ისპანახის ზამთრისთვის გაყინვის წესი და რა შეგვიძლია მოვამზადოთ მისი დახმარებით.

0
1054

კერძი ისპანახით ვიტამინებით გამდიდრებულია. მათი მომზადების შესაძლებლობა მთელი წელი რომ გქონდეთ, ისპანახი უნდა გაყინოთ. ასე სასარგებლო და გემრიელი კერძის მომზადებას ნებისმიერ დროს შეძლებთ. დღეს გიამბობთ 3 მეთოდის შესახებ, თუ როგორ გაყინოთ ისპანახი ზამთრისთვის. სტატიის ბოლოს გთავაზობთ სალათის უჩვეულო რეცეპტს ახალი ისპანახით.

ისპანახი ზამთრისთვის

შესანახად ყველაზე უკეთ პირველ ყვავილობამდე მოკრეფილი ახალგაზრდა ისპანახი  გამოდგება, ასე სიმწარე არ ექნება. იმის მიხედვით, თუ როგორი კერძის მომზადებას აპირებთ, სხვადასხვა სახის გაყინული ისპანახის ხელთ ქონა მოსახერხებელია. პირველი და მეორე კერძებისთვის, სალათებისთვის, სმუზებისა და სოუსებისთვის შეგიძლიათ დაქუცმაცებული ან მთელი ფოთლები, ასევე გაყინული ისპანახის პიურე გამოიყენოთ.

გაყინვის წინ თითოეული ფოთოლი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ და ვაფლის პირსახოცზე გაამშრალეთ. შეგიძლიათ ჯერ ისპანახის კონა ცივი წყლით სავსე თასში ჩადოთ, შემდეგ თითოეული ფოთოლი გარეცხოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ჭარბი სითხე უბრალოდ ყინულად გადაიქცევა და მისი გამოყენება მოსახერხებელი არ იქნება.

ისპანახის მშრალი გაყინვა

ისპანახს ფესვები და ღეროები მოაჭერით, მთელი ფოთლები აარჩიეთ. შემდეგ 10-15 ცალ კონად დააწყვეთ. ფოთლები მჭიდროდ დაახვიეთ და საკვებ ცელოფანში გაახვიეთ. მზა ისპანახი სადგამზე, ერთმანეთისგან მცირე დაშორებით დადეთ, რომ არ მიეკვრას. გაყინვის შემდეგ შეგიძლიათ კონტეინერში შეინახოთ.

თქვენ შეგიძლიათ დაჭრილი ახალი ისპანახი გაყინოთ. ისპანახის ფოთლები მსხვილად დაჭერით და ერთ პორციაზე გათვლილ პლასტმასის კონტეინერებში ან პაკეტებში გადაანაწილეთ. ასეთი ისპანახი წვნიანების, ცომეულის და ღვეზელის მოსამზადებლად გამოგადგებათ.

ისპანახის ბლანშირება

ისპანახის ფოთლები (მთლიანი ან დაჭრილი) მდუღარე წყალში 20 წამით მოათავსეთ. ხარშვის პროცესი რომ შეწყვიტოთ, მწვანილი პირდაპირ ყინულიან წყალში გადაიტანეთ. ამის შემდეგ ისპანახი საწურზე მოათავსეთ და წყლის ბოლომდე დაწურვას დაელოდეთ. შემდეგ მწვანილი ხელით გაწურეთ და პატარა ბურთები გააკეთეთ.

ვაკუუმ პაკეტებში ან კონტეინერებში პორციებად გადაანაწილეთ. ასე გაყინული მწვანილი ისპანახის ან სხვა წვნიანის მოსამზადებლად გამოიყენება ან ცხელ კერძებს შეგიძლიათ დამატებითი დამუშავების გარეშე დაუმატოთ.

ისპანახის პიურე

ისპანახი მდუღარე წყალში 20-30 წამით მოათავსეთ, შემდეგ ყინულიანი წყალი გადაავლეთ. პიურეს მისაღებად დააბლენდერეთ. მიღებული პიურე სილიკონის ფორმებში ან ყინულის ფორმებში გადაანაწილეთ, შემდეგ საყინულეში შეინახეთ. ასეთი ისპანახი შეგიძლიათ სხვადასხვა სოუსს ან პასტას დაუმატოთ. მათ გალღობა არ სჭირდებათ, უბრალოდ კერძს მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ.

სალათი ისპანახით და ბროწეულის მარცვლებით

ინგრედიენტები:

  • 180 გრ ახალი ისპანახი
  • 1 ბროწეული
  • 2 ფორთოხალი
  • 3 ნიახურის ღერო
  • 30 გრ ნუში
  • 2 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი ჭკვალი
  • 1 ს/კ თაფლი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ბროწეული და ფორთოხალი ქერქისა და თეთრი საფარისგან გაწმინდეთ. 1 ფორთოხალი მცირე ნაჭრებად დაჭერით.
  2. ნიახური წვრილ ნაჭრებად დაჭერით.
  3. ისპანახის ფოთლები გარეცხეთ და პირსახოცზე გაამშრალეთ.
  4. სასალათეში ისპანახი, ფორთოხალი, ნიახური, ბროწეული და ნუში მოათავსეთ.
  5. სალათის მოსართავი მოამზადეთ: მეორე ფორთოხალი გაწურეთ და ძმარი, დაჭრილი ხახვი, ზეთი და თაფლი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  6. სალათს სართავი მოასხით, ფრთხილად ყველაფერს აურიეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. სალათი მზადაა.

ცხელი კერძებისა და არომატული სოუსებისთვის სასარგებლო დანამატი ყოველთვის საჭიროა. ცოტა დრო მომზადებას დაუთმეთ, რომ მთელი წელი გამოიყენოთ, მით უმეტეს ამის გაკეთება ასეთი ადვილია! თქვენ როგორ ინახავთ ისპანახს ზამთრისთვის?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი