როგორ ვებრძოლოთ სტაფილოს მავნებელს (ბუზს) საკუთარ ნაკვეთზე.

392

სტაფილო, რომელიც სტაფილოს ბუზის ჭუპრებმა გმოხრეს, საკვებად უვარგისია. ნაყოფი ხომ უგემური და მყარი ხდება, ჭუპრების მოძრაობის ადგილებში მწარეც კია. როგორ ვებრძოლოთ ამ მავნებელს?

როგორ გამოიყურება სტაფილოს ბუზი

ეს მწერი გაზაფხულზე ნიადაგიდან მაშინ ამოდის, როცა 5-10 სიღრმეზე მიწა 16-18 გრადუსამდე თბება. ჩვეულებრივ, ამ დროისთვის ყვავის იასამანი, ვაშლი და ცირცელი. ბუზი კვერცხებს მანამ დებს, სანამ მცენარე მიაღწევს ორი ნამდვილი ფოთლის ფაზას, ანუ, მორჩების გაჩენიდან 25-30 დღის შემდეგ. კვერცხების დადება და ფრენა მთელი ზაფხულის მანძილე გრძელდება. სხვადასხვა თაობა ერთმანეთს მოსდევს, მხოლოდ ცალკეულ წლებშია 9-15-დღიანი ინტერვალი. ამიტომ, სტაფილოს ბუზთან ბრძოლა ძალიან რთულია. ჭუპრების გაზაფხულის თაობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ვერ ასწრებს კვების დასრულებას მოსავლის აღებამდე და ბოლქვებში რჩება, მათთან ერთად კი საცავში აღწევს.

დაზიანებული მცენარეების გარჩევა შეგიძლიათ ფოთლების იისფერ-წითელი შეფერილობის მიხედვით, რომელიც დროთა განმავლობაში ყვითლდება, უწყლოვდება და ხმება. თავად ნაყოფი შეიძლება დაფარული იყოს ჟღალი ბორცვებით და ჰქონდეს ჟანგიანი დაბოლოება, გაჭრისას კი ჭუპრების ჟანგიანი კვალების შემჩნევაც შეიძლება.

პროფილაქტიკა

  • სტაფილოსთვის თხრილების მომზადების დროს, არ დაუმატოთ ნიადაგს ნედლი ნაკელი. გარდა ამისა, დათესეთ იგი ნიადაგში ორგანიკის დამატებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ;
  • დათესვამდე 10 დღით ადრე, ჩაალბეთ თესლი თბილ წყალში 2 საათით. შემდეგ გადაალაგეთ სველ ქსოვილზე, უმჯობესია სელის ქსოვილზე, და ჩადეთ ნახვრეტებიან პაკეტში. ასე თესლი მაცივარში 10 დღეს გაძლებს, დათესვამდე კი გამოაშრეთ;
  • ასევე, თესლის ჩალბობა შეგიძლიათ ნებისმიერ ზრდის ნივთიერებაში, რის შემდეგაც უნდა შეურიოთ ქვიშას და მოათავსოთ სველ თხრილებში;
  • დარგეთ სტაფილო და სხვა ქოლგისებრი მცენარეები ადრე;
  • სტაფილოს ნათესები გაიტანეთ ღია, ჯარგად განიავებად და მზით გამთბარ ადგილას, მსუბუქ ნიადაგში, მოერიდეთ ნათესის სიმჭიდროვეს;
  • მოაშორეთ სტაფილოს ნარგავებს ველური ქოლგისებრები, ბაბუაწვერები და სამყურები, რამდენადაც ისინი ზრდასრული ბუზებისთვის დამატებითი საკვების როლს ასრულებს.
  • პერიოდულად გააფხვიერეთ რიგებს შორის ადგილი. ამ შემთხვევაში, ნიადაგში სითხე უკეთ ნარჩუნდება, უმჯობესდება აირმიმოცვლა და მცენარეების ზრდისა და განვითარების ზოგადი პირობები, უკეთ ვითარდება სარეველები, გამომშრალ ზედა ფენაში კი იღუპება ბუზის კვერცხები და წამოზრდილი ჭუპრები;
  • მოაყარეთ სტაფილოს ჩითილებს ტორფის ნამცეცები (0.5 კგ/კვ.მ.), რამდენადაც სტაფილოს ბუზი ერიდება ტორფიან ნიადაგს;
  • არ დარგოთ სტაფილო სტაფილოს შემდეგ ან იმ თხრილებში, რომლებშიც გასულ სეზონზე სხვა ქოლგისებრი კულტურა მოიყვანეთ;
  • შეაშხეფეთ ნიადაგსა და მცენარეს ნივრის, ნარგიზელას, პომიდვრის ღეროების, წითელი წიწაკის ან შავი პილპილის ნაყენი (1 ს.კ. 10 ლ წყალზე). სტაფილოს ნარგავებზე სუნი მუდმივად რომ იყოს, შეაშხეფეთ მას ხსნარი სამ დღეში ერთხელ;
  • დარგეთ სტაფილოს გარშემო ნარგიზელა ან გულყვითელა, რამდენადაც ეს მცენარეები იზიდავს იხნევმონიდს – სტაფილოს ბუზის ბუნებრივ მტერს;
  • უბრალოდ დაახურეთ სტაფილოს ნარგავებს რამე საფარი ქსოვილი.

აქტიური ბრძოლის წესები

დღეისათვის, სტაფილოს ბუზისგან დასაცავად, დაშვებულია შემდეგი პრეპარატების გამოყენება: ვანტექსი, კარატე ზეონი, არივო, ციპი – შეაშხეფეთ ვეგეტაციის პერიოდში, ინსტრუქციის მიხედვით. მიჩვევა თავიდან რომ აიცილოთ, ცვალეთ პრეპარატები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს