ეფექტური საშუალებები სააბაზანოდან კირის ნადების მოსაშორებლად

883

კირის ნადები ყველა ნესტიანი ოთახის პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურია სააბაზანოში. იგი ფარავს იატაკს, კედლებს, სანტექნიკას, მისი მოშორება კი საკმაოდ რთულია. შესაფერისი საშუალების შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ დაბინძურების ხარისხი და იმ ზედაპირის ტიპი, რომელზეც იგი გაჩნდა.

როგორ მოვაშოროთ კირის ნადები აბაზანას

აკრილის აბაზანა

  1. შეიძინეთ სპეციალური საშუალება აკრილის აბაზანის მოსავლელად. ჩვეულებრივ, ისინი გელის ან კრემის სახით იყიდება და საშუალებას გვაძლევს, ნაზად გავწმინდოთ დელიკატური ზედაპირი. ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ვერ უმკლავდება კირის ძველ ნადებს. სამაგიეროდ, მარტივად აშორებს ახალ წარმონაქმნებს, ამიტომ ასეთი საშუალების გამოყენება რეკომენდებულია რეგულარულად.
  2. გამოიყენეთ 9%-იანი სუფრის ძმარი. გაათბეთ იგი 40 გრადუსამდე, მუდმივად დაასველეთ ღრუბელი და დაამუშავეთ ხსნარით მთელი სითხე, დაელოდეთ 15-20 წუთით. კიდევ ერთხელ წაუსვით ძმარი ნადებს და კიდევ 5 წუთით გააჩერეთ. ჩამორეცხეთ წყლით.
  3. ლიმონმჟავა მრავალ საყოფაცხოვრებო პრობლემას ჭრის, არც კირის ნადებია გამონაკლისი. გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად, გახსენით 1 ს.კ. ნადები 0.5 ლ თბილ წყალში. მოსახერხებლობისთვის, ჩაასხით იგი შხეფის ბოთლში. შეაშხეფეთ ნადებს, დაელოდეთ 20 წუთში და ჩამორეცხეთ წყლით.

აკრილის აბაზანის დაზიანება შეუძლია

  • სარეცხ ფხვნილს;
  • ფორმალდეჰიდის, აცეტონისა და ფოსფორმჟავის შემცველ საწმენდ საშუალებებს;
  • მყარ ან მეტალის ჯაგრისებს.

მომინანქრებული თუჯის აბაზანა

ასეთი ნაკეთობის გაწმენდაში დაგეხმარებათ სპეციალური არააგრესიული სარეცხი საშუალებები, რომლებიც უნდა წაუსვათ ნადებს და 20 წუთით გააჩეროთ, შემდეგ კი ჩარეცხოთ გამდინარე წყლით. გამწვავებულ სიტუაციებში დაგეხმარებათ

  1. სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავს მჟაუნმჟავას, მათ შორის, Comet, Sarma, Bref. მჟავიანობის მაღალი დონის ხარჯზე, ისინი ეფექტურად აშორებს ნებისმიერ ლაქას და კლავს მიკრობებს.
  2. ორთოფოსფორული მჟავა – იაფი საშუალება აფთიაქიდან. სამაგიეროდ, იგი ძალიან ეფექტურად ებრძვის ჟანგისა და კირის ნადებს, მინანქრის დაზიანების გარეშე. იგი წყალთან 1:20 პროპორციით უნდა გააზავოთ. ხსნარში ჩალბობილი ღრუბელი წაუსვით ნადებს და ჩამორეცხეთ 10 წუთში.

ასეთი აბაზანის გაწმენდა დაუშვებელია ქლორის შემცველი სარეცხი საშუალებებით, მეტალის და მყარი ღრუბლების გამოყენებით.

ფოლადის აბაზანა

საყოფაცხოვრებო ქიმია

  • L.O.C (Amway) – ეფექტური სარეცხი საშუალებაა, დამზადებული ლიმონმჟავაზე. ერგება პლასტმასისა და კერამიკის ზედაპირებს, აბაზანებსა და საშხაპე კაბინებს. არ შეიცავს აბრაზიულ ნივთიერებებს.
  • Cillit Bang – პოპულარული საშუალება, რომელიც მჟაუნმჟავას შეიცავს. შემადგენლობაში არ აქვს ქლორი, რეკომენდებულია აკრილის, ქლორის, ფაიფურისა და ქაშანაურის თიხის ნაკეთობების გასაწმენდად. იდეალურად წმენდს შავ კაფელს – არ ტოვებს წყლის ლაქებს.

  • აკრილანი – სპეციალური ქაფი აკრილის და მომინანქრებული აბაზანების გასაწმენდად. იდეალურია მოქრომილი შემრევებისა და კერამიკული ნაკეთობების გაწმენდისთვისაც.
  • ექსპრეს-გელი – მძლავრი გამწმენდი, რომელიც არაორგანულ მჟავას შეიცავს. მარტივად უმკლავდება ძველ კირის ნადებს, ჟანგს. დასაშვებია კაფელის, მომინანქრებული აბაზანების, უნიტაზებისა და ხელსაბანების გასაწმენდად.
  • Сomet გელი სააბაზანოსთვის – აშორებს ნებისმიერი სირთულის დაბინძურებას, კლავს ბაქტერიებს, ხელს უშლის მინერალური ნადების გაჩენას.

ხალხური საშუალებები

  • სოდა. წყლის დამატებით მიიღეთ პასტა სოდისგან. წაუსვით მზა მასა ზედაპირს და გააჩერეთ 10 წუთით. ამ დროში, თანაბრად შეურიეთ ძმარი და მათეთრებელი ეფექტის ფხვნილი. მიღებული ხსნარი მოასხით ნადებს და 40 წუთში აბაზანა ჩამორეცხეთ წყლით.

  • წყალბადის ზეჟანგი. შეურიეთ ნიშადურის სპირტს 1:2 პროპორციით. შემადგენლობა წაუსვით მშრალ ზედაპირს, ძლიერად დაბინძურებულ ადგილებზე დააფინეთ ხსნარში ჩალბობილი ხელსახოცი. ჩამორეცხეთ 30 წუთში.
  • Белизна. შესანიშნავად ათეთრებს ძველი თუჯის აბაზანებს. მინანქარი დაამუშავეთ ამ საშუალებაში ჩალბობილი ღრუბლით, გააჩერეთ 20 წუთით და ჩამორეცხეთ წყლით.

როგორ მოვაშოროთ კირის ნადები სააბაზანოს სხვადასხვა ზედაპირს

კაფელი, კერამიკული ფილები

  • მელამინის ღრუბელი – ახალი გამოგონება, რომელიც ნებისმიერ დაბინძურებას საწმენდი საშუალებების გამოყენების გარეშე ჩამოწმენდს.
  • აბრაზიული ფხვნილი – გააზავეთ წყალთან ფაფისებრ კონსისტენციამდე. მიღებული ფაფა ღრუბლის გამოყენებით წაუსვით ნებისმიერ კირის ნადებს.
  • მარილმჟავას შემცველი სარეცხი საშუალებები – აშორებს კირის ნარჩენებს 5 წუთში. ეფექტურია ფილებს შორის ნაკერებში ობის მოსაშორებლადაც.

შუშა

  • ნიშადურის სპირტი – გააზავეთ წყალთან 1:2 პროპორციით, თუ ზედაპირი ძლიერადაა დაბინძურებული. მცირე ჭუჭყზე -1:5 თანაფარდობა საკმარისია.
  • ფანჯრების საწმენდი სპეციალური საშუალება.
  • ძმარი – სარკე და შუშა იწმინდება ძმარში ამოვლებული ბამბის ქსოვილით და უნდა გაშრეს მიკრობოჭკოვანი ხელსახოცით.
  • მელამინის ღრუბელი.

  • ლიმონმჟავას ხსნარი (1 ს.კ. 250 მლ თბილ წყალზე). იდეალურია საშხაპე კაბინის კარების გასაწმენდად. ჩამორეცხეთ 10-15 წუთში.

მეტალის ელემენტები

  • სპეციალური სარეცხი საშუალება მოქრომილი ზედაპირების გასაწმენდად.
  • სოდის, წვრილი მარილისა და წყლის ნაზავი. მბზინავი ელემენტები დაამუშავეთ ამ შემადგენლობით და ჩამორეცხეთ წყლით.
  • ძმარი გაათბეთ 40 გრადუსამდე და შეაშხეფეთ მოქრომილ ზედაპირებს. ჩამორეცხეთ წყლით და გაამშრალეთ მშრალი ხელსახოცით.

პლასტმასის დეტალები

  • ეს მასალა კარგად იწმინდება ფანჯრების საწმენდი სითხით.
  • 2:1 თანაფარდობით შეურიეთ ძმარი და წყალბადის ზეჟანგი. წაუსვით საშუალება პლასტმასს და დაელოდეთ 20 წუთით. ჩამორეცხეთ წყლით.

კირის ნადებთან, როგორც სხვა ნებისმიერ პრობლემასთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია დროული ჩართვა. უმჯობესია, ნადები მაშინვე მოწმინდოთ და არ დაუშვათ დაგროვება. თუ რთული დაბინძურების ამოყვანაა საჭირო. მოიკრიბეთ მოთმინება – შეუძლებელი არაფერია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს