სამკურნალო ტანვარჯიში საშვილოსნოს დაწევის დროს.

2896

საშვილოსნოს დაწევა არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც საშვილოსნო დანამატებითურთ ქვემოთ ეშვება (ამ დროს საშვილოსნოს ყელი არ სცილდება სასქესო ნაპრალს). დროთა განმავლობაში აღნიშნულ პათოლოგიურ მდგომარეობას შესაძლოა ორგანოს ნაწილობრივი ან სრული გამოვარდნა მოჰყვეს.

  • ადექით, მუხლებს შორის დაიდეთ 15-სანტიმეტრიანი ბურთი, იარეთ წრიულად. შეასრულეთ სავარჯიშო 2 წუთის განმავლობაში.
  • შეასრულეთ სავარჯიშო “ველოსიპედი”: დაწექით ზურგზე და ატრიალეთ 5 წუთის განმავლობაში წარმოსახვითი პედლები. ეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ დაძაბულობა მუცლის კუნთებზე, მეტად ჩართოთ თეძოებისა და მენჯის კუნთები.
  • დაჭიმეთ ბარძაყების შიდა მხარის კუნთები 5-10 წამით და ამდენივე წამით მოადუნეთ. შემდეგ შეასრულეთ 10 ერთწამიანი კუმშვა და მოდუნდით 10 წამით. გაიმეორთ დღეში 3-4-ჯერ, ნელი და სწრაფი კუმშვების მონაცვლეობით.
  • მოხარეთ მუხლები და მოუჭირეთ მაგრად, იგრძენით ბარძატების დაჭიმულობა. დაითვალეთ ათამდე და მოდუნდით. გაიმეორეთ ათერ.
  • დაწექით იატაკზე, წამოწიეთ მარჯვენა ფეხი, შემდეგ დაუსვით და წამოწიეთ მარცხენა.
  • ჩასუნთქვისას შეაერთეთ მუხლები და შეკუმშეთ საშოს კუნთები. ტერფები არ მოაშოროთ იატაკს. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ 10-12-ჯერ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს