არყის ხეს ბევრ რამეს უნდა ვუმადლოდეთ. უნიკალურ თვისებებს ფლობს მისი კვირტები, ფოთლები, ყვავილოვანი ფოჩები და მერქანიც კი. მისგან სლავები ძველი დროიდან ამზადებენ კუპრს, იმავე “რუსულ ზეთს”. როგორ გამოვიყენოთ იგი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად?
ჩვენ ვეცდებით, გაგცეთ ამომწურავი პასუხი, თუმცა, ეს არც ისეთი მარტივია. ცხიმიანი სითხე სპეციფიკური სურნელით ხომ წარმატებით გამოიყენება ტკიპებისა და კოღოებისგან თავდასაცავად, კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში, ბაღსა და აგარაკზე.
როგორ გამოვიყენოთ არყის კუპრი
არყiსა და არყის მერქნის კუპრი მიიღება ხის ან გადარჩეული მერქნის მშრალი გამოხდის გზით. ამ დროს, ნედლეული ცხელდება 200-300 გრადუსზე, უჟანგბადო სივრცეში. საუკეთესო ხარისხი სწორედ არყის მერქნის კუპრს აქვს.
გამოყენების ასეთმა მრავალფეროვნებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კუპრის შეძენა ბევრგან შეიძლება: აფთიაქში, საყოფაცხოვრებო და ბაღის საქონლის მაღაზიებში. აღვნიშნავთ, რომ არყის ფისი არაა ერთადერთი მასალა, რომლისგანაც კუპრი მიიღება. წებოვანი ნივთიერება მიიღება ნახშირის, ნავთისა და ტორფისგანაც.
კუპრი ყოფაცხოვრებაში
კუპრი დიდი ხნის მანძილე გამოიყენებოდა მოძრავი დეტალების, ბორბლების საპოხად. რა თქმა უნდა, ჩვენს მკითხველებს არ მოვუწოდებთ კუპრით ეტლის ბორბლების გაპოხვისკენ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ.
ამ შესანიშნავ სითხეს უფრო აქტუალური გამოყენებაც აქვს ყოფაცხოვრებაში: კუპრით ჟღენთენ ხეს ჰიდროიზოლაციისთვის და ხის სახლის დეტალებს მახრებისგან დასაცავად.
კუპრით იცავეს ტყავის ნაკეთობებს, ჟღენთენ ფეხსაცმელს. კუპრის უპირატესობა სხვა ზეთების წინაშე იმაში მდგომარეობს, რომ იგი ტყავს არბილებს, სძენს წყალგამძლეობასა და სიმკვრივეს.
კუპრი კოსმეტოლოგიაში
უკვე ვიცით, როგორ გამოვიყენოთ კუპრი ყოფაცხოვრებაში, ახლა კი იმაში გაგარკვევთ, თუ რისთვის გამოიყენება იგი კოსმეტიკურ სფეროში.
ძველი სლავი ქალბატონები კუპრის საპონს რეგულარულად იყენებდნენ. მასში 10%-მდე კუპრია, დანარჩენი კი ნატურალური საპნის ფუძე. კუპრის ანტისეპტიკური თვისებების წყალობით, ასეთი საპონი ღრმად წმენდს კანს, ახორცებს ჭრილობებს, გვეხმარება აკნეს, შავი წერტილებისა და ანთების მოშორებაში.
არყის კუპრი თმის მოსავლელადაც გამოიყენება. იგი გვეხმარება თმისცვენის შეჩერებაში, არეგულირებს ქონის ჯირკვლების ფუნქციონირებას, ამცირებს მომატებულ ცხიმიანობას, წმენდს თავის კანს სხვადასხვა ანთებისგან. კუპრის შემცველი შამპუნი ეფექტურად ებრძვის ქერტლს.
კუპრის თხევადი საპნის მომზადება დამოუკიდებლად შეგიძლიათ, თქვენივე კანისთვის. საკმარისია, აიღოთ სასურველი შამპუნი ან შხაპის გელი, დაუმატოთ ცოტაოდენი კუპრი (1/10 ნაწილი) და კარგად მოურიოთ.
კუპრი მედიცინაში
1927 წელს, საბჭოთა ქირურგმა, ალექსანდრ ვიშნევსკიმ გამოიგონა მალამო, რომელსაც ჯარისკაცები წყლულებისა და დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ. მალამოს შემადგენლობა ნატურალურია: არყის კუპრი, ქსეროფორმი და აბუსალათინის ზეთი.
მიუხედავად იმისა, რომ მალამო მოძველებულად მიაჩნიათ, მისი გამოყენება უამრავ შემთხვევაში შეიძლება, როცა ხელთ უკეთესი არაფერი გაქვთ ან საფულე უფრო ძვირადღირებული საშუალების ყიდვის შესაძლებლობას არ გაძლევთ.
კუპრი მებაღეობაში
სხვადასხვა მავნებელი მებაღის ყველაზე დიდი თავის ტკივილია ზაფხულში. გაყიდვაშია უამრავი საშუალება, რომლებიც გვეხმარება მომაბეზრებელ მწერებთან ბრძოლაში, თუმცა ისინი ქიმიურ ნივთიერებებსა და შხამებს შეიცავს. არყის კუპრი ნატურალური ბიოლოგიური რეპელენტი და ინსექტიციდია.
მას აქვს სპეციფიკური არომატი, რომლის წყალობით უამრავ მწერს აფრთხობს. მისი ეშინია ისეთ მსუნაგ მავნებელს, როგორიც კოლორადოს გაუმაძღარი ხოჭოა. ბაღიდან იგი რომ მოიშოროთ, გახსენით 10 ლ წყალში ნახევარი ფილა საყოფაცხოვრებო საპონი და 2 ჩ.კ. კუპრი.
ხსნარით დაასველეთ კარტოფილის ფოთლები და ნიადაგი ბუჩქებ გარშემო. კარტოფილი შეგიძლიათ დარგვამდეც დაამუშავოთ: უბრალოდ ამოავლეთ იგი კუპრის ხსნარში (1 ს.კ. 10 ლ წყალზე). ამავე ხსნარით რწყავენ თხრილებს, რათა ბოლქვები სხვა მიწისქვეშა მავნებლებისგან დაიცვან.
კუპრი კოღოების წინააღმდეგ
სოფლებში ხშირად იყენებენ ამ საშუალებას კოღოებისა და სხვა მკბენარა მწერებისგან დასაცავად. არყის კუპრი შეურიეთ ზეთს და წაისვით კანზე. თუმა, ასეთი საშუალება მხოლოდ ბანაობით მოგშორდებათ. შეგიძლიათ, კუპრი სპირტთან გააზავით, 2/3 კუპრისა და 1/3 სპირტის თანაფარდობით.
სპირტიანი ხსნარი ზეთისაზე ნაკლებად არ მოქმედებს. საკმარისია, ხსნარით დაამუშავოთ შარვლისა და ზედის ტოტები. კიდევ ერთი მეთოდია სპირტიან ხსნარში ჩალბობილი გირჩის დაწვა. სქელი ბოლი, რომელსაც თავისებური სუნი აქვს, შექმნის ბარიერს, რომელიც მწერებისგან დაგიცავთ.
შინაური ცხოველების კანის საფარის დასამუშავებლად, გამოიყენეთ კუპრის წყალი – წყალში გაზავებული კუპრი. ამის შემდეგ, ტკიპები და რწყილები მათ რამდენიმე მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდებიან.
როგორ მოვამზადოთ კუპრი საშინაო პირობებში?
თუ დიდი რაოდენობით კუპრი გჭირდებათ და არ უშინდებით ხელებით მუშაობას, შეგიძლიათ არყის კუპრი დამოუკიდებლად მოამზადოთ.
დასაწყისისთვის, მოიმარაგეთ არყის მერქანი და ორი მეტალის ჭურჭელი.
დიდი ჭურჭელი ფსკერზე ცოტათი გახვრიტეთ.
მჭიდროდ გატენეთ ჭურჭელი არყის მერქნითა და წვრილი ნაფოტებით, შეძლებისდაგვარად ჰერმეტულად დაახურეთ თავსახური.
ამოთხარეთ ორმო და ჩადეთ მასში უფრო პატარა ჭურჭელი. იქ მიღებული კუპრი დაგროვდება.
დიდი ჭურჭელი მოათავსეთ პატარაზე, ხვრელით ქვემოთ (აქედან გადინდება კუპრი). შემოალაგეთ დიდი ჭურჭლის გარშემო შეშა და დაანთეთ ცეცხლი. პროცესი უფრო კარგად ჩანს ქვემოთ მოცემულ ვიდეოში.
4 საათის შემდეგ, ქვედა ჭურჭელში კუპრი დაგროვდება. 10 კგ მერქნისგან დაახლოებით 3 კგ კუპრი გამოვა.