სომხური ლავაშის რულეტი ქათმის გულმკერდით და ხმელი ყველით.

1089

ლავაში – ეს, ალბათ, ერთადერთი პროფუქტია, რომელიც ძალიან უმარტივებს თანამედროვე დიასახლისებს ცხოვრებას და, ამავდროულად, ფანტაზიისთვის უზარმაზარ სივრცეს იძლევა. სწრაფი სასუსნავი თუ დახვეწილი ტორტი – ამ ყველაფრის მომზადება ლავაშით შეიძლება.

ლავაშის რულეტი 

© Depositphotos

დღეს ჩვენ გთავაზობთ მსუყე ხემსის რეცეპტს, რომელიც არამხოლოდ დროს დაზოგავს, არამედ გამორჩეულადაც გამოიყურება სუფრაზე.

ეს კერძი მზადდება ქათმის, ყველისა და პომიდვრისგან, ვარდის ფორმით. ნახევარ საათში მსუყე ვახშამი მზადაა.

© Depositphotos

ინგრედიენტები

  • 15 წრიული ლავაში
  • 1 ქათმის მკერდი
  • 500 გ მყარი ყველი
  • 200 გ პომიდორი
  • 1 დიდი თავი ხახვი
  • 1 თავი ნიორი
  • პაპრიკა და სხვა სანელებლები გემოვნებით
  • მარილი
  • 1 კონა ოხრახუში ან კამა

მომზადება

1. ვარდები ლამაზი რომ გამოვიდეს, აუცილებელია 20-სმ დიამეტის მქონე ლავაშის აღება. უნდა აიღოთ 15 ასეთი წრე. თითოეული წრე გაჭრათ ორ თანაბარ ნაწილად. ასე მიიღებთ 30 ულუფას.

2. დახეხეთ ყველი, პომიდორს გააცალეთ კანი და ათქვიფეთ ბლენდერში.

3. მოხარშეთ ქათმის მკერდი და დაჭერით წვრილ კუბებად. ხახვიც დაჭერით კუბებად და შეურიეთ ხორცს, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, სანელებლები, პომიდორი და მწვანილი.

4. საცხობი ფორმის ფსკერს წაუსვით ზეთი, დადგით მის ცენტრში თასი იმისათვის, რომ კერძის დალაგება უფრო მარტივი იყოს.

5. ლავაშის თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ ყველი და დაალაგეთ 1 ულუფა შიგთავსი წვრილ ზოლად, ერთ-ერთ მხარეს. ამის შემდეგ დაახვიეთ ლავაში კონუსად. თანდათან დაალაგეთ ლავაშის ნაჭრები რიგებად, მოაყარეთ ყველი ყველა რიგს.

6. შეგიძლიათ, ლავაშის კუთხეებს კვერცხი წაუსვათ, უფრო ხრაშუნა რომ გამოვიდეს.

7. გამოაცხვეთ ეს სილამაზე 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, 15 წუთით. სუფრაზე გატანამდე მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს