“გაზეთი „ზიდის“ მე-18 ნომერში წერია, რომ წიწმატურა სისხლს ასქელებს, ხოლო გაზეთის 25-ე ნომერში ამბობენ, რომ ეს წიწმატურა სისხლძარღვების ბუნებრივ მოქნილობას უზრუნველყოფს. სად არის ჭეშმარიტება? პატივისცემით, ი. გავრილიუკი.“
წერილს პასუხობს ივან ჩეკმანი, პროფესორი, სამედიცინო მეცნიერების დოქტორი და ო.ო. ბოგომოლცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური კათედრის გამგე.
სინამდვილეში, ჩვეულებრივი წიწმატურა სისხლის შემაფერხებელ მოქმედებას ფლობს, რაც მცენარეში დიდი რაოდენობით ფლავონოიდების, კერძოდ, რუტინის და k ვიტამინის, შემცველობით არის განპირობებული. ისინი სისხლის შედედებას ზრდიან, პროთრომბინის თრომბინში და ფიბრინოგენის ფიბრინში გადასვლას აჩქარებენ.
ამასთან რუტინი კაპილარების გამტარობას და მტვრევადობას ამცირებს, მათ გამძლეობას და ელასტიკურობას ხელს უწყობს. რუტინის მოქმედებას ასკორბინის მჟავა აძლიერებს. გარდა ამისა, წიწმატური არტერიულ წნევას ამცირებს, ნაწლავების მოძრაობას აძლიერებს და ა.შ.
- წიწმატურის ბალახის ნაყენი: 2 ს/კ ნედლს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 წუთით ადუღეთ, 8 საათით დააყენეთ, 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
- წიწმატურის ბალახის ექსტრაქტი: 10 გრ ნედლს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, მოცულობის განახევრებამდე ორთქლზე გააჩერეთ. 1 ჩ/კ ექსტრაქტი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.