხობს. თუ მას ჭაობიან ადგილას დარგავთ, კოღოების გავრცელება შენელდება. ასფურცელა არა მხოლოდ კოღოებს, არამედ ბუზებს აფრთხობს, რომლებიც ცხელ ზაფხულში ნამდვილი კატასტროფა ხდება. გარდა ამისა, ბუზებს არ უყვართ ტეგანი, მაგრამ ბაღში დიდი სიფრთხილით უნდა დარგოთ: ცხელ ამინდში მის ფოთლებთან კონტაქტი კანის ძლიერ დამწვრობას იწვევს. კომპოსტის ან ნეხვის გროვის მახლობლად მისი დარგვა გამოგადგებათ.

ნასტურციას ყვავილებს სასიამოვნო არომატი და ოდნავ წიწაკის გემო აქვს. ის ყველს და ხაჭოს ერწყმის, მას სალათებს, დესერტებს და ხორციან კერძებს უმატებენ. შეგიძლიათ ნასტურცია დაშაქროთ და ზამთარში ტკბილი ყვავილებთ საკუთარი თავი გაახაროთ. ასევე შეგიძლიათ ყინულის კუბებში ყვავილები გაყინოთ – ძალიან ეფექტურად გამოიყურება და ნებისმიერ სასმელს ორიგინალობას შემატებს. ამ პრაქტიკული სარგებლის გარდა ყვავილი აფრთხობს ფრთათეთრებს, ბუგრებს, კარტოფილის ხოჭოებს, კომბოსტოს მუხლუხოებს. ამ უპრეტენზიო მცენარეს სხვადასხვა შეფერილობის სახეობა აქვს.

ჭიანჭველებთან ბრძოლა რომ არ მოგიწიოთ და მათ მდუღარე წყალი ან სხვა ქიმია არ დაასხათ,  ბაღში აბზინდა გაზარდეთ. პიტნა მხოლოდ ჭიანჭველებს და ფრთათეთრებს არ უყვართ. თუ დაჭრილ პიტნას საკუჭნაოში მიმოფანტავთ, ასე ჭიანჭველების შემოსევას თავიდან აიცილებთ.

კარტოფილის ხოჭოს აფრთხობს ხავერდა, კატაპიტნა, ქინძი, ნასტურცია, ხახვი, ასფურცელა, პრშუშხა, ბოსტნეულის ლობიო, ჭინჭრისდედა. კარტოფილის რიგებს შორის დარგეთ.

ბუგრებს უმეტესობა არომატული ბალახების სუნი არ უყვართ, მაგალითად, კატაპიტნა და პიტნა, ასევე ისპანახი, ხახვი, ნიორი, ხავერდა, ნასტურცია, მდოგვი, ქინძი, დიდი კამა.

თაგვებს ასევე აფრთხობს აბზინდა, ნიორი და ცულისპირა.

სახლის ჩრჩილს აფრთხობს აბზინდას, გვირილას, სალბის, ლავანდის და პიტნის ფოთლები. ამასთან ყველაზე ეფექტურია მშრალი სახით. გამოიყენეთ არა მხოლოდ აგარაკზე, არამედ სახლშიც. ზამთრისთვის არომატული სანთლები გააკეთეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს