კურკოვან კულტურებს ასეთი მეთოდით ვიცავ და ჭარბ მოსავალთან ერთად თითოეული ნაყოფი უნაკლოდ გამოიყურება.

531

კურკოვანი კულტურები, განსაკუთრებით სასურველი და გემრიელი სახეობები, ხშირად ავადდება.

კურკოვანი კულტურის პრაქტიკულად ყველა დაავადება, განსაკუთრებით სოკოვანი წარმოშობის, ფართოდ ვრცელდება. ალუბლის უმეტესობა სახეობა კოკომიკოზმა შეჭამა. ქლიავი და გარგარი კლიასტეროსპორიოზისა (ნახვრეტებიანი ლაქები) და მონილიოზისგან იტანჯება. ბოლო პერიოდში რძიანი ბზინვარება ძალიან გავრცელდა. სოკოვანი დაავადებებით ყველაზე ნაკლებად ტყემალი ზიანდება. გარგარი მრავალრიცხოვანი დაავადებებით მთელ მსოფლიოში ინფიცირდება – თითქმის ყველგან ზიანდება სოკოს, ბაქტერიების და ვირუსების ინფექციებით. მაგალითად, ვირუსული დაავადება „შარკა“ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებშია გავრცელებული. მათთან ბრძოლის მეთოდები არ არსებობს. ამ დროს დაზიანებულ ხეს თხრიან და წვავენ.

ქერქის გადახურება

ალბათ, მთავარი პრობლემა, რომელსაც კურკოვანი კულტურის გაზრდის დროს ყოველთვის ვეჯახებით – ქერქის გადახურება. ხშირად გვხვდება ღეროზე, მაგრამ მისი ნახვა შესაძლებელია ჩონჩხის ტოტებზე, ქვედა რიგის ტოტებზე, ასევე განშტოებულ ტოტებზე.

პირველად ამ ფენომენს, რომელმაც გარგარის ნერგების კვდომა გამოიწვია, გასული საუკუნის 90-იან წლებში ი.ვ. მიჩურინი შეეჯახა. განსაკუთრებით ძლიერი დაზიანება თბილ ზამთარში შეიმჩნეოდა. სიმშვიდის ფაზიდან ნაადრევად გამოსული ქსოვილები – ქერქის, კამბიუმის, იშვიათად, მერქნის დაზიანების ძირითადი მიზეზია. მას თან ახლავს სასიცოცხლო აქტივობის მატება, ამასთან ფესვები წყალს ინტენსიურად შთანთქავენ. თოვლის ქვეშ წყალი მეტნაკლებად ანაყრებს ქსოვილებს, რომლებიც ფესვების ყელთან მდებარეობს. ჟანგბადის დეფიციტის პირობებში ხანგრძლივად ყოფნისას ქსოვილები ცვლის პროდუქტებით მოწამვლის შედეგად იღუპება. გადახურებას შეიძლება თან ახლდეს ყინვით დაზიანება ან სუსტ ქსოვილებში პათოგენური მიკროფლორის შეღწევა.

პირობებს, რომლებშიც მსგავსი დაზიანება შეიძლება მოხდეს, კონკრეტული რეგიონის კლიმატი და მიკროკლიმატი ქმნის. უთოვლო ზამთარში ყინვების დროს ნიადაგი ძლიერ იყინება. შემდეგ დათბობა ხდება, წვიმა ან თოვლი მოდის, შემდეგ კი დნება. წყალი გაყინულ მიწაში ვერ იჟღინთება და წრეებად დგას. იგივე გაზაფხულზე თოვლის სწრაფად დნობის და გაყინული ნიადაგის პირობებში ხდება. ასეთ დროს ფესვების ყელი და ღეროს ქვედა ნაწილი წყლის ქვეშ ხვდება (რომელიც ნელ-ნელა იყინება), ქსოვილები იღუპება და ხე შეიძლება მოკვდეს ან ძლიერ დაიტანჯოს. თოვლიანი და თბილი ზამთარი, როცა ნიადაგი საკმარისად არ იყინება, ასევე შეიძლება ქერქის და მერქნის გადახურების მიზეზი გახდეს. შორეულ აღმოსავლეთში ზამთარი ძლიერი და ნაკლებად თოვლიანი, ანუ დათბობის კლიმატური ფაქტორები არ არსებობს. სწორედ ამიტომ, გარგარის ზოგიერთი სახეობა ზომიერ კონტინენტურ კლიმატში უფრო იტანჯება. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ძლიერ ხურდება ყინვაგამძლე სახეობები, რომელსაც სიმშვიდის ხანმოკლე ფაზა აქვთ.

გუმოზი

კიდევ ერთი უსიამოვნება, რომელსაც მუდმივად ეჯახება კურკოვანი კულტურები – გუმოზი. ხშირად კლასიფიცირდება როგორც ინფექციური ან ფიზიოლოგიური ხასიათის დაავადება, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მრავალი დაავადების და მექანიკური დაზიანების უცვლელი სიმპტომია. ამასთან ხდება ქერქის გახეთქვა და ბლანტი მუქი ყვითელი, ნარინჯისფერი ან ყავისფერი ფისის გამოყოფა, რომელიც ნელ-ნელა მკვრივდება. ფისი უჯრედული მემბრანების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. გუმუზის წარმოქმნას ხელს უწყობს არახელსაყრელი პირობები, გაყინვა, ქერქის გახეთქვა, სითხის მარაგთან შეუთავსებლობა, კვების დარღვევა, მაგრამ უფრო მეტად – ზედმეტად ტენიანი ჰაერი. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ნისლის პირობებში, ასევე ზამთარში დათბობის დროს გუმოზის „აფეთქება“ ხდება. ცივ პერიოდში ფისს ხუჭუჭა წარმონაქმნის ფორმა აქვს.

მკურნალობა

თუ ხე უკვე დაავადებულია, მაშინ გარკვეულწილად დაგეხმარებათ ბორდოს სითხით ან სხვა სპილენძის შემცველი პრეპარატით დამუშავება წელიწადში 2-ჯერ: შემოდგომაზე ფოთოლთცვენის შემდეგ და გაზაფხულზე კვირტების გამოღებამდე. სასურველია, დანამოთ დადებით ტემპერატურაზე – გაყინვისას წყალმა ქერქის რღვევა შეიძლება გამოიწვიოს.

ქერქის ყველა ნახეთქი და დაზიანება გაზაფხულის, ზაფხულის და ნაადრევი შემოდგომის პერიოდში უნდა განკურნოთ (მოგვიანებით ზამთრამდე შეხორცებას ვერ მოასწრებს). ჯერ ცოცხალ ქსოვილამდე მოჭერით. ფისიც უნდა მოაშოროთ და გაანადგუროთ, რადგან მასში პათოგენური მიკროფლორა გროვდება. მთელი ქერქი, მკვდარი ყავისფერი და შავი ქსოვილები მოაშორეთ ისე, როგორც კბილის დაპლობვამდე ჩირქიან კბილს იშორებთ. შემდეგ ჭრილობა 1-3%-იანი სპილენძის სულფატის ხსნარით დაამუშავეთ ან ლახტარას ფოთლები წაუსვით და მხოლოდ ამის შემდეგ ბაღის მურაცხით დაამუშავეთ, რომელსაც ეფექტური სამკურნალო მოქმედება აქვს და ჭრილობის სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს