ექიმი კომაროვსკი: ბავშვებისთვის კონდიციონერი სახიფათოა თუ არა?

297

ზაფხულის ცხელ დღეებში შენობებს ხშირად კონდიციონერების დახმარებით აგრილებენ. შეიძლება თუ არა კონდიციონერის ჩართვა, როცა შენობაში ბავშვი იმყოფება?

კონდიციონერი კარგი და საჭირო ნივთია, ოღონდ სწორი გამოყენების შემთხვევაში!

1. მოწყობილობა დაკვირვებით შეარჩიეთ. შეამოწმეთ, ჰაერის ნაკადის ინტენსივობის და მიმართულების კონტროლის უნარი თუ აქვს.

2. ინსტრუქცია შეისწავლეთ. ფილტრები რეგულარულად შეცვალეთ და ტექნიკური მომსახურების კარგი სპეციალისტის სერვისით ისარგებლეთ.

3. ჰაერის ტენიანობის კონტროლი! ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონდიციონერის მუშაობის პრინციპი ჰაერში გაფანტული ტენიანობის კონდენსაციაზეა აგებული. თუ ოთახში (განსაკუთრებით საბავშვო ოთახში) კონდიციონერი გაქვთ დაყენებული, ამ ოთახში ჰიგრომეტრი და ჰაერის დამატენიანებელი აუცილებლად უნდა გქონდეთ.

4. კონდიციონერის ამოცანა – კომფორტული ჰაერი და არა მაცივრის ფილიალი! თუ გარეთ ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსია, შენობაში 18 გრადუსის მხარდაჭერა აუცილებელი არაა. 22-24 გრადუსი საკმაოდ ადეკვატური იქნება.

5. მომუშავე კონდიციონერის წინ ჰაერის აქტიური მოძრაობის ზონა მდებარეობს, რომლის ზომაც (ჩვეულებრივ 2 ან 3 მეტრი) ინდივიდუალურია და მოწყობილობის კონკრეტულ მოდელზეა დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, აქ ბავშვის საწოლი არ უნდა განათავსოთ!

6. კონდიციონერის გამოყენება – ეს ჰაერის განიავების დავიწყების მიზეზი არაა: შენობა რეგულარულად გაანიავეთ, რა თქმა უნდა, ამინდის და ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

7. კონდიციონერის მართვის პულტი ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას უნდა იდოს. ეს დედიკოს სათამაშოა, არ შეიძლება, ყოველთვის არ შეიძლება. ერთი წუთითაც კი არ მისცეთ.

ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ევგენი კომაროვსკის წიგნში „365 რჩევა ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში“ იპოვით.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს