ფარული მტერი რომელიც თქვენს პლასტმასის ფანჯრებზე ბინადრობს. გასწავლით როგორ აღმოვფხვრათ პრობლემა

633

ბინაში, პლასტმასის ფანჯრებზე გაჩენილი ობი მეტყველებს შენობის არასწორ ექსპლუატაციაზე, საცხოვრებელში თბოიზოლაციასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მაღალ ტენიანობაზე. ზედაპირის ფუნგიციდებით დამუშავება მხოლოდ ცოტახნით ჭრის პრობლემას, ობის სრული აღმოფხვრისთვის კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

ობი პლასტმასის ფანჯრებზე – მიზეზები

არსებობს ამოცნობადი სიმპტომები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ ოთახის ფანჯრებსა და შიდა კედლებზე ობი ვითარდება. ჯერ კიდევ ვიზუალური ნიშნების გაჩენამდე, ოთახში იგრძნობთ სიძველის სუნს, რომელსაც არ შველის განიავება და ჰაერის დეოდორანტები. შემდეგ იწყება ფერადი (თეთრი, მწვანე, მუქი ყავისფერი) ლაქების გაჩენა ფანჯრის ჩარჩოებზე, ოთახის კუთხეებში… პრობლემურ ადგილებში სკდება ბათქაში, იქერცლება შპალერი.

ობის გავრცელების მთავარი მიზეზები:

  • შენობის კედლები ატარებს სიცივეს;
  • სახლი არასწორად დაპროექტდა და აშენდა;
  • არ ტარდება კედლებისა და ძირითადი კომუნიკაციების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • მაღალი ტენიანობა, ბინის დატბორვის გამო;
  • ახალი პლასტმასის ფანჯრების დაყენება არასწორად.

ობი პლასტმასის ფანჯრების კუთხეებში

თუ ობი ვერაფრით მოიშორეთ, სცადეთ მისი გაჩენის პრობლემის განსაზღვრა. ბევრ დიასახლისს ავიწყდება, რომ ფანჯრების ვენტილაციას ართულებს მკვრივი ფარდები, რომლებიც დამცავი ეკრანის როლს ასრულებს. სიტუაციას აუარესებს განიერი ფანჯრის რაფაც, რომელიც ფანჯარასთან გამათბობლის სითბოს მიღწევას უშლის ხელს. ამ პრობლემას ეფექტურად აღმოფხვრის ჰაერგამტარი ფანჯრის რაფების დაყენება.

როგორ მოვაშოროთ ობი ფანჯრებს?

ამ პრობლემის გადაჭრისას, მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ზომების მიღება და ტენიანობის დონის მუდმივი კონტროლი. თუ ბინაში მიკროკლიმატი სოკოს გავრცელებას უწყობს ხელს, კედლების, შუშებისა თუ ჩარჩოების ნებისმიერი სახის დამუშავება მხოლოდ დროებით შედეგს მოგცემთ და ვერ შეძლებს უსიამოვნო პრობლემასთან სრულყოფილად გამკლავებას.

ობის პროფილაქტიკა:

  1. შეამცირეთ ტენიანობა ოთახში – არ გააშროთ ტანსაცმელი დახურულ ოთახში, შეამცირეთ მცენარეების რაოდენობა, შეაკეთეთ წყალგაყვანილობის მილები და ონკნები.
  2. სამზარეულოში ყოველთვის ჩართეთ გამწოვი საკვების მომზადებისას.
  3. ოთახი უზრუნველყავით ხარისხიანი ვენტილაციით.
  4. დღეში ორჯერ გაანიავეთ ბინა.
  5. მოაშორეთ სქელი ფარდები და სხვა ნივთები, რომლებიც ფანჯარასთან მშრალი ჰაერის მიღწევას უშლის ხელს.
  6. მოაშორეთ მინებსა და ჩარჩოებზე დაგროვილი კონდენსატი.
  7. შეამოწმეთ ჩარჩოებზე შემავსებელი ელემენტების მდგომარეობა.

ფანჯრების დამუშავება ობის მოსაშორებლად

გარდა საერთო პროფილაქტიკური ზომებისა, თუ ზედაპირები სოკოთი ძლიერადაა დაზიანებული, დაამუშავეთ ისინი სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. მოხსენით პლასტმასის დეტალები და ფანჯრის რაფა, მოაშორეთ შპალერი, ჩამოცვენილი ბათქაში, ეცადეთ, გამოაშროთ კედლები ბუნებრივად ან სამშენებლო ფენით. წაუსვით სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ფუნჯით ან გორგოლაჭით, აღმოჩენილი ნაპრალები ამოავსეთ ქაფით ან ჰერმეტიკით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს