როგორ მოვაშოროთ ქვაბს ნადუღი სახლის პირობებში

1140

ქვაბები, ტაფები და ჩაიდნები სამზარეულოში ჩვენი მთავარი დამხმარეებია. თითოეული მზრუნველი და გამოცდილი დიასახლისი ცდილობს, სამზარეულო ოთახი მუდმივად მოწესრიგებული და სუფთა ჰქონდეს. დღეს რთულია ჩვენი ცხოვრების წარმოდგენა ყოველდღიური მომზადების, ხარშვის, დუღილის ან გემრიელი ჩაის სმის გარეშე. თუმცა, ყველაზე კარგ განწყობასაც კი აფუჭებს უმნიშვნელო ლაქა ან, რაც უფრო საშინელებაა, ნადები. იგი ნებისმიერ ჭურჭელზე ჩნდება და ამაში წყალია დამნაშავე. ჩვეულებრივ, მწარმოებელსა და მასალას, რომლისგანაც ჭურჭელია დამზადებული, მნიშვნელობა არ აქვს, როცა ჩაიდანში ან ქვაბში წყალი დუღდება.

დღეს ჭურჭლის ნადებისგან გაწმენდა უამრავი ქიმიური თუ ხალხური საშუალებითაა შესაძლებელი. უბრალოდ უნდა განსაზღვროთ, რა მასალისგანაა დამზადებული ჭურჭელი.

საყოფაცხოვრებო ქიმიას დიასახლისები გასაგები და დიდი სიფრთხილით უდგებიან. სხვა საქმეა ხალხური ტრადიციები და მეთოდები, რომლებიც სიმარტივითა და მოსახერხებლობით გამოირჩევა.

როგორ მოვაშოროთ ნადები ქვაბს

ნადების მოსაშორებლად პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მასალის განსაზღვრა. რამდენადაც ალუმინის და მომინანქრებული ზედაპირები არამხოლოდ მახასიათებლებით, თვისებებითა და მოვლის თავისებურებებით, არამედ წმენდის შეზღუდვებითაც განსხვავდება. როგორც მეტალები განსხვავდება ერთმანეთისგან, ისე განსხვავდება მათი წმენდის საშუალებებიც.

ხახვი ეფექტურად აშორებს ნადებს ალუმინის ქვაბს. წინასწარ გააცალეთ კანი, თუ არ გინდათ, რომ ჭურჭელს ფერი შეეცვალოს. ხახვი გაჭერით ორად და მოხარშეთ ერთი საათით.

სილიკატური წებოსა და კალცინირებული სოდის ნარევი უნდა ადუღოთ წყალში 1 საათის მანძილზე. პროცედურის დასრულების შემდეგ, კარგად გარეცხეთ ჭურჭელი. ეს საშუალება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია.

თუ კბილის ფხვნილს ჭურჭლის სარეცხ საშუალებას შეურევთ და ქვაბების ან ჩაიდნის კედლებზე 24 საათით გააჩერებთ, ეფექტი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

ყველა დიასახლისი იპოვის სახლში ძმარს. 100 მლ ძმარმჟავა ჩაასხით წყლით სავსე ქვაბში და ადუღეთ ხსნარი ნელ ცეცხლზე. როგორც კი ნადები გაიხსნება, საგულდაგულოდ გარეცხეთ ქვაბი. გამოიყენება უჟანგავი ფოლადისა და ალუმინის ნაკეთობებისთვის.

კიდევ ერთი ნაცადი სასუალებაა სოდა. 1 ლ წყალზე დაგჭირდებათ 100 გ სოდა და 30-წუთიანი დუღილი. მეთოდი გამოიყენება უჟანგავი ფოლადის და მიმანქრიანი ჭურჭლის გასაწმენდად.

გაზიანი სასმელები “კოკა-კოლა” და “ფანტა” დიდი ხანია ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი დამხმარეები სამზარეულოში. ისინი ნადებთან ბრძოლაშიც არ გიღალატებთ. ბოთლის შიგთავსი ჩაასხით ქვაბში, აადუღეთ და დააყენეთ ჭურჭელში 10-12 საათით, თუ ნადები მცირე და უმნიშვნელოა.

ათწლეულებით გამოცდილი საშუალება ჭურჭლის ნადების წინააღმდეგ გახლავთ კარტოფილის ნათალები. დაასხით მათ ცოტაოდენი წყალი და ხარშეთ 15-20 წუთით. სურვილისამებრ, კარტოფილის ნათალები ჩაანაცვლეთ ვაშლის ნათალებით. გამოდგება მხოლოდ მინანქრიანი ჭურჭლის გასაწმენდად.

ხანგრძლივი დუღილის გარეშე, ნადებს მოაშორებს ლიმონის მჟავაც. 20 გ ლიმონმჟავისა და 1 ლ წყლის ხსნარი უბრალოდ აადუღეთ. შემდეგ გააჩერეთ ხსნარი ქვაბში 30 წუთით – ასე ყველაზე სქელი ნადებიც კი დაიშლება და მოშორდება. გამოიყენება უჟანგავი ფოლადისა და ალუმინის ჭურჭლის გასაწმენდად.

ზედმეტად დაგროვილი ნადები საყოფაცხოვრებო საპნითაც მოშორდება. წვრილად დახეხეთ იგი და 15 წუთით ხარშეთ ნელ ცეცხლზე.

ქვაბს გაწმენდს ნახშირიც. დანაყულ აბებს ნელ-ნელა დაასხით წყალი ისე, რომ მასას კრემისებრი კონსისტენცია ჰქონდეს. კრემი წაუსვით ჭუჭყს და ჩამორეცხეთ 15 წუთში. გამოგადგებათ უჟანგავი ფოლადის ნაკეთობისთვის.

კიდევ ერთი იაფი საშუალება ჭურჭლის ნადებისგან გასაწმენდად გახლავთ მარინადი, რომელიც კიტრისა და პომიდვრის მწნილისგან მოგრჩათ. ადუღეთ გასაწმენდ ქვაბში არანაკლებ 2-3 საათით. გამოდგება ალუმინის და მინანქრიანი ჭურჭლის გასაწმენდად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს