რა არის მცენარეების ჟანგი და როგორ ვებრძოლოთ მათ.

0
610

შეიძლება თუ არა მცენარე „დაჟანგდეს“? შეიძლება, თუ მასზე ჟანგა სოკოები გაჩნდება. ნერგებისთვის სახიფათოა? და თან როგორ!

ჟანგა სოკოს ყველა სახეობა მცენარის ცოცხალ ქსოვილებში ცხოვრობს და მკვდარი „ორგანულით“ გამოკვება არ შეუძლია. მას შემდეგ, რაც სოკო მცენარიდან ყველა რესურს ამოწურავს, ის სხვას აინფიცირებს, ხოლო ყოფილი მასპინძელი დიდი ალბათობით იღუპება.

ჟანგის ტიპიური ნიშნებია – დაზიანებული მცენარის ზედაპირზე ნარინჯისფერ-მოყვითალო ან ყავისფერი „ბალიშების“ სპორები. ერთ დაავადებულ მცენარეზე ერთდროულად შეიძლება ათობით მილიარდი სპორი გაჩნდეს, ამიტომ ჟანგის გავრცელება უსწრაფესად ხდება. ჟანგა სოკოს სპორები ჰაერით დიდ მანძილზე გადადის ისე, რომ სიცოცხლისუნარიანობას არ კარგავს. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ ერთი ბაღის ნაკვეთიდან მეორეზე გადასვლა, არამედ 10 000 კმ-ის გადალახვით ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადასვლა! აქედან მოდის, ჟანგის დაავადების მოულოდნელი აფეთქება იქ, სადაც ამისთვის სრულად მოუმზადებლები იყვნენ.

ხელმეორედ დაბადების ციკლი

სოკოებს შორის ჟანგა სოკოებს ვიწრო სპეციალიზაცია და ყველაზე რთული სასიცოცხლო ციკლი აქვთ. თითოეული განვითარების რამდენიმე ეტაპს გადის. ტიპიური ჟანგა სოკოს ერთი ეტაპი ერთი სახეობის მცენარეზე გადის, დანარჩენი კი – სხვაზე.

მაგალითად, ფიჭვის ჟანგა სოკოს პათოგენი ყოველწლიურად ფიჭვიდან მოცხარზე და პირიქით გადადის. ამას შერეული მეურნეობა ეწოდება. თუ მასპინძელ მცენარეებს გაყოფთ, შერეული მეურნეობის სოკო 1-2 წელში დაიღუპება. მცენარე, რომელზეც სოკო ცხოვრების დიდი ნაწილ გადის, მთავარს უწოდებენ, მეორეს – შუალედურ მასპინძელ მცენარეს. შუალედური მასპინძელი – ყოველთვის აუცილებელი არაა. არსებობს ერთმასპინძლიანი ჟანგა სოკოები, რომლებიც ყველა სტადიას მხოლოდ ერთი სახეობის მცენარეზე გადიან. მცენარის წარმატებულად დასაცავად უნდა იცოდეთ, თუ რომელ აგენტთან გაქვთ საქმე. ჟანგა სოკოს ყველაზე გავრცელებული სახეობები თავად შეგიძლიათ ამოიცნოთ.

ჟანგთან ბრძოლაში დაგეხმარებათ:

  • დაჟანგული მცენარის განადგურება – შუალედური მასპინძლები, როგორც პირველადი ინფექციის მატარებლები;
  • ფოსფორის და კალიუმის სასუქის და მიკროელემენტების მიწოდება;
  • აზოტის სასუქის შემცირება;
  • ნებადართული პრეპარატებით დაჟანგული მცენარეების დამუშავება;

ჟანგს თავიდან აგაცილებთ:

  • კალმების მომზადება მხოლოდ შემოწმებული ჯანმრთელი ბუჩქიდან;
  • კალიუმი-ფოსფორის სასუქის მიწოდება, ფოთლოვანი გამოკვება მიკროელემენტებით;
  • მცენარეული ნარჩენების განადგურება (ან ნიადაგში ღრმად ჩაფლა);
  • ნაადრევ გაზაფხულზე მძინარე ნიადაგზე ფუნგიციდებით დამუშავება;

ფიჭვის ჟანგა სოკო

  • პათოგენი: სოკო Coleosporium
  • მთავარი მასპინძელი: ფიჭვი
  • შუალედური მასპინძელი: ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეები – თავყვითელა, ვირისტერფა, ღიჭა, მაჩიტა, სანთელა.
  • სიმპტომები: ზაფხულის დასაწყისში წიწვებზე მოყვითალო-ნარინჯისფერი „ბუშტები“ ჩნდება (სიგრძე – 1-3 მმ, სიგანე – 1,5-2 მმ). ზაფხულში მათში სპორები მწიფდება, რომელიც შემდეგ იფანტება და შუალედურ მასპინძელს აინფიცირებს. სპორების გაფანტვის შემდეგ წიწვებზე ყავისფერი ლაქები ჩნდება, რომელიც ნაირფერ შეფერილობას იძენს. დაინფიცირებულ ბალახოვან მცენარეზე სოკო იზამთრებს, განვითარების დანარჩენ ფაზებს გადის და გაზაფხულზე კვლავ ფიჭვის წიწვებს აავადებს.
  • დაცვის ზომები: სარეველების მოცილება, დაავადების პირველივე ნიშნებზე წიწვების დამუშავება 1%-იანი ბორდის სითხით.

ფიჭვის კვირტების ჟანგი

  • პათოგენი: Melampsora pinitorqua
  • მთავარი მასპინძელი: ახალგაზრდა (10 წლამდე) ჩვეულებრივი ფიჭვი, იშვიათად თეთრი (ვეიმუტის) ფიჭვი, მთის ფიჭვი და სხვა.
  • შუალედური მასპინძელი: მთრთოლავი ვერხვი, თეთრი ვერხვი.
  • სიმპტომები: გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში ფიჭვის ახალგაზრდა კვირტებზე მოყვითალო პათოგენები ჩნდება. შემდეგ ფიჭვის ან თეთრი ვერხვის ფოთლებზე ნარინჯისფერი ფხვიერი ბალიშები ჩნდება, ხოლო ზაფხულის ბოლოს – ახალი სტადია მუქი „ქერქების“ სახით. სოკო ფიჭვის და ვერხვის დაცვენილ ფოთლებზე იზამთრებს, გაზაფხულზე ოქროსფერ ნადებს ქმნის, რომელიც მშრალ ფოთლებზე კარგად შეიმჩნევა. გაფანტვით კვლავ ფიჭვებს აინფიცირებს. დაზიანებული კვირტების ადგილას ფიჭვი ჭკნება, კენწერო ხშირად კვდება, მრავალშრეები ვითარდება, მაგრამ კვდომა მხოლოდ იშვიათად შემთხვევაში აღინიშნება. ჟანგა სოკოსთვის ხელსაყრელ წლებში (თბილი, ნესტიანი გაზაფხული) დამახასიათებელია დასუსტებული და ძლიერ გამრუდებული მცენარეები.
  • დაცვის ზომები: მასპინძელი მცენარის იზოლირება. ფიჭვის და ვერხვის დაცვენილი ფოთლების და აღმონაცენების მოშორება. ფიჭვის დამუშავება 0,5-1%-იანი ბორდოს სითხით მაისის პირველ ნახევარში და შემდეგ კიდევ 2-3-ჯერ, 4-5 დღიანი ინტერვალით.

ფიჭვის ჟანგის კიბო (ბუშტოვანი ჟანგი)

  • პათოგენი: Cronartium ribicola
  • მთავარი მასპინძელი: ციმბირული ფიჭვი, თეთრი (ვეიმუტის) ფიჭვი, ქონდარა ფიჭვი, იშვიათად ფიჭვის სხვა სახეობები.
  • შუალედური მასპინძელი: მოცხარი, იშვიათად ხურტკმელი
  • სიმპტომები: ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე მოცხარიდან ფიჭვის ახალგაზრდა კვირტები ინფიცირდება. 2-3 წელში გაზაფხულზე მათზე ჩნდება მოყვითალო-ნარინჯისფერი ბუშტები, რომლებიც უამრავი ნარინჯისფერი სპორით არის სავსე. დაინფიცირებულ ტოტებსა და ღეროებზე წარმოიქმნება სისქელე, რომელიც საფეხურისებრ ჭრილობებად გარდაიქმნება. დაზიანების ადგილიდან ზემოთ ტოტები ხმება. ზაფხულის დასაწყისში სოკო მოცხარის ფოთლებზე ხილული ხდება: ქვედა ფოთლებზე ნარინჯისფერი ბალიშები ჩნდება. ზაფხულის ბოლოს სოკო მოცხარზე ახალ სტადიას გადის და ყავისფერი ბუსუსების ფორმას იღებს – ამ თვისების გამო მეორე სახელი მიიღო: „მოცხარის სვეტოვანი ჟანგი“.
  • დაცვის ზომები: ფიჭვის დაზიანებული ტოტების მოშორება. ჟანგის მიმართ მდგრადი მოცხარის და ხურტკმელის შერჩევა. ფიჭვის და შუალედური მასპინძლების სივრცული იზოლაცია (ფიჭვსა და მოცხარს შორის სხვა სახეობის მცენარეები უნდა დარგოთ).

ღვიის ბუშტოვანი ჟანგი

  • პათოგენი: Gymnosporangium tremelloides, G. sabinae.
  • მთავარი მასპინძელი: ღვია
  • შუალედური მასპინძელი: ვარდისებრნი (ვაშლი, მსხალი, ცირცელი).
  • სიმპტომები: ღვიის ღეროებსა და ტოტებზე წარმოიქმნება სისქელე, შებერილობა, გამრუდება. გაზაფხულზე დაინფიცირებიდან ნახევარ წელში – მოყვითალო ან ყავისფერი ოვალური საფეხურებიანი წამონაზარდები. შემდეგი ეტაპი ვარდისერბთა ფოთლებზე ხდება. ისინი შავწერტილებიანი, ნარინჯისფერი ლაქებით იფარებიან, ხოლო ფოთლების ქვედა მხარეზე კონუსის ან ამოზნექილი ფორმის წამონაზარდები ჩნდება. შემოდგომაზე სპორები კვლავ ღვიას აავადებენ. დაავადებას მსხლის, ვაშლის ჟანგსაც უწოდებენ.
  • დაცვის ზომები: მასპინძელი მცენარეების იზოლაცია. დაავადებული ღვიის განადგურება. ვარდისებთა მცენარეების დამუშავება ბორდოს სითხით ყვავილობის შემდეგ 3-ჯერ, 10-14 დღიანი ინტერვალით.

ვარდის ჟანგი

  • პათოგენი: ერთმასპინძლიანი სოკო Phragmidium
  • მთავარი მასპინძელი: ვარდი, ასკილი
  • სიმპტომები: გაზაფხულიდან დაწყებული ვარდის ღეროს ქერქზე, კვირტებზე, ფესვების ყელზე ღია ნარინჯისფერი ფხვნილის მსგავსი მასა ჩნდება, ფოთლებსა და კალმებზე – ამოზნექილი ნარინჯისფერ-მოყვითალო ფერის ლაქები, რომლებიც აგვისტოში შავდება. ფოთლები ცვივა, კვირტები ხმება, მცენარე ცუდად იზამთრებს. ჟანგს ხელს უწყობს გაზაფხულის ცივი, ნესტიანი ამინდი, არასაკმარისი მორწყვა, კალიუმის დეფიციტი. მშრალ, ცხელ ამინდში დაავადება იკლებს.
  • დაცვის ზომები: გაზაფხულზე ჟანგით დაზიანებული კვირტები ნიადაგის დონეზე მოჭერით და გაანადგურეთ, რომ ინფექციის გავრცელება თავიდან აიცილოთ. წყლულები სპილენძის სულფატით დაამუშავეთ და ბაღის მურაცხი წაუსვით. გაზაფხულზე, მძინარე კვირტები 3%-იანი რკინის ან სპილენძის სულფატის ხსნარით დაამუშავეთ. კვირტების გამოღების დროს, კოკრების გამოჩენის და ყვავილობის დაწყებამდე დაამუშავეთ 1%-იანი ბორდოს სითხით ან შემდეგი პრეპარატებით: სპილენძის ოქსიქლორიდი, აბიგაპიკი, ტოპაზი.

ქლიავის ჟანგი

  • პათოგენი: Tranzschelia prunispinosae
  • მთავარი მასპინძელი: ქლიავი, იშვიათად სხვა კურკოვანი – გარგარი, ატამი, ნუში
  • შუალედური მასპინძელი: ფრინტა
  • სიმპტომები: ბუჩქების დაინფიცირება ზაფხულის დასაწყისში ხდება. ფოთლების ზედა მხარეს წვრილი ქლოროზული ლაქების მოზაიკა ჩნდება. ზაფხულის ბოლოს ფოთლების შიდა მხარეს მთელი ზედაპირი იფარება და იქმნება ყავისფერი ბალიშების სპორები, რომლებიც ნელ-ნელა მუქ ყავისფერ შეფერილობას იძენენ. ფოთლები ნაადრევად ხმება და ცვივა, პათოგენი მათზე იზამთრებს და გაზაფხულზე ფრინტას აინფიცირებს. ამ სოკოთი ძლიერი დაინფიცირება ფოთლების ნაადრევ ცვენას და ხის დასუსტებას იწვევს.
  • დაცვის ზომები: იხილეთ ვაშლის, მსხლის (ღვია) ჟანგი.

კოწახურის ჟანგი

  • პათოგენი: Puccinia graminis
  • მთავარი მასპინძელი: კოწახური (იშვიათად მაჰონია)
  • შუალედური მასპინძელი: მარცვლეული
  • სიმპტომები: გაზაფხულზე კოწახურის ფოთლებზე ღია ნარინჯისფერი წარმონაქმნი ჩნდება, რომელიც კალათის მსგავსად მწიფდება. გაფანტვისას სპორები მარცვლეულს აავადებენ, რომელთა ღეროებზეც ნარინჯისფერი ბალიშები ხაზის ან შტრიხის სახით იქმნება. სოკო ღეროს ნაშთებზე იზამთრებს და ნაადრევ გაზაფხულზე კვლავ კოწახურს აინფიცირებს.
  • დაცვის ზომები: იხილეთ ვაშლის, მსხლის (ღვია) ჟანგი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი