17 ბუდისტური მუდრა, რომლებიც, რატომღაც, მართლა მოქმედებს! ყველა პრობლემის გადაჭრა ნელა, თუმცა მარტივად

1342

მუდრა – ეს უნიკალური პრაქტიკაა, რომელიც იოგაში დაწვრილებითაა შემუშავებული. ფაქტობრივად, ეს ხელის თითების განსაკუთრებული მდგომარეობაა. მუდრის სწორად შესრულების შემთხვევაში, თქვენ გარშემო არსებული ენერგიები, ასევე, თქვენი საკუთარი ენერგიაც, ჰარმონიაში მოდის.

მუდრა ჭეშმარიტად ჯადოსნურად ცვლის ცხოვრების ხარისხს. ისინი გვეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ფინანსური კეთილდღეობის გაძლიერებაში. მუდრები ხელს უწყობს პიროვნების ყველა ასპექტის ჰარმონიულ განვითარებას, იქნება ეს ფიზიკური, გონებრივი თუ მორალური.

მუდრები მარტივად სრულდება ნებისმიერ მდგომარეობაში. შეგიძლიათ, ისე მოეწყოთ, როგორც კომფორტულად იგრძნობთ თავს – იჯდეთ, იწვეთ, იდგეთ. საუკეთესო ეფექტისთვის, დახუჭეთ თვალები და კარგად მოდუნდით.

იოგას პრაქტიკა

1. ანჯალი-მუდრა

ამშვიდებს ფიქრების დინებას და გვეხმარება კონცენტრირებაში. ხელის შეერთებული გულები მიიდეთ მკერდთან. ცოტათი დახარეთ თავი და კონცენტრირდით კარგზე.

2. ახამკარა-მუდრა

გაგაძლიერებთ შიშისა და მოკრძალების დროს. დიდი თითის ზედა ფალანგა მიადეთ საჩვენებელი თითის შუა ფალანგს. მტევანი მოდუნებული უნდა იყო.

3. ბხუდი-მუდრა

აღადგენს ორგანიზმში სითხის ბალანსს. ნეკა თითისა და დიდი თითის დაბოლოებები შეაერთეთ. დანარჩენი თითები შეძლებისდაგვარად მოადუნეთ.

4. ბრიხასპატი-მუდრა

სწორად მიმართავს ენერგიას, რომელიც პასუხს აგებს სირთულეების გადალახვაზე. შეაერთეთ საჩვენებელი თითები და გაშალეთ. დანარჩენი თითები ერთმანეთს გადაალაგეთ.

5. დხიანი-მუდრა

აბალანსებს აზროვნებას და ათავისუფლებს გონებას ზედმეტი ფიქრებისგან. მარცხენა ხელის გული დაადეთ მარჯვენას. დიდი თითების ბალიშები შეაერთეთ.

6. განეშა-მუდრა

აძლიერებს სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს. შეაერთეთ ხელები ისე, რომ მარჯვენა ხელის ზურგი გარეთ აღმოჩნდეს. მიიდეთ ხელები გულთან.

7. გიან-მუდრა

ხელს უშლის თავის ტკივილების გაჩებას, გათავისუფლებთ უძილობის, დეპრესიის, აპათიისგან. შეაერთეთ საჩვენებელი და დიდი თითის დაბოლოებები. დანარჩენი სამი თითი მოადუნეთ.

8. ხაკინი-მუდრა

აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას. შეაერთეთ ორივე ხელის თითების დაბოლოებები. დიდი თითები ჩამოუშვით ისე, რომ რგოლი გამოვიდეს.

9. ხრიდაია-მუდრა

ამცირებს მოზღვავებულ ემოციებს. საჩვენებელი თითის ზედა დანაყოფი შეახეთ დიდი თითის ქვედა დანაყოფს. შეაერთეთ შუა, დიდი და არათითები. ნეკა გაასწორეთ და ასე დატოვეთ.

10. კალეშვარა-მუდრა

აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, ამშვიდებს აგზნებულ მდგომარეობაში. შეაერთეთ დიდი და შუა თითების ბოლოები. დანარჩენი თითები მოხარეთ შიდა მხარეს.

11. ლინგა-მუდრა

აძლიერებს იმუნიტეტსა და ორგანიზმი დამცავ ძალებს. შეაერთეთ ხელის გულები, გადააჯვარედინეთ თითები. დატოვეთ ერთ-ერთი დიდი თითი გარეთ, მეორე ხელის დიდ და საჩვენებელ თითებს შორის.

12. მატანგი-მუდრა

დადებითად მოქმედებს ყველა შინაგანი ორგანოს ჯანმრთელობაზე. წამოწიეთ ხელის გულები მზის წნული და შეაერთეთ. გაასწორეთ შუა თითები და შეატყუპეთ. მთელი ყურადღება გადაიტანეთ სუნთქვაზე.

13. უშას-მუდრა

პასუხს აგებს ჰორმონალურ ბალანსზე. შეაერთეთ თითები ისე, რომ მარჯვენა ხელის დიდი თითი ზემოდან აღმოჩნდეს, მარცხენა ხელის დიდ თითზე.

14. ვაჯრაპრადამა-მუდრა

გმატებთ საკუთარი ძალების თავდაჯერებულობას. მოათავსეთ ორივე ხელბი ხელის გულებით თქვენკენ, შეაერთეთ თითები. დიდი თითები გაასწორეთ და მოადუნეთ.

15. ასთმა-მუდრა

სასარგებლოა მათთის, ვისაც ასთმა და სხვა რესპირატორული დაავადებები აწუხებს. მოხარეთ ხელის შუა თითები ისე, რომ ისინი ერთმანეთს ფრჩხილებით ეხებოდეს. დანარჩენი თითები გაასწორეთ.

16. ბრონხი-მუდრა

დადებითად მოქმედებს სასუნთქ გზებზე. დაადეთ ნეკა თითი დიდი თითის ძირს. არათითი მიადეთ დიდი თითის შუა დანაყოფს. შუა თითი დიდი თითის დაბოლოებას მიადეთ. საჩვენებელი თითი გაასწორეთ.

17. შანმუხკი-მუდრა

ათავისუფლებს გონებას და ამშვიდებს გრძნობებს. საჩვენებელი თითებით დაიფარეთ თვალები. შუა თითები დაიდეთ ნესტოებთან. არათითი მოათავსეთ ზედა ტუჩზე, მისი შესრულებისას ყურადღება შიდა სამყაროზე. საკუთარი თავისკენ უნდა იყოს მიმართული.

შეასრულეთ თითოეული სავარჯიშო არანაკლებ 1 წუთის განმავლობაში. სასურველია მუდრის შენარჩუნება მაქსიმალურად დიდხანს, თუმცა ეფექტის მისაღებად, ამ პრაქტიკას თანდათან უნდა შეეგუოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს