ფუნთუშები ყაყაჩოს თესლით: უგემრიელესი დესერტი ტკბილი საღამოს გასატარებლად

454

ყაყაჩოს თესლის ფუნთუშები საყვარელი ტკბილეულია, რომელიც წამებში აღვიძებს სასიამოვნო ბავშვურ მოგონებებს, გადავყავართ ბებიას სამზარეულოში და სიამოვნებისგან გვაღიმებს. ასეთ გემრიელობას ვერსად იყიდით, ცომი რბილი და ჰაეროვანი იყოს, შიგთავსით გამოტენილი. სწორედ ამიტომ გთავაზობთ მადისაღმძვრელი ტკბილეულის რეცეპტს.

თუ რეცეპტს გულმოდგინედ მიჰყვებით, ყველაფერი იდეალურად გამოგივათ. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, რომ თეფშზე აღარაფერი დარჩება. თუ გინდათ, არ დაჭრათ რულეტი ულუფებად და მომზადების შემდეგ, სუფრაზე გატანისას დაჭერით თხელ ნაჭრებად. სცადეთ!

ინგრედიენტები:

  • 12 გ მშრალი საფუარი
  • 165 გ შაქარი
  • 390 მლ რძე
  • 200 გ კარაქი
  • 1 ც კვერცხი
  • 450-480 გ ხორბლის ფქვილი
  • 350 გ ყაყაჩოს თესლი
  • 350 გ ალუბალი
  • 100 გ შავი შოკოლადი
  • 1-3 ს.კ. ნაღები

მომზადება:

  1. 60 მლ თბილ რძეში გახსენით საფუარი და 15 გ შაქარი. კარგად მოურიეთ, დაახურეთ ჭურჭელს საკვები ცელოფანი და მოათავსეთ 15-20 წუთით თბილ ადგილას.
  2.  რძის ქვაბში ჩაასხით 130 მლ რძე, დაუმატეთ 120 გ კარაქი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ კარაქი არ ჩადნება. გამორთეთ ცეცხლი, დაუმატეთ 1 კვერცხი, 80 გ შაქარი და კარგად მოურიეთ.
  3.  შეურიეთ რძის მასა საფუვრისას, გაცერით ფქვილი და მოზილეთ ცომი (დაახლოებით 5-7 წუთი დაგჭირდებათ). წაუსვით ცომს ზეთი და მოათავსეთ სითბოში 1.5 საათით.
  4. გააცხელეთ 200 მლ რძე, მოასხით იგი ყაყაჩოს თესლს და დააყენეთ. დაუმატეთ ცხელ ყაყაჩოს უკურკო ალუბალი და 170 გ შაქარი, კარგად მოურიეთ და დაჭყლიტეთ ინგრედიენტები.
  5. აფუებული ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, გააბრტყელეთ 4 მმ სისქის ფირფიტად, წაუსვით 50 გ დამდნარი კარაქი, თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე ყაყაჩოსა და ალუბლის შიგთავსი.
  6. ფრთხილად გაახვიეთ ფირფიტა რულეტად და დაჭერით ულუფებად, გადადეთ ზეთწასმულ საცხობ ლანგარზე, დაახურეთ საკვები ცელოფანი და სითბოში გააჩერეთ კიდევ 15-20 წუთით.
  7.  შედგით დესერტი 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.
  8.  გლაზურის მოსამზადებლად, ორთქლზე დაადნეთ შოკოლადი 30 გ კარაქთან ერთად, დაუმატეთ ნაღები, მოურიეთ ერთგვაროვნებამდე და მოასხით მზა ფუნთუშებს.

რა თქმა უნდა, თუ ფიგურაზე ზრუნავთ და ზედმეტ კალორიებს გაურბიხართ, არ მოამზადოთ გლაზური. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს