5 ეფექტური საშინაო საშუალება მეჭეჭების წინააღმდეგ

0
1611

პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რომ მეჭეჭებს იწვევს ვირუსი – ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), რომელიც უჯრედების სწრაფ და მოულოდნელ განვითარებას იწვევს და სიმსივნის კეთილთვისებიან სახედ ითვლება.

ეს წარმონაქმნები, რომლებიც კანზე ჩნდება, განსაკუთრებით გადამდებია, მათი ფერი და ზომა მერყევია და შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გაჩნდეს. ზოგიერთი ხორცმეტი ბუნებრივად ქრება, თუმცა ახლები ჩნდება. ისინი, ჩვეულებრივ, ისეთ ადგილებში ჩნდება, როგორებიცაა ხელები, ფეხები, ზურგი, მკერდი და სახე.

მეორეც, მეჭეჭების განვითარება რომ აიცილოთ თავიდან, სასურველია A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების მოხმარება. აგრეთვე, დღეში საკმარისი რაოდენობით წყალი და ნედლი ბოსტნეული უნდა მიირთვათ. ამასთან, “არასასურველი” საკვების რაოდენობა რაციონში მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ.

ხალხური საშუალებები მეჭეჭების წინააღმდეგ

1. ძმარი

ესაა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მეჭეჭების სამკურნალოდ. ანტიოქსიდანტების, ცილების, ბაქტერიებისა და ფერმენტების მაღალი შემცველობის წყალობით, სიდრის ძმარს ანტიმიკრობული თვისებები აქვს და გვეხმარება სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაში, გახდომაში, შესანიშნავი დამხმარეა კორონარული არტერიის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და კიბოს პროფილაქტიკისთვის.

ინსტრუქცია:

  • ჩაალბეთ ბამბის ქსოვილი ვაშლის ძმარში.
  • დაიდეთ და დააჭირეთ იქ, სადაც მეჭეჭები გაქვთ, რათა ძმარმა კანში შეაღწიოს.
  • გაიჩერეთ არანაკლებ 30 წუთით.
  • გაიმეორეთ პროცედურა დღეში ერთხელ. მეჭეჭები გახმება, ბოლოს კი სრულად მოწყდება.

2. ჩაის ხის ეთერზეთი

ეს საშინაო საშუალება განსაკუთრებით ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით, კანის ინფექციების მკურნალობისას. გარდა ამისა, ეს ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაცაა.

ინსტრუქცია:

  • წაისვით რამდენიმე წვეთი დაზიანებულ კანზე.
  • პროცედურა გაიმეორეთ დღეში ორ-სამჯერ.

3. ნივრის პასტა

ნიორი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშინაო საშუალებაა, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში, თავისი სამკურნალო და სასარგებლო თვისებების წუალობით.

ინსტრუქცია:

  • დახეხეთ ნედლი ნიორი პასტის მისაღებად.
  • თუ ამ საშუალების პოტენციალის გაზრდა გსურთ, დაუმატეთ ლიმონი და აცადეთ რამდენიმე წუთით მოქმედება.
  • დაიტანეთ მასა დაზიანებულ კანზე ძილის წინ და შეიხვიეთ.
  • გაღვიძებისას, გაიწმინდეთ კანი და გაიმეორეთ პროცედურა ხორცმეტის ჩამოვარდნამდე.

ნივრის გამოყენებით მეჭეჭის მოშორება ორ თვემდე დროს მოითხოვს, ნუ დანებდებით!

4. ბანანის ტყავი

ამბობენ, რომ ბანანის ტყავი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა. რამდენადაც იგი სალიცილის მჟავასა და დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს, იგი შესანიშნავი გზაა მეჭეჭების გასახმობად და მოსაშორებლად.

ინსტრუქცია:

  • გაფცქვენით ბანანი. დაიდეთ ტყავი შიდა მხრიდან მეჭეჭზე და დაიმაგრეთ ლენტით ან სახვევით.
  • გაიმეორეთ პროცედურა ყოველღამე, ძილის წინ.
  • შეგიძლიათ ეს დღეში ორჯერაც გააკეთოთ და გაიმეოროთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

5. ორეგანოს ზეთი

ეს საშინაო საშუალება იდეალურია მრავალი სახეობის პათოგენისა და მიკრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავისი თვისებების წყალობით, იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას, გვევლინება ეფექტურ ანალგეტიკად. მას აქვს ფუნგიციდური, ანტიპარაზიტული, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და გამაყუჩებელი თვისებები.

ინსტრუქცია:

  • მაშ ასე, პიპეტით დაიწვეთეთ მეჭეჭზე 3 წვეთი ზეთი.
  • გაიმეორეთ პროცედურა არანაკლებ დღეში სამჯერ.

6. ხახვის წვენი

ნივრის მსგავსად, ხახვსაც შეუძლია ამ უშნო ხორცმეტების მოშორება.

ინსტრუქცია:

  • პირველ რიგში, ხახვით წამლის მოსამზადებლად, დაჭერით ბოსტნეული და მოაყარეთ მარილი.
  • დაწურეთ წვენი და წაისვით დაზიანებულ კანზე დღეში ერთხელ, ღამით.
  • გაიმეორეთ პროცედურა 2 კვირის განმავლობაში.

7. ბაბუაწვერა

ეს მცენარე განსაკუთრებით რეკომენდებულია სახესა და კისერზე გაჩენილი მეჭეჭების სამკურნალოდ.

  • მცენარის ღეროებისგან დაწურეთ წვენი და წაისვით მეჭეჭზე ყოველდღე, სასურველი შედეგის მიღებამდე.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი