ფსიქოოგები ამტკიცებენ, რომ მღრღნელების შიში ერთნაირად აწუხებთ ორივე სქესის წარმომადგენლებს. სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აქვს დაუძლეველი მუსოფობია (თაგვების შიში). გამწვავებულ შემთხვევებში, დაავადებულებს ექიმები უნიშნავენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, უფრო მსუბუქ შემთხვევებში კი ხანგრძლივ ფსიქოთერაპიას, რომელიც მოიცავს ანტისტრესულ ღონისძიებათა რთულ კომპლექსს.
რა თქმა უნდა, თუ საკუთარ თავში სერიოზულ აშლილობაზე გაგიჩნდებათ ეჭვი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს. თუმცა, თუ საუბარი მხოლოდ ჩვეულებრივ რეაქციაზეა სახლში მღრღნელის გაჩენის დროს (ზიზღი, დაავადებული ცხოველის რისკი, ავეჯის განადგურება, მარაგის მოსპობა)? პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ სპეციალური მოწყობილობები ვირთხების დასაფრთხობლად. საუკეთესო მოწყობილობებზე სწორედ ამ სტატიაში ვისაუბრებთ.
ულტრაბგერითი
ადამიანის ყური ვერ აღიქვამს ულტრაბგერით რხევებს, რომელთა სიხშირეც ოც ათას ჰერცს აღემატება. ადამიანებისგან განსხვავებით, რუხი ვირთხებისა და შინაური თაგვების სასმენი აპარატი იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად იზრდება სიგნალის სიხშირე. ამერიკელი მკვლევარების მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ მღრღნელების სმენითი მგრძნობელობა 50 კგ.ჰერცს უდრის, რაც ადამიანის სმენით შესაძლებლობებს ორზე მეტჯერ აღემატება.
ულტრაბგერითი საფრთხობელა აღჭურვილია სპეციალური გარდამსახველით, რომელიც წარმოქმნის მაღალსიხშირიან რხევებს, რაც მავნებლებში მტკივნეულ და დისკომფორტის შეგრძნებებს იწვევს. ცალკეული მოდელები არამხოლოდ მძლავრ დეციბელებს გამოყოფს, არამედ გამოსცემს სიგნალებს, რომლებიც საფრთხის ბუნებრივ ხმებს ემსგავსება.
ერთი დიაპაზონიდან მეორეზე ავტომატურად გადართვისას (რათა ცხოველმა ვერ შეძლოს კონკრეტულ გამოსხივებასთან ადაპტირება), აპარატი, მაგალითად, ახდენს თაგვის ხაფანგში მოყოლილი თაგვის წივილის იმიტაციას, ან გამოსცემს იმ ხმებს, რომლებსაც გამოსცემენ ვირთხები კატის დანახვისას. ნებისმიერ შემთხვევაში, მავნებლები სახლს შორიდან შემოუვლიან, თუ იქ ასეთი საფრთხობელაა მოწყობილი.
ბგერითი
თუ მზად არ ხართ, მთელი დღე იყარაულოთ თაგვის სოროსთან, გამოიყენეთ ბგერითი საფრთხობელა. სხვადასხვა სიხშირის დიაპაზონის ბგერების გამოცემით, იგი აფრთხობს პატარა მავნებლებს და ინარჩუნებს თქვენი სახლის მთლიანობას. ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ, ხმაურიანი მუშაობის გამო, მისი გამოყენება შეუძლებელია ოფისსა და საცხოვრებელ სახლში. სამაგიეროდ, საწყობებში, სამრეწველო სარდაფებსა და ზამთრობით ცარიელ აგარაკებზე მასზე უკეთ ვერაფერი დაგიცავთ ვირთხებისგან.
ელექტრომაგნიტური
ამ მოწყობილობის მუშაობის პრინციპი ემყარება ელექტრომაგნიტური ველის ცვლილებას, რომელსაც ბიოლოგიურ ობიექტებზე დამთრგუნველი გავლენა აქვს. მისი მოქმედების რადიუსში მოხვედრის შემდეგ, მღრღნელები განიცდიან ტკივილისა და შიშის შეგრძნებებს, დეზორიენტირდებიან სივრცეში და მიისწრაფიან შენობის დატოვებისკენ.
ამ მოწყობილობის იმპულსი “დარბის” სახლშიდა სადენში, მოქმედებს ცარიელი აგურის წყობებში, აღწევს ტიხრების ნაპრალებში, “გარბის” კედლების პლინტუსებში, აიძულებს მღრღნელებს, პანიკურად დატოვონ სოროები. სასიამოვნო ბონუსი: ასეთი ელექტრომოწყობილობა მხოლოდ 5 ვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს.
კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევა
საფრთხობელების რეიტინგის შესწავლისას, ყურადღება მიაქციეთ კომბინირებულ მოდელებსაც, რომლებიც ითავსებს ულტრაბგერითი და ელექტრომაგნიტური მოწყობილობების მუშაობას. ასეთი მოწყობილობები ეკონომიური არაა, თუმცა თავის საქმეს “ფრიადზე” უმკლავდება. განსაკუთრებით რეკომენდებულია დიდი ოთახებისთვის.
თუმცა, ასეთი მოწყობილობების მუდმივი მოქმედება მავნებლების მოშორების დროს ორ თვემდე გაახანგრძლივებს. ლაბორატორიის თანამშრომლებმა დიდი ხნის წინ შენიშნეს, რომ საცდელი მღრღნელები საკვების გულისთვის ძლიერ ტკივილებსაც კი ითმენენ. ამიტომ, თუ ისინი საკვებს ვერ იპოვიან, 1 კვირაშიც გაქრებიან. დაელოდეთ რამდენიმე დღე, რათა დადებით შედეგში დარწმუნდეთ, და მხოლოდ ამის შემდე გამორთეთ მოწყობილობა.
დაბოლოს, დადგინდა, რომ ასეთი მოწყობილობები გარკვეულ დისკომფორტს უქმნის კატებსა და ძაღლებსაც. ამიტომ, დაინდეთ მათი ნერვული სისტემა და გაიყვანეთ იმ ოთახიდან, რომელშიც მოწყობილობის ჩართვას აპირებთ.