ყვავილების მოვლამ გამიტაცა და რამდენიმე მშვენიერი მებაღეც გავიცანი. კომპიუტერის საძიებო სისტემაში ჩავწერე „ნემსიწვერას ყვავილობა სახლის პირობებში“, ხოლო შედეგად გამოცდილი ფლორისტების ბლოგები ვიპოვე. მათ ბევრი რამ მასწავლეს.
რატომ ნემსიწვერა? ამ მშვენიერი ქოთნის გარეშე ჩემი ბინა ვერ წარმომიდგენია! მახსოვს, როგორ ზრდიდა ბებია ფერადი ყვავილების ქოთნებს სამზარეულოს რაფაზე. აქ რას არ იპოვიდით: ვარდისფერი, წითელი, თეთრი, შინდისფერიც კი!
მართალია, ნემსიწვერა მუდმივად არ ყვავილობდა და მიზეზი მხოლოდ ახლა გავიგე.
ნემსიწვერას ყვავილობა სახლის პირობებში
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ იზრუნოთ ნემსიწვერაზე ისე, რომ პრაქტიკულად მთელი წელი ყვაოდეს.
ეს რჩევები ბევრ დიასახლისს დაეხმარება, რომ ამ მშვენიერი ყვავილების ხშირ ყვავილობას მიაღწიონ.
ნემსიწვერას მოვლა მარტივია. მზიან ფანჯრის რაფაზე, 12 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე თითქმის მთელი წელი ყვავის. მებაღეები მას უნივერსალურ დეკორს უწოდებენ, რადგან სხვადასხვა სახეობით ოთახის, სასტუმრო ოთახის, აივნის და კლუმბის მდიდრულად გაფორმება შეუძლია. ხანგრძლივი ყვავილობის დროს ყოველთვის სუფთად და ამინდის პირობების მიმართ მედგრად გამოიყურება.
ნემსიწვერასთვის უფრო კომფორტულია გვალვა, ვიდრე ჭარბი ტენიანობა, რის გამოც ფესვები ულპება. თუ ნიადაგის ძლიერ გამოშრობას დაუშვებთ, ყვავილები შეიძლება დაიკარგოს. თუ ოთახში სითბოა, ყოველდღე მორწყეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიადაგის ზედა ფენა კარგად გამოშრეს.
თუ გამოშრობას ვერ ასწრებს, კვირაში მხოლოდ 2–3–ჯერ მორწყეთ. ჭარბი მორწყვის ნიშნები დაუყონებლივ გამოჩნდება: დამჭკნარი, უსიცოცხლო ფოთლები, რომლებიც ზოგჯერ ობით იფარება.
უწყვეტი ყვავილობისთვის გამოცდილ მეთოდს უნდა მიმართოთ – მცენარის გამოკვება. მკაცრი „დიეტა“, როცა მცენარეს მკვებავი ნივთიერებები დიდხანს არ ყოფნის, ჩვეულებრივ დაავადებებს იწვევს, რადგან მცენარეს ბრძოლისთვის ძალა არ აქვს.
საფუარით გამოკვება
ყვავილობა მთელი წელი გაგრძელდება, თუ ამ ჯადოსნური ელექსირით გამოკვებავთ.
აი, შემადგენლობა: 2,7 ლ წყალი, 100 გრ საფუარი და ნახევარი ჭიქა შაქარი. სამლიტრიან ქილაში 2,6-2,7 დაყენებული, უქლორო წყალი ჩაასხით. თბილ წყალში საფუარი გახსენით და შაქართან ერთად წყლით სავსე ქილას დაუმატეთ. მარლა დააფარეთ და სითბოში გააჩერეთ, დრო და დრო შეანჟღრიეთ.
ხსნარი დუღილის დასრულებისას მზად იქნება. ამის შემდეგ 1 ჭიქა ხსნარი 10 ლ წყალში გახსენით და 1 ჭიქა საშუალებით ნემსიწვერა კვირაში ერთხელ მორწყეთ.
ნემსიწვერას სხვადასხვა მინერალები და ორგანული დანამატები ძალიან უყვარს. როცა ნემსიწვერა აქტიური ყვავილობის ფაზაში იმყოფება, აუცილებელია წყალს ფოსფორის და კალიუმის სასუქი დაუმატოთ. ამის წყალობით ნემსიწვერას ყვავილებს ყოველთვის ჯანსაღი და მოვლილი იერი ექნება. ასევე კარგია იოდის და წყლის ნარევი: 1 წვეთი იოდი 1 ლ წყალზე.
ფლორისტები გირჩევენ, რომ ნემსიწვერას ფოთლები ხახვის ფურცლების ნაყენით დანამოთ. ყოველი გამოკვების დროს ნიადაგს ხახვის ფურცლები დაუმატეთ.
ამ ვიდეოდან ნახავთ, თუ როგორ გამოკვებოთ და მორწყათ ნემსიწვერა ზაფხულში.
ამ ვიდეოში კი ნემსიწვერას გასაზრდელად სასარგებლო ინფორმაციას ნახავთ.
როგორც უკვე მიხვდით, სახლის პირობებში ნემსიწვერას აყვავება რთული საქმე არაა. უნდა გახსოვდეთ, რომ ზამთარსა და ზაფხულში ნემსიწვერას მოვლა ცოტათი განსხვავდება. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოთახის ლამაზმანი არ დაღუპოთ.
ჩემი დედა ნემსიწვერაზე უბრალოდ გიჟდება, ყვავილები სამზარეულოშიც, სასტუმრო ოთახშიც და აივანზეც აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რჩევების დახმარებით მწვანე ლამაზმანი უფრო ხშირად და უხვად იყვავილებს!