ჩაიდანის ნადების ძმრითა და მჟავით მოშორება სახიფათოა, გამოიყენეთ უფრო იაფი და უსაფრთხო საშუალებები.

0
1068

როგორ გავწმინდოთ ჩაიდანი ნადებისგან? პირველი აზრად ცნობილი მეთოდები მოგდით: ძმარი და ლიმონმჟავა. paparazzi-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არაა ეს საშუალებები საკმარისად ეფექტური და გაგაცნობთ უფრო ეკონომიურ ალტერნატივას.

როგორ მოვაშოროთ ნადები ჩაიდანს

ჩვენს დროში მწარმოებლები ჩაიდნის გასაწმენდად უფრო იაფფასიან და ეფექტურ საშუალებებს გვთავაზობენ. თუმცა, ბევრი რატომღაც უგულებელყოფს მათ და უპირატესობას ხალხურ საშუალებებს ანიჭებს.

ჩვენმა მკითხველმა გაგვიზიარა ძველი ელექტროჩაიდნის გარდასახვის ისტორია. ქვემოთ ყველაფერს მოგიყვებით და გაჩვენებთ.

ერთხელ ამ ქალბატონმა სახლში აღმოაჩინა ჩაიდანი, რომელსაც 1 წელი არ იყენებდა. რა თქმა უნდა, ამ დროში იგი არავის გაურეცხავს, ამიტომ მისი მდგომარეობა არასახრბიელო იყო. ბოლოს იგი სწორედ ძმრით გაწმინდეს, ამისთვის კი 0.5 ლ სითხე დასჭირდათ. თანად, მოწყობილობა რამდენჯერმე აადუღეს, შემდეგ გამოავლეს, რათა უსიამოვნო სუნი საბოლოოდ მოეშორებინათ.

მკითხველს ლიმონმჟავა არ გამოუყენებია. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის იმ მავნე შედეგის შესახებ, რომელიც მას მოაქვს. მაგალითად, თუ მჟავით სარეცხ მანქანას გაწმენდთ, ლიმონმჟავა დააზიანებს დოლაბს და ტექნიკას მწყობრიდანაც კი გამოიყვანს.

ეკონომიური საშუალება

ჩვენი ისტორიის გმირი თვლის, რომ 2020 წელს ნადების ლიმონმჟავითა და ძმრით გაწმენდა არასწორია. მართალია, ჩვენი წინაპრები მათ ყოფაცხოვრებაში იყენებდნენ, თუმცა მაღაზიებში დიდი ხნის წინ გაჩნდა სპეციალური საშუალებები, რომლებიც სწორედ ასეთი ნადების გასაწმენდადაა საჭირო.

გარდა ამისა, სპეციალური საშუალების შეძენა გაცილებით იაფიც დაგიჯდებათ. ეს იმიტომ, რომ 100 გ ნადების მოსაშორებელი საშუალება 6-7 გამოყენებისთვისაა გათვლილი მაშინ, როცა ლიმონმჟავას 80-გრამიანი პაკეტით ჩაიდანი მხოლოდ 2-3ჯერ გაიწმინდება, 0.5 ლ ძმარი კი 1-2 გამოყენებაში თავდება. დასკვნა თავად გამოიტანეთ.

ქალი სპეციალური საშუალებით კმაყოფილი დარჩა. უკვე ადუღების ეტაპზე გამოჩნდა, თუ როგორ მოშორდა ნადების ფანტელები ჩაიდნის შიდა ზედაპირს და წყალში დაიშალა. ორწუთიანი პროცედურის შემდეგ, მოწყობილობა მზად იყო გამოყენებისთვის. ამ სუნის მოსაშორებლად რამდენჯერმე გამოვლებაც კი არ გახდა საჭირო.

ბოლოს უნდა ითქვას, რომ თავის დაბანა საპნით შეიძლება, თუმცა შამპუნი უკეთესია. ამიტომაც ვამბობთ, რომ არ ღირს სპეციალური საშუალებების უგულებელყოფა. მათი დახმარებით, დროსა და ფულს დაზოგავთ და არც თავს ავნებთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი