რა საფრთხეს შეიცავს ჩაიდანის ნადები და როგორ მოვაშოროთ ნადუღი გამოცდილი საშუალებებით.

2091

ნებისმიერ სახლში მოიპოვება სხვადასხვა კონფიგურაციის ჩაიდანი, იქნება ეს უბრალო მომინანქრებული თუ ძვირადღირებული, ელექტრონული. მიუხედავად მოდელისა, ჩაიდნის კედლებზე, გამოყენების პროცესში, ჩნდება ნადები, ამიტომ დიასახლისს არსენალში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი მეთოდი მაინც, ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

რა საფრთხეს შეიცავს ნადები ჩაიდანში?

ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელსაც კონტაქტი აქვს ონკანის წყალთან, ადრე თუ გვიან, ნადები ჩნდება. ასეთი ნადები წყალში არსებული მაგნიუმისა და კალციუმის მარილების დაგროვების შედეგია. მათგან წყლის სრულყოფილად გაწმენდა შეუძლებელია ყველაზე ძვირადღირებული ფილტრითაც კი. მეტალის ჩაიდანში მარილები ჟანგის ნაწილაკებთან ერთად გროვდება, რაც ორგანიზმისთვის უსაფრთხო არაა. ასეთი ნადები, ძირითადად, ვნებს

  1. თავად ჭურჭელს – ელექტრონულ მოდელებში ნადები ჭურჭლის შიდა კედლებსა და თავად გამახურებელ ელემენტზე გროვდება. შესაბამისად, ელემენტი ზედმეტად ხურდება წყლის ასადუღებლად, დროთა განმავლობაში კი მწყობრიდან გამოდის.
  2. ადამიანის ჯანმრთელობას – მარილის დაგროვებები, ორგანიზმში მოხვედრისას, ნეგატიურად აისახება შარდგამომყოფი სისტემის მუშაობაზე. მათი სიჭარბე იწვევს ოსტეოქონდროზსა და პოდაგრას.
  3. წყალს, რომელიც ასეთ ჭურჭელში დუღდება – ნადების სიჭარბის დროს, ცხელი სასმელები უგემური და თეთრქაფიანი გამოდის.

როგორ მოვაშოროთ ჩაიდანს ნადები?

ყველა ამ პრობლემას მარტივად გადაჭრით რეგულარული წმენდით. პერიოდულობა წყლის სიხისტეზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩვეულებრივი წულით ასეთ დაბინძურებას ვერ მოაშორებთ. ჩაიდნის გაწმენდა შეგიძლიათ სხვადასხვა ორგანული და არაორგანული მჟავის გამოყენებით. მათი გავლენის ქვეშ, ნადები ფხვიერდება და მარტივად ირეცხება ნებისმიერი ზედაპირიდან.

ყველაზე პოპულარული საშუალებები ნადების მოსაშორებლად:

  • ძმარი
  • სოდა
  • ლიმონმჟავა
  • ლიმონი
  • კარტოფილი
  • გაზიანი სასმელები, მაგალითად, კოკა-კოლა
  • სპეციალური საშუალებები ნადების მოსაშორებლად.

ნუ გამოიყენებთ ამ მიზნით:

  1. მყარ ჯაგრისებს, დანასა და ღრუბლებს. მექანიკურად მარილიანი დაგროვების სრულად მოშორება ძალიან რთულია, სამაგიეროდ, მარტივია ასე ზედაპირის ან გამათბობელი ელემენტის დაზიანება.
  2. აგრესიულ ქიმიურ საშუალებებს ქლორით. ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან ჩაიდნის წმენდას, თუმცა სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ჯანმრთელობისთვის მავნე საშუალებების სრულად გამორეცხვა შეუძლებელია.
  3. აბრაზიულ ფხვნილებს. ისინი კაწრავს ზედაპირს და ნადებიც უფრო ინტენსიურად ჯდება მიკრონაკაწრებში.

როგორ მოვაშოროთ ნადები ლიმონმჟავით?

ჩაიდნის ნადებისგან სწრაფად გაწმენდა ლიმონმჟავით შეიძლება, თუ ნადები მცირე რაოდენობითაა. ამ საშუალებას არ აქვს შეზღუდვა მასალების მხრივ და კარგია როგორც პლასტმასის, ისე ფოლადისა და შუშის გასაწმენდადაც. ინსტრუქცია ასეთია:

  1. ზომიერი დაბინძურებისას, მოწყობილობაში ჩაასხით 0.5 ლ წყალი და აადუღეთ.
  2. გამორთეთ მოწყობილობა შტეფსელიდან და დაუმატეთ მდუღარე წყალს 1-2 ს.კ. ლიმონმჟავა.
  3. გახსნის შემდეგ, დაელოდეთ არანაკლებ 2 საათით, სანამ წყალი კარგად გაგრილდება და ნადები დარბილდება.
  4. ასე დამუშავებული მარილები მარტივად გამოირეცხება გამდინარე წყლით.
  5. გაწმენდის შემდეგ, აუცილებლად 1-2-ჯერ წამოადუღეთ წყალი და გადაღვარეთ.

როგორ გავწმინდოთ ჩაიდანი ძმრით?

უფრო რადიკალური საშუალებაა ძმარი. მეთოდი კარგია დიდი რაოდენობით ან მოძველებული ნადებისთვის. მწარმოებლები არ გვირჩევენ ასეთი აგრესიული საშუალების გამოყენებას, ამიტომ ძმარი ჩვეულებრივი, მეტალის ან მინანქრის ჭურჭლისთვის გამოიყენეთ. თავად პროცედურა თითქმის არ განსხვავდება წინა მეთოდისგან.

  1. ჩაასხით ჭურჭელში 0.5 ლ წყალი და აადუღეთ.
  2. ამის შემდეგ, მდუღარე წყალში ჩაასხით 1 ჭიქა 9%-იანი ძმარი ან 1-2 ს.კ. ძმრის ესენცია (70%).
  3. აცადეთ მოწყობილობას 1 საათით. რაც მეტი დრო გავა, მით უკეთ მოშორდება მარილები კედლებს.
  4. დარბილებული მარილები მოაშორეთ რბილი ღრუბლით, გამდინარე წყლის ქვეშ.
  5. გაწმენდის შემდეგ, აუცილებლად წამოადუღეთ წყალი და გადაღვარეთ.

როგორ გავწმინდოთ ჩაიდანი სოდით?

სხვა გამოცდილი ხალხური საშუალებაა სოდა. იგი მარტივად აშორებს დაგროვებას მინანქრისა და ალუმინის ზედაპირებიდან, რომელთათვისაც პირველი ორი მეთოდი ზედმეტად აგრესიულია. ჩაიდანს სოდით ჯერ კიდევ მაშინ რეცხავდნენ, როცა საყოფაცხოვრებო ქიმია ფუფუნებად ითვლებოდა.

  1. ჩვეულებრივ მინანქრიან ჭურჭელში ჩაასხით 0.5 ლ წყალი. მნიშვნელოვანია, რომ მან სრულად დაფაროს ნადები. ადუღების შემდეგ, დაუმატეთ 1 ს.კ. ჩვეულებრივი ან კალცინირებული წყალი და შეამცირეთ ცეცხლი.
  2. ადუღეთ ხსნარი არანაკლებ 30 წუთით. პროცედურის დასრულების შემდეგ, კარგად გარეცხეთ ჭურჭელი და რამდენჯერმე აადუღეთ მასში წყალი, რომელსაც შემდეგ გადაღვრით.
  3. წინა მეთოდების მსგავსად, შეგიძლიათ ხსნარი არ აადუღოთ, უბრალოდ გააჩეროთ ჭურჭელში სრულად გაგრილებამდე, შემდეგ კი გამორეცხეთ. ასეთი მეთოდი კარგია მხოლოდ მსუბუქი ნადებისთვის.

როგორ გავწმინდოთ ჩაიდანი კოკა-კოლათი?

ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მეთოდი ნადების გასაწმენდად გახლავთ გაზიანი სასმელი. ამისთვის გამოგადგებათ როგორც კოკა-კოლა, ისე სპრაიტი, ფანტა და სხვ. მეთოდი კარგია მეტალის და ელექტრომოწყობილობებისთვის. ალუმინის და მომინანქრებული ჭურჭელი ფრთხილად უნდა გაწმინდოთ. პლასტმასის ჭურჭელი შეიძლება შეიღებოს ფერადი სასმელით. მოქმედების პრინციპია სასმლის შემადგენლობაში არსებული ლიმონმჟავას ბუშტუკებით ნადების დაშლა.

  1. ჭურჭელში ჩაასხით არანაკლებ 0.5 ლ სასმელი, რათა სითხემ ნადები სრულად დაფაროს.
  2. მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებამდე სასმელს გაზი გაუვიდეს.
  3. აადუღეთ და გააჩერეთ 1-2 საათით, ნადების დარბილებამდე.
  4. გარეცხეთ ჭურჭელი გამდინარე წყალში, აგრესიული ქიმიის გარეშე.
  5. პროცედურის შემდეგ, წყალი ერთხელ წამოადუღეთ და გადაღვარეთ.

როგორ გავწმინდოთ ჩაიდანი ქიმიის გამოყენებით

ჩაიდნის გაწმენდა შეგიძლიათ სპეციალური ქიმიური რეაქტივების გამოყენებით, რომლებიც ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში ან სუპერმარკეტში იყიდება.

  • “ანტინაკიპინი”
  • “საშუალება ნადების წინააღმდეგ”
  • “ზოლუშკა”
  • “Major Domus” და სხვ.

თითოეულ საშუალებას ინსტრუქციაში დაწვრილებითი რეკომენდაციები ახლავს. საერთო წესები კი ასეთია:

  1. მოწყობილობაში ჩაასხით წყალი მაქსიმალურად დასაშვებ დონემდე.
  2. დაუმატეთ ქიმიური საშუალება.
  3. აადუღეთ წყალი.
  4. ხსნარი გააჩერეთ 30-120 წუთით, მარილების სრულად დარბილებამდე.
  5. კარგად გამორეცხეთ.
  6. წმენდის შემდეგ, ჩაიდანში გადასაღვრელი წყალი არანაკლებ 3-4-ჯერ უნდა აადუღოთ.

 

როგორ დავიცვათ ჩაიდანი ნადებისგან?

ყოველ ჯერზე ეფექტური საშუალებების ძებნა რომ არ დაგჭირდეთ, შეგიძლიათ მისი პროფილაქტიკა სცადოთ:

  1. რაც უფრო რბილია წყალი, მით უფრო ნაკლები იქნება ნადები, ამიტომ წყლის ფილტრები არამხოლოდ თქვენი ჯანმრთელობისთვის, არამედ ჭურჭლისთვისაც უფრო სასარგებლო იქნება.
  2. ყოველი გამოყენების შემდეგ, არ დატოვოთ წყლის ნარჩენები – მაშინვე გადაღვარეთ.
  3. ყოველ გამოყენებამდე, გამოავლეთ ჭურჭელი გამდინარე წყლით, გამორეცხეთ ყველა უმნიშვნელო ნადები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს