ხშრიდა, ჩვენ სიილაკეგილს პაეკეტბს ვყირთ. არდაა, მათი შესანიშნავად გაომეყენბა შეძიელბა.

552

ხშირად, როცა რაიმეს (ფეხსაცმელი, ელექტროტექნიკა, ჩანთა და ა.შ.) ყიდულობთ, მასთან ერთად პატარა პაკეტს იძენთ, რომელსაც აწერია „სილიკაგელი“. მასში სილიკაგელია – გრანულები, რომლებიც ტენს შთანთქავენ და ნივთს დაზიანებისგან იცავენ.

ასეთ პაკეტებს ხშირად უბრალოდ ვაგდებთ, რადგან არ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ. არადა შეიძლება გამოგადგეთ. ეს 10 სასარგებლო მაგალითი ამის დამადასტურებელია.

როგორ გამოვიყენოთ სილიკაგელი

1. მობილური ტელეფონის დასველება

თუ მობილური ტელეფონი დაგისველდათ ან სადმე „იცურავა“, უბრალოდ მოწყობილობა გამორთეთ, დამტენი და სიმ–ბარათი ამოიღეთ, შემდეგ მთელი ღამე სილიკაგელით სავსე თასში მოათავსეთ. ის მთელ ტენს შთანთქავს.

2. შმორიანი ტანსაცმელი

თუ თქვენი ტანსაცმელი შვებულების შემდეგ ჯერ კიდევ სველია, ჩემოდანში რამდენიმე სილიკაგელის პაკეტი ჩადეთ – შმორის სუნი გაქრება!

3. სპორტული ჩანთა უსიამოვნო სუნით

სპორტული ჩანთის და სპორტულ დარბაზში გამოსაცვლელი კარადის სუნი არც თუ ისე სასიამოვნოა. თუ ჩანთაში რამდენიმე სილიკაგელის პაკეტი გექნებათ, ნებისმიერ შემთხვევაში სუნი ცოტათი მაინც აორთქლდება.

4. ფოტოაპარატის დაორთქლილი ლინზა

კამერის ლინზები შეიძლება დაორთქლდეს, თუ მას სიცივიდან სითბოში გაიტანთ. აქ ჯადოსნური პაკეტები დაგეხმარებათ! მაგალითად, შეგიძლიათ პაკეტი ფოტოაპარატის ქეისში ჩადოთ ან კრიტიკულ შემთხვევაში (როგორც მობილური ტელეფონის დროს) 1–ელ პუნქტში აღწერილი პროცედურა გაიმეოროთ.

5. თესლის შენახვა

თუ სახლში დასარგავი მასალის პაკეტები გაქვთ, მათ ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ზამთარში არ დაობდეს. ეს პრობლემა არ იქნება, თუ ჰერმენტულ ჭურჭლებს გამოიყენებთ და მასში თესლის და სილიკაგელის პაკეტებს მოათავსებთ. პრობლემა გადაჭრილია!

6. ყვავილის გახმობა

ყვავილები სწრაფად გახმება, თუ მათ ერთი ან რამდენიმე სილიკაგელის პაკეტთან ერთად ქაღალდში გაახვევთ.

7. სურათების შენახვა

ძველ სურათებში აღბეჭდილი ფერადი მოგონებებით დიდხანს დატკბობა სურთ? მუყაოს ყუთში სურათებთან ერთად სილიკაგელის პაკეტი მოათავსეთ. ასე ერთმანეთს არ მიეკვრება.

8. სუფრის ვერცხლეულის მოვლა

სილიკაგელი დადებითთვისებიან ვერცხლს (სუფრის ან საიუველირო) ნადებისგან დაიცავს. სილიკაგელის პაკეტი სამზარეულოს გამოსაწევ უჯრაში ან აქსესუარების ზარდახშაში ჩადეთ და საკითხი მოგვარებულია. ჟანგი სხვა მასალების ნაწარმსაც არ შეეხება, თუ ამ შთანთქმელს გამოიყენებთ.

9. საპარსის პირი

საპარსის პირი მუდმივად წყალთან კონტაქტშია, რის გამოც იჟანგება და გლუვდება. რისი გაკეთება შეგიძლიათ? საპარსის პირები ამ ჯადოსნურ ნივთიერებასთან ერთად პლასტმასის ყუთში შეინახეთ – ის უფრო დიდხანს გემსახურებათ.

10. საქარე მინა

თქვენი მანქანის მოწყობილობის პანელზე რაც უფრო მეტი სილიკაგელის პაკეტი იქნება, საქარე მინა მით უფრო ნაკლებად დაორთქლება.

სასარგებლო ინფორმაციის გაგება კარგია, არა? რაც მთავარია, ამ შთანთქმელს უფასოდ მიიღებთ. თითქმის უფასოდ, თუ არ ჩათვლით ნივთს, რომელსაც ყიდულობთ. სხვათა შორის: თუ პაკეტი სველია, შეგიძლიათ ღუმელში გამოაშროთ, მაგრამ ფრთხილად იყავით: ის მხოლოდ 120-150 გრადუსზე გამოშრება.

პრაქტიკული გამოცდილება მეგობრებს გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს