ყველაზე ეფექტური საშუალებები საშხაპე კაბინის კირის ნადებისგან გასაწმენდად

1282

ბოლო წლებში, საშხაპე კაბინები სულ უფრო მეტად იხვეჭს სახელს. ეს გასაკვირი არცაა, რამდენადაც ასეთი სანტექნიკა მოსახერხებელი, მოდური და ნაკლებად მასიურია.

თუმცა, საშხაპე კაბინის გამოყენებას ახლავს ერთი უსიამოვნება – კირის ნადების გაჩენა. ამა თუ იმ საწმენდი საშუალების შერჩევამდე, გაითვალისწინეთ ნაკეთობის სხვადასხვა დეტალის მასალა, რათა წმენდისას ისინი არ დაზიანდეს.

დღესდღეობით ცნობილია ათობით სხვადასხვა საწინააღმდეგო და პროფილაქტიკური საშუალება მარტივი და რთული დაბინძურებისთვის. ისინი იყოფა საყოფაცხოვრებო ქიმიურ და ხალხურ ტრადიციულ რეცეპტებად.

რა თქმა უნდა, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ კაბინას რეგულარულად გაწმენდთ და არ დაელოდებით კირის “შეტევას”. რეგულარული წმენდა 10-15 წუთს წაგართმევთ, გეხმარებათ პირველადი იერის, სიმკვეთრისა და მიმზიდველობის შენარჩუნებაში. კირის ნადებისა და მასთან შემდგომი ბრძოლის თავიდან ასაცილებლად, არსებობს პროფილაქტიკური საშუალებებიც. რეკომენდებულია, კაბინა ყოველდღე გაწმინდოთ. ყოველ ჯერზე, შხაპის მიღების შემდეგ, ჩამორეცხეთ იგი ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით. შემდეგ ყველა დეტალი გაწმინდეთ რბილი მშრალი ქსოვილით.

პროფესიონალური საწმენდი საშუალებები და საყოფაცხოვრებო ქიმია

ყველაზე პოპულარული და ნაცადი საშუალებებია:

  • “აკრილანი” – უსიამოვნო სუნი აქვს, განსაკუთრებით გამოსადეგია აკრილის ნაკეთობების საწმენდად;
  • “Cilit” მოითხოვს განსაკუთრებით მოპყრობას და დაუშვებელია ალუმინისა და ნატურალური ქვის საწმენდად;
  • “Tilex” გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნებით, რთული დაბინძურების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. მარტივად უმკლავდება ცხიმს და არ მოითხოვს ჩამორეცხვას. აქვს ქლორის მძაფრი სუნი;
  • “Cif” ხშირად გამოიყენება აკრილის საწმენდად. მარტივად ათეთრებს და აქრობს ჟანგს;
  • “სანელიტი” – წმენდს აკრილის ზედაპირებს. გამოირჩევა მკვეთრი, სპეციფიკური სუნით.

პროფესიონალურ სამწენდებს არც ტრადიციული ხალხური მეთოდები ჩამორჩება. ამ რეცეპტების დიდი ნაწილი ბუნებრივი კომპონენტებისა და ხელთ არსებული საშუალებებისგან შედგება.

როგორ გავწმინდოთ კაბინა ხალხური საშუალებებით

კირის ნადებს საგრძნობლად მოაშორებს ძმარი. 2 ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 ჭიქა ძმარი. ხსნარი შეაშხეფეთ მთელ ზედაპირს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დაბინძურებულ მონაკვეთებს. ხსნარის შეწოვისა და მოქმედებისთვის, გააჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ ჩამორეცხეთ.

ჩვარი ჩაალბეთ 1:1 ხსნარში და რამდენიმე საათით გააჩერეთ ზედაპირზე – ასე ძლიერ და რთულ ნადებს მოაშორებთ.

კირის ნადებს, როგორც ცალკეულად, ისე სოდასთან ერთად, ხშირად წმენდენ ლიმონმჟავით. 100 გ ლიმონმჟავისა და 0.5 ლ წყლის ხსნარი 10-15 წუთით გააჩერეთ ნადებზე და ჩამორეცხეთ წყლით. ანალოგიური საწმენდი ეფექტი აქვს ლიმონმჟავასა (20-30 გ) და სოდის (არაუმეტეს 20 გ) ნარევს.

კბილის პასტა ხშირად გამოიყენება აკრილის ან მინანქრიანი პადონების გასათეთრებლად. აქ მოქმედების პრინციპი დიდად არ განსხვავდება. თხლად წაუსვით კბილის პასტა დაბინძურებულ ადგილს, რამდენიმე წუთში მოაშორეთ ღრუბლით.

ხანმოკლე დროში, ნადებს დაარბილებს და გახსნის წყალბადის ზეჟანგიც. ხსნარი არ უნდა შეაშხეფოთ, უბრალოდ წაუსვით ნადებს ჩალბობილი ქსოვილი.

კირი შუშაზე

ხშირად, კაბინის კედლები და კარები შუშისგანაა დამზადებული. ისინი მარტივად ირეცხება და ამისთვის ჩვეულებრივი ფანჯრების საწმენდი სითხე გამოგადგებათ. განსაკუთრებით პოპულარულ სასუალებებს შორის გამოარჩევენ “Cif”-ს, “სანელიტსა” და “მისტერ მასქლს”.

ხალხური საშუალებებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ლიმონმჟავა.

საშხაპე კაბინის მოვლა: ზოგადი რეკომენდაციები

თავიდან, საშხაპე კაბინა გამოირჩევა სილამაზით, სიმკვეთრით, მოდური გადაწყვეტილებით, მოხერხებულობითა და მრავალფუნქციურობით. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ისინი საწყის იერს კარგავენ. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, გაჩნდა საერთო წესები და რეკომენდაციები, რომელთა დაცვითაც მარტივად შეძლებთ ამ ავეჯის სიცოცხლის გახანგრძლივებას.

  • რეგულარული წმენდა აქციეთ ყოველდღიურ, აუცილებელ რიტუალად (ცხელი წყლით ელემენტარული ჩამოვლება). ბოლოს გაამშრალეთ.
  • ნაკაწრები რომ არ გაჩნდეს, მხოლოდ რბილი ჩვრები გამოიყენეთ.
  • სააბაზანო, კერძოდ კი საშხაპე, რეგულარულად უნდა განიავდეს.
  • აბაზანის პროცედურების დასრულების შემდეგ, არ დახუროთ კაბინის კარები.

თუ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი ნაცადი რეცეპტი გაქვთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს