რა უნდა იცოდეთ მკერდის ჯანმრთელობის შესახებ – კითხვებს ექიმი-მამოლოგი პასუხობს

1125

მკერდის პლასტიკური ქირურგია სიმსივნეს ნამდვილად იწვევს? კისტის მკურნალობა აუცილებელია? სიმართლეა თუ არა, რომ ბავშვის ძუძუთი გამოკვება დედისთვის სასარგებლოა? ამ კითხვებზე პასუხს ექსპერტები გაგცემთ.

რამდენად ხშირად (წელიწადში რამდენჯერ) შეიძლება მამოგრაფიის გაკეთება?

ყველაზე სწორი ინტერვალია – წელიწადში ერთხელ. ექიმმა საკონტროლო შემოწმება შეიძლება 6 თვის შემდეგ დაგინიშნოთ, თუ რაიმე ცვლილება შეამჩნია. ეს უსაფრთხოა. თანამედროვე ციფრული მამოგრაფიის შესწავლილას ნახეს, რომ ექსპოზიციური დოზა თვითმფრინავში სამსაათიან ფრენას უდრის.

მამოგრაფიის დროს მკერდის დაზიანება შეიძლება?

ზოგჯერ გამოკვლევა საკმაოდ მტკივნეულია. მამოგრაფიის დროს ლაბორანტმა ორიენტირება პაციენტის შეგრძნებებზე უნდა გააკეთოს. თუ დაჭერის დროს ძლიერი დისკომფორტი იქმნება, შეიძლება ინდივიდუალური რეჟიმის დადგენა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე აპარატურის და კომპეტენტური სპეციალისტის შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის დაზიანება შეუძლებელია.

თვიურის წინ ტკივილი რატომ გვაწუხებს?

თვიურის წინ ტკივილი, სარძევე ჯირკვლების „გამაგრება“ ჰორმონალური ფონის ციკლურ ცვლილებებს უკავშირდება. ციკლის მეორე ფაზაში პროგესტერონის ჰორმონი ჭარბობს, რაც ჯირკვლების შეშუპებას იწვევს. ეს კი თავის მხრივ კაფსულებსა და მყესებს აწვება და ტკივილს იწვევს. ნორმალურ პირობებში, მენსტრუაციის დაწყებისას ეს სიმპტომები ქრება.

კოკ-ის მიღების დროს ტკივილი რატომ იქმნება?

კოკ-ის (კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების) მოქმედების მექანიზმი ასეთია: საკვერცხეების ფუნქციის გამორთვა ხდება, შედეგად ორგანიზმში გარკვეული რაოდენობის ჰორმონები ხვდება. სარძევე ჯირკვლებისთვის ჰორმონალური ფონი იცვლება და ქსოვილებს ახალი პირობის შესაგუებლად დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, კონტრაცეპტივების მიღების დაწყებისას ტკივილი იქმნება.

რამდენად საშიშია ძუძუს კისტა? როგორ გავარკვიო, აუცილებელია თუ არა რადიკალური ჩარევა თუ შეიძლება დაკვირვება და არაფრის გაკეთება?

კისტა – ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, დისჰორმონალური მდგომარეობაა. ის შეიძლება იყოს მარტივი ან გამოხატული ანთებითი ნიშნებით: შიდა კედლებზე შეიძლება ავთვისებიანი წამონაზარდი გაჩნდეს. კისტის ზომას მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მრგვალია, ანთების უფრო დიდი ალბათობა არსებობს. დღესდღეობით ითვლება, რომ 2 სმ-ზე უფრო დიდი ზომის კისტას დაკვირვება სჭირდება და ზოგჯერ კისტის მოშორება აუცილებელია. თუ ექიმი გეუბნებათ, რომ კისტა უსაფრთხოა, ე.ი მან უკვე ულტრაბგერითი ეჰოსკოპიით შეამოწმა და დაინახა, რომ კედლები სუფთა, თხელი და ცვლილებების გარეშეა. შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, მაგრამ კონტროლი გეგმური შემოწმების დროს აუცილებელია.

რომელ სტადიაზეა აუცილებელი მასტოპათიის მკურნალობა და საჭიროა თუ არა?

მასტოპათიის დროს ექიმები ზოგჯერ კრემებს და მალამოებს ნიშნავენ. ისინი ნამდვილად მუშაობენ? თუ დიაგნოზის დასმის დროს ექიმმა სარძევე ჯირკვლებში ცვლილებები (დიდი კისტა) დაინახა, ბუნებრივია, ის მკურნალობას დაგინიშნავთ. თუ სპეციალისტი უხეშ პათოლოგიურ ცვლილებას არა, მაგრამ მცირე ირიბ გამოვლენას ხედავს, ამასთან პაციენტი უარყოფით შეგრძნებას არ უჩივის, ამ შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელი არაა. არსებობს სამკურნალო ნივთიერების შემცველი კრემები და მალამოები, რომლებიც სარძევე ჯირკვლების ქსოვილებში აღწევენ. მასტოპათიის დროს მათი ეფექტურობა დამტკიცებულია.

მასტოპათიის პროფილაქტიკის მეთოდები არსებობს?

ასეთი მეთოდები არსებობს:

  • თვითდაკვირვება;
  • მენსტრუაციული ციკლის რეგულაციის მხარდაჭერა;
  • დაბალანსებული კვება;
  • ნორმალური ძილი;
  • სტრესული სიტუაციის თავიდან აცილება
  • მამოლოგთან, გინეკოლოგთან და ენდოკრინოლოგთან რეგულარული გამოკვლევების ჩატარება;
  • ლაქტაცია 9 თვემდე;

შეგიძლიათ მარტივად ახსნათ, რა იწვევს მასტოპათიას?

მასტოპათია სარძევე ჯირკვლების შიდა სტრუქტურების დისჰორმონალური დარღვევაა. გენეტიკურად, სარძევე ჯირკვლებში ქსოვილების გარკვეული ურთიერთქმედება ჩადებულია, რომელიც დროთა განმავლობაში სხვადასხვა ჰორმონის ზემოქმედებით იცვლება. ჰორმონალურ ფონზე ქსოვილების ჰიპერზემოქმედების ან ჰიპერრეაქციის გამო წარმოიქმნება ფიბრობა, ან ელასტიკურობის დარღვევა. შედეგად კისტოზური ცვლილებები და ჰიპერლაზია ხდება. ეს ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს. მაგალითად, გოგოებში სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე შეიძლება სარძევე ჯირკვლების დარღვევა ჰქონდეთ. ხანდაზმულ ქალებშიც გვხვდება. ყველაზე ხშირად კი დიაგნოზს 20-დან 50 წლამდე ასაკის ქალებს უსვამენ.

მკერდზე რუჯის მიღება შეიძლება? მკერდის კანი ნამდვილად უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ზურგის?

სარძევე ჯირკვლის კანი ბევრად უფრო თხელი და მგრძნობიარეა, ვიდრე მაგალითად ზურგის კანი. განსაკუთრებით სახიფათოა პიგმენტური ლაქების მქონე კანის მზის პირდაპირ სხივებზე მიშვერა.

ჩვენთვის ცნობილია, რომ მამოგრაფია ჩვეულებრივ 40 წლის ასაკში ინიშნება

თუ პაციენტის ოჯახში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევა იყო, მამოგრაფიული გამოკვლევა 35 წლიდან ტარდება. ზოგჯერ მკერდზე საეჭვო წამონაზარდი ჩნდება, ამიტომ პაციენტი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოკვლევაზე გაუშვან. ბოლო რეკომენდაციით, პირველი მამოგრაფიული შემოწმება 35 წლის ასაკში ტარდება, თუ პათოლოგია არ შეიმჩნევა, მორიგი გამოკვლევა 40 წლის ასაკში ხდება.

დიფუზური მასტოპათია ძუძუთი კვების დროს ნამდვილად იკურნება თუ ეს მითია?

ხშირ შემთხვევაში ლაქტაციის დროს სპაზმოდიური მილები იხსნება, ამასთან მცირე ზომის კისტები თავისუფლდება. რძის მწარმოებელი ჯირკვლები თავის ბუნებრივ ფუნქციას ასრულებენ, ამით განვითარების ყველა ეტაპს გადიან და უფრო სტაბილურები ხდებიან. თუ სარძევე ჯირკვლებში უკვე გამოხატული კისტოზური პროცესია, ამან ნორმალურ ლაქტაციას შეიძლება ხელი შეუშალოს. წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში ლაქტაციის მედიკამენტებით შეწყვეტა აუცილებელი ხდება.

რით განსხვავდება კისტა ფიბროზული წარმონაქმნისგან?

კისტა – სითხით სავსე გარსია. ფიბროზული წარმონაქმნი მკვრივი ქსოვილია, რომელიც დამატებით გამოკვლევას საჭიროებს: ამ ტერმინის მიღმა რამდენიმე პათოლოგია იმალება.

მკერდის ასიმეტრია გავრცელებული ფენომენია. თუ ზრდასრულ ასაკში ჩნდება, ეს საშიშია?

თუ ასიმეტრია ზრდასრულ ასაკში გაჩნდა, ეს შეიძლება სარძევე ჯირკვლის ცალმხრივი შეშუპებით იყოს გამოწვეული. დაუყონებლივ ექიმს უნდა მიმართოთ. შეიძლება სუბიექტური შეგრძნება გქონდეს, როცა ასიმეტრია ადრე დიდად გამოხატული არ იყო და მას ვერ ამჩნევდით. წონის საერთო მატებისას, სარძევე ჯირკვლებიც ზომაში მატულობს და მათ შორის სხვაობა უფრო თვალსაჩინო ხდება.

არა სიმეტრიული, ნაწილობრივ ამობურცული სივრცე ერთი ძუძუს თავის გარშემო – ეს სახიფათო სიმპტომია?

ერთ მხარეს ამობურცული ძუძუს თავის მოვლენა სახიფათოა ნიშანია, რაც სარძევე ჯირკვლების საშიში პროცესზე მიგანიშნებთ. ამ დროს ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.

მკერდის თვითგამოკვლევა – ასე მოქცევა ღირს?

ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ამის ჩატარება ყოველთვე აუცილებელია. ზოგი ამბობს, რომ ეს სტრესის ზედმეტი მიზეზია და ადრეულ ეტაპზე ვერაფერს იპოვით.

ექიმების მოსაზრებები იყოფა. დღეს წარმატებული მკურნალობისთვის ავთვისებიანი პროცესის ადრეულ სტადიაზე, ანუ კლინიკურ გამოკვლევამდე აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.ამ შემთხვევაში მათ შემჩნევას მხოლოდ სპეციალისტის დახმარებით ისნტრუმენტული მეთოდის გამოყენებით შეძლებთ. თუმცა ეს პერიოდულად თვითშემოწმებას არ გამორიცხავს. ნებისმიერ შემთხვევაში მკერდის ცვლილებებთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან სწრაფად განვითარებადი პროცესები არსებობს. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ თვითგამოკვლევა ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის მეთოდს ვერ ჩაანაცვლებს!

ქალის ჯანმრთელობის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, რამდენ ხანს შეიძლება ძუძუთი კვების გაგრძელება? როდის უნდა შევწყვიტოთ?

სასურველია 9 თვიდან 1,5 წლამდე ძუძუთი გამოკვებოთ. უფრო ხანგრძლივად ძუძუთი კვება ქალის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ბავშვის ძუძუთი კვება ქალისთვის ნამდვილად სასარგებლოა?

დიახ, საქმე იმაშია, რომ სარძევე ჯირკვლების ეპითელიუმი ორსულობის, მშობიარობის და ლაქტაციის პერიოდში განვითარების ყველა ეტაპს გადის. ბოლო ეტაპზე უფრო სტაბილური და მუტაციებისგან დაცული ხდება.

პლასტიკური ქირურგია ძუძუს კიბოს რისკს ნამდვილად ზრდის? მართალია, რომ მკერდში იმპლანტების ქონისას დაივინგით დაკავება ან მუცელზე დაწოლა არ შეიძლება და თვითმფრინავით ფრენა სახიფათოა?

მამოპლასტიკის გაზრდით იმპლანტი კუნთის ქვეშ იდგმება, თავად ის ხელუხლებელი ხდება. შესაბამისად, მასზე იმპლანტს არანაირი გავლენა არ აქვს და ორგანიზმთან ზემოქმედებაში არ შედის. თუმცა უცხო სხეულის მიმართ ინდივიდუალური შეუწყნარებლობა არსებობს – ეს ქალების 4%-ში გვხვდება. ამან შეიძლება ანთება და გამკვრივება გამოიწვიოს. ამ გართულებას ქირურგიული გზით მკურნალობენ. სხვა ნეგატიური ზემოქმედება დადასტურებული არაა.

ბიუსჰალტერი სარტყელით თუ მის გარეშე – რომელი უფრო სასარგებლოა?

ეს არა ბიუსჰალტერზე, არამედ თქვენს შეგრძნებებზეა დამოკიდებული, თუ მკერდი მოჭერილი არ გაქვთ, მასში თავს კომფორტულად გრძნობთ, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება უსაფრთხო იყოს.

ახლა, ბევრი სინთეტიკური მასალის ბიუსჰალტერი იყიდება. რამდენად სახიფათოა მკერდისთვის?

კომფორტული ბიუსჰალტერი მკერდზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. თუ ის დისკომფორტს იწვევს, სარძევე ჯირკვლებს ჭიმავს, სისხლის მიმოქცევას არღვევს, ამან შეიძლება სტაგნაცია, ქსოვილების ფიბროზი და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ბიუსჰალტერი სწორად შეარჩიეთ. რა თქმა უნდა, სჯობს უპირატესობა ნატურალურ ქსოვილს მიანიჭოთ. ზოგიერთი სინთეტიკური მასალა ჰაერს არ ატარებს და „სათბურის ეფექტს“ ქმნის: კანი ხურდება და სარძევე ჯირკვლების შეშუპება ძლიერდება. ამან შეიძლება ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.

ამბობენ, რომ ბიუსჰალტერის ტარება სასარგებლო საერთოდ არაა, რადგან თასმები ზურგს და მხრებს ჭიმავს. ეს მართალია?

გავიმეორებ: თუ ბიუსჰალტერი სწორად შერჩეული გაქვთ, დატვირთვის გადანაწილება ხდება და ამ შემთხვევაში თასმები არაფერს ჭიმავს. თუ დიდი მკერდი გაქვთ, ბიუსჰალტერზე უარის თქმამ შეიძლება ხერხემლის გამრუდება, სკოლიოზი და განწყობის გაუარესება გამოიწვიოს. კომფორტული, სწორად შერჩეული, კარგი მასალის ბიუსჰალტერი ჯანმრთელობისთვის ყოველთვის სასარგებლოა.

ასაკთან ერთად ზოგიერთ ქალს მკერდი ეზრდება, ზოგს კი უმცირდება, რატომ? ამ პროცესზე გავლენის მოხდენა შეიძლება, რაზეა დამოკიდებული?

საქმე იმაშია, სარძევე ჯირკვლების შემადგენლობაში ცხიმოვანი უჯრედისია. სწორედ ამიტომ, თუ ქალი წონაში მატულობს, მას მკერდი ეზრდება, ხოლო დაკლების დროს მკერდი მცირდება. ეს მკერდის მოცულობის ცვლილების მთავარი მიზეზია. ამ პროცესზე გავლენას წონის მომატებით ან დაკლებით შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს