ცხელი შხაპი ოთახის მცენარეებისთვის, ჩემს ორქიდეას ძალიან მოუხდა და მინდა თქვენც გირჩიოთ.

817

მცენარეების მოყვარულებმა იციან, რომ მწვანე მეგობრებს შხაპი ძალიან უყვართ. იგი მათ აშორებს მტვერს, ჭუჭყსა და მავნე მწერებს. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ მცენარეებისთვის შეიძლება ცხელი შხაპის მიღებაც. იგი უფრო სასარგებლოა, ერთგვარი ბიძგის სახით მოქმედებს და ასტიმულირებს ზრდას. ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ

ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი მცენარეებისთვისაა სასარგებლო ცხელი მორწყვა, როგორ შევასრულოთ პროცედურა სწორად და რა სარგებელი მოაქვს მას ჩვენი მწვანე მეგობრებისთვის.

რითაა სასარგებლო ცხელი შხაპი მცენარეებისთვის

პირველ რიგში, ცხელი შხაპი ანაცვლებს ფოთლების ჩვრით წმენდის პროცესს. გარდა ამისა, იგი უფრო ეფექტურად მოქმედებს. პროცედურა ეხმარება მას ფესვთა სისტემის განვითარებაში. ასეთი შხაპი იწვევს ყვავილობას და იხსნის მცენარეს, რომელმაც ჭკნობა დაიწყოს. ეფექტი უკვე მეორე დღეს შეიმჩნევა!

ჩვეულებრივ, მცენარემ ასეთი შხაპი თვეში ერთხელ უნდა მიიღოს. ხშირი შხაპი არაა რეკომენდებული, ამ საქმეში მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ნიადაგიდან სასარგებლო ნივთიერებები გარეცხოთ: ქოთანში უნდა იყოს დენაჟი, წყალი რომ არ შეკავდეს. თუ ქოთანს არ აქვს სადრენაჟო ხვრელები, ცხელი წყალი საერთოდ არ გამოიყენოთ. დრენაჟის გარეშე, მცენარისთვის მხოლოდ ცივი წყლის შხაპი შეიძლება.

წყლის ტემპერატურა

რა თქმა უნდა, ძალიან ცხელი წყლის გამოყენება დაუშვებელია. წარმოიდგინეთ, რომ ამ წყლით თქვენ უნდა მიიღოთ შხაპი. აირჩიეთ საშუალო ტემპერატურა, მაგალითად, 40 გრადუსი ცელსიუსი. ზედმეტად ცხელი წყალი დაწვავს ფესვებსა და ფოთლებს. ფრთხილად იყავით. ასევე, გირჩევთ, მცენარე უფრო დაბალი ტემპერატურის წყლით მიაჩვიოთ შხაპს და თანდათან აიყვანოთ 40 გრადუსამდე.

პროცედურის თავისებურებები

შაპი მთლიან მცენარეს სჭირდება: ქოთანს, ნიადაგს, ღეროსა და ფოთლებსაც. ასევე, შეგიძლიათ აბაზანაში ყველა მცენარე ერთად დადგათ და კარგად გარეცხოთ. მოუწყვეთ საყვარელ მეგობრებს ორთქლის აბანო დაახურეთ ფარდა და უხვად მოასხით თბილი წყალი.

შხაპის შემდეგ, მცენარე აბაზანაში უნდა დატოვოთ მინიმუმ 3 საათით ან მთელი ღამით. მთავარია, კარი მჭიდროდ დახუროთ, ორპირმა რომ არ შეაწუხოს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ზედმეტი წყალი სრულად დაიწრიტოს. ზედმეტი სითხე მცენარისთვის სასარგებლო არ იქნება.

მავნებლების მოსაშორებლად, მცენარის ღერო და ფოთლები უნდა გარეცხოთ მცენარეებისთვის განკუთვნილი სპეციალური მწვანე საპნით. ასევე, შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენებაც. დააწვეთეთ იგი რამდენიმე ლიტრი წყლით სავსე ჭურჭელში და ხსნარით გარეცხეთ ფოთლები.

სრული გაშრობის შემდეგ, მომდევნო მორწყვამდე, მცენარეს სასუქი მიართვით. სხვათა შორის, ჩვეულებრივი მორწყვა მცენარეს 2 კვირის განმავლობაში აღარ დასჭირდება. თუმცა, ყველაფერი თავად მცენარეზე, ქოთნის ზომასა და ჰაერის სიმშრალეზეა დამოკიდებული.

რომელი მცენარეებისთვისაა სასარგებლო ცხელი შხაპი

უხეშად რომ ვთქვათ, ყველა დიდფოთლიანი მცენარისთვის. ასევე, ცხელი შხაპი უხდება ტენისმოყვარულ და ტროპიკულ მცენარეებს. პროცედურა განსაკუთრებით სასარგებლოა დასუსტებული მცენარეებსთვის. იგი დაეხმარება აყვავებასა და საერთო რეაბილიტაციაში. სხვათა შორის, ასეთი შხაპი დიდი, განიერი ფოთლების მქონე ყვავილებს ძალიან უყვართ.

ცხელ შხაპზე კარგად რეაგირებენ სპატიფილუმი, ორქიდეა, ვარდი, ფიკუსი, გარდენია, დრაცენა, სურო, ანტურიუმი და სხვ. ყვავილოვანი მცენარეებისთვის გამოიყენეთ არა შხაპი, არამედ ცხელი წყლის შხეფები. ასევე, აცადეთ მცენარეს ყვავილების ჩამოყრა, დილით კი მოუწყვეთ მსგავსი პროცედურა.

უკუჩვენებები

არ გირჩევთ შხაპის გამოყენებას გადარგვის შემდეგ. ეს მხოლოდ მაშინ გააკეთეთ, როცა მცენარე დაფესვიანდება. ასევე, ფრთხილად იყავით იმ მცენარეებთან, რომლებსაც ახალგაზრდა ფოთლები აქვთ. ისინი დამწვრობისადმი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან. ნაზი ფოთლებისთვის გამოიყენეთ ნაკლებად ცხელი წყალი. მცენარეები, რომლებისთვისაც ცხელი შხაპი არ შეიძლება: გლოქსინია, ია, ბეგონია, აყვავებული ან ახალგადარგული ყვავილები.

რითაა სასარგებლო ცხელი შხაპი ოთახის მცენარეებისთვის? პასუხად გთავაზობთ ამ ვიდეოს. აქ იპოვით მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ცხელი შხაპი მცენარეებს, რომლებსაც ფოთლები გაუხმა ან გაუყვითლდა.

ასეთი შხაპი ძალიან მოეწონებათ თქვენს მწვანე მეგობრებს: ამისთვის მადლობას გადაგიხდიან და გამწვანდებიან. მხოლოდ ადამიანი კი არ ზრუნავს მცენარეებზე -ისინიც ზრუნავენ ჩვენზე. მცენარეები დადებითად მოქმედებენ ჩვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე. გიყვარდეთ ბუნება – ის ხომ ნამდვილად იმსახურებს ამას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს