21-ე საუკუნეში, ჩვენ სულ უფრო მეტად ვართ დამოკიდებული იმ საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ხარისხზე, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში სიმყუდროვე და კომფორტი მოაქვს. ზოგიერთი მოწყობილობა, რომელთა გარეშეც ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა, დიდი სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ. დღეს paparazzi.ge-ს რედაქცია გაგიზიარებთ გამოცდილებას სუფთა ნივთების მოსახერხებელ დაუთოვების შესახებ. ალბათ, საჭირო არაა იმის თქმა, რომ ხარისხიანი უთოს ქონა ნამდვილად აუცილებელია.
როგორ მასალასაც შეარჩევთ, ისეთი ხარისხის დაუთოვებულ ტანსაცმელს მიიღებთ, რადგან სწორედ უთოს გახურებულ ზედაპირთან კონტაქტით მიიღება ლამაზად დაუთოვებული ქსოვილი.
მოდით, განვიხილოთ, რომელი ზედაპირია საუკეთესო.
- თუ დაუთოვების პროცესი დიდ ენერგიას მოითხოვს, უთოს მალე გვერდით გადადებთ. რაც უფრო დიდია ხახუნის ძალა, მით უფრო ცუდია სრიალის მაჩვენებელი და უფრო რთული იქნება დაუთოვებაც.
- მნიშვნელოვანია, რომ ქსოვილზე არ დარჩეს მოელვარე, დამდნარი მონაკვეთები, ზედაპირს არ მიეკროს ძაფები.
- აუცილებელია, რომ უთოს ზედაპირი თანაბრად გახურდეს. ასე ქსოვილი სწრაფად დაუთოვდება და დეფექტსაც არ დატოვებს.
- საჭიროა, რომ უთოს ზედაპირმა დიდხანს გაძლოს და პრაქტიკულიც იყოს.
- ზედაპირი უნდა უძლებდეს დაზიანებებს (კონტაქტისას, შესაძლებელია პლასტმასის ელემენტების დადნობა, მეტალის ნივთები კი ტანსაცმელზე ნაკაწრებს დატოვებს.
- იგი შედარებით გამძლე უნდა იყოს (მაგალითად, დავარდნისას).
- მოსავლელადაც მარტივი უნდა იყოს (დაუთოვების დასრულების შემდეგ, ჭუჭყი მარტივად რომ მოშორდეს).
საუკეთესო ზედაპირები უთოსთვის
ალუმინი
ყველაზე ეკონომიური ვარიანტია. მისი დადებითი მხარეებია გახურებისა და გაგრილების მაღალი სიჩქარე, სიმსუბუქე, დაბალი ფასი.
უარყოფითი მხარეები: კორპუსზე სწრაფად ჩნდება ნაკაწრები, რომლებიც სამომავლოდ მეპატრონეს სიცოცხლეს უნადგურებს, ედება ქსოვილის ძაფებს. ამის გამო, უარესდება ზედაპირის თვისებები, მცირდება მოცურების მაჩვენებელი, ჩნდება ჭუჭყი და სხვა უსიამოვნებები.
ასეთ ზედაპირებს წარმატებით იყენებენ Philips და Azur Excel Plus.
უჟანგავი ფოლადი
ყველანაირად კარგი ზედაპირია: ქსოვილზე კარგად ცურავს, ზედაპირი თანაბრად ხურდება, უძლებს მექანიკურ დაზიანებებს, დიდხანს ძლებს, საკმაოდ იაფია, მარტივად იწმინდება. მისი უარყოფითი მხარეა კორპუსის სიმძიმე და დიდი დრო გაცხელებამდე.
მას წარმატებით უშვებენ კომპანიები: Rowenta, Philips, Siemens, Braun, Bosch.
მწარმოებლები ცდილობენ, ერთმანეთს აჯობონ, ამიტომ სულ უფრო ინოვაციურ ზედაპირებს იგონებენ, ეძებენ ახალ დანამატებს, ატარებენ ცდებს. ყოველწლიურად ჩნდება სამუშაო ზედაპირების ახალ-ახალი, უფრო გამძლე და კომფორტული ვარიანტები.
კერამიკული და მეტალოკერამიკული ზედაპირები
კერამიკული ზედაპირები მიიღება ალუმინის ან ფოლადის კონსტრუქციაზე არაორგანული მინერალური მასალების დამატებით. იგი განსხვავდება თავისუფარი სრიალით ქსოვილზე, თანაბარი გახურებით, დაუთოვების მაღალი ხარისხითა და ეკონომიური ფასით. ზედაპირი მარტივად იწმინდება – ღრუბლითა და წყლით.
მას აქვს ორი უარყოფითი მხარე – მასალის სიმყიფე და ტანსაცმლის მეტალის ელემენტებთან შეხებისას ნაკაწრების რისკი, რის შემდეგაც, დასაუთოვებელ ზედაპირს, პრაქტიკულად, ვერ აღადგენთ.
კერამიკული პლატფორმა ძლიერდება მასალაში სხვადასხვა მეტალის დამატებით: ქრომი (აქვს მსუბუქი მოცისფრო ელფერი), ნიკელი (მოყვითლო-მოოქროსფრო გადაღვრა), ან სხვა მეტალების შენადნობი. ასეთი კონსტრუქცია უკეთაა დაცული დაზიანებებისგან და სწორედ მას ეწოდება მეტალოკერამიკა, რომელიც აქტიურად გამოიყენება უთოს ზედაპირების დასამზადებლად.
ყველაზე ხშირად, ასეთ ზედაპირებს ვხვდებით კომპანია Tefal-ის წარმოებით, Ultragliss Diffusion, Supergliss Actiff ნიშნევმა კი ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა. ამ უთოებზე ამბობენ, რომ ისინი უბრალოდ დაფრენენ ქსოვილის ზედაპირზე და ასაუთოვებლად ყველაზე რთულ ქსოვილებს წამებში ატკიცინებენ.
ანალოგიურ ნაკეთობებს აწარმოებს კომპანია Siemens, Braun-ი კი Saphir კერამიკის ზედაპირით, აგრეთვე, Rowenta, Philips.
ტიტანის ზედაპირი
უთო ზეგამძლე ტიტანის ზედაპირებით ბაზარზე ყველაზე უფრო ძვირადღირებულია. ყველა დანარჩენი მახასიათებელი იმდენად აღმაფრთოვანებელია, რომ მის ფასზე თვალი უნდა დახუჭოთ და სწორედ ეს ვარიანტი შეიძინოთ.
მინანქრიანი ზედაპირი
ხახუნის შესამცირებლად და ზედაპირის სრიალის გასაუმჯობესებლად, ზოგიერთ უთოს მინანქრიანი საფარი აქვს. ასეთი ზედაპირი მარტივად იწმინდება, ნაკლებად იგროვებს ნადებს, კარგად სრიალეს ქსოვილზე, თუმცა დიდხანს არ ძლებს – ყოველ მოსახერხებელ შემთხვევაზე ჩნდება ნაკაწრები და დამცავი ზედაპირის აქერცლვა.
durilium ზედაპირი
მეცნიერთა ბოლო აღმოჩენაა დურილიუმის საფარი. მარკეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია.
ეს საფარი მოიაზრებს ორი მასალის – კერამიკისა და შუშის ნაერთს. კერამიკა ამ მოდელს წვრილი დეტალების დაუთოვების თვისებას ანიჭებს, შუშის არსებობა კი დადებითად მოქმედებს გაცხელების სისწრაფეზე – ეს თითქმის დაუყოვნებლივ ხდება, თუმცა, ასეთი ნაერთი გამძლე არაა, რადგან შუშას მყარ კომპონენტად ვერ ჩავთვლით.
კომპოზიტური ზედაპირი
ასეთი ნივთიერებები უთოს ზედაპირის მასალას საუკეთესო გამძლეობას ანიჭებს. კომპოზიტური უთო ყველაზე გამძლეა მექანიკური დაზიანებებისადმიც. მასალა იმდენად გამძლეა, რომ არ ზიანდება მეტალის დეტალებთან შეხებისას. აქვს შესანიშნავი სრიალის მაჩვენებელი.
ერთადერთი უარყოფითი მხარე მაღალი ფასია.