როგორ მოვიშოროთ ორმაგი ნიკაპი: საკმარისია მხოლოდ 3 წუთით ენით ივარჯიშოთ

404

ასაკის მატებასთან ერთად ქალებს გარეგნობის მიმართ სულ უფრო და უფრო მეტი პრეტენზია აქვთ. წონის კორექტირების და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკუთარ თავზე სათანადოდ უნდა იმუშაოთ. თუმცა ქალის ნამდვილ ასაკს მხოლოდ ეს ზონები არ ააშკარავებს. მაგალითად, ბევრი ყველაფერს გაიღებდა, რომ ორმაგი ნიკაპი მოეშორებინა.

დამეთანხმეთ, ასეთ ნაკლს შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებში რთულად იპოვით. ზოგიერთი ვარსკვლავი აღიარებს, რომ ქირურგის დახმარებას მიმართა. სხვები კი ყელის სილამაზის გახანგრძლივებას ვარჯიშის დახმარებით ცდილობენ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ორმაგი ნიკაპი სახლის პირობებში.

ვარჯიშები ორმაგი ნიკაპის მოსაშორებლად

წლებთან ერთად ენისქვეშა კუნთები სუსტდება. ასეთი მოვლენა თითოეული ქალისთვის მოძულე ყელის ჩამოწელვას და ორმაგ ნიკაპს იწვევს. პროფილაქტიკისთვის, ასევე ტონუსის აღსადგენად შემდეგი ვარჯიშების შესრულებას გირჩევთ:

  1. თავი ზემოთ ასწიეთ ისე, როგორც ნაჩვენებია სურათზე №2.
  2. ენა გამოწიეთ და ცხვირის წვერზე შეხება სცადეთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა შედეგი, არამედ თავად პროცესი. თქვენ კუნთების დაჭიმვა უნდა იგრძნოთ.
  3. ასეთი ვარჯიში 10-15–ჯერ 1 წამით შეასრულეთ. შეგიძლიათ დილით ან ძილის წინ შეასრულოთ.

შემდეგი ვარჯიში უფრო დინამიურია. მისი წყალობით ორმაგი ნიკაპის სწრაფად მოშორება დიდხანს არ დააყოვნებს.

  • თავი ზემოთ ასწიეთ. ენის წვერი მონაცვლეობით ხან ზედა ტუჩისკენ გაჭიმეთ, ხან მარცხენა კუთხისკენ. ისე გაწელეთ თითქოსდა მარცხენა თვალთან შეხებას აპირებთ. 10-15-ჯერ გაიმეორეთ.
  • შემდეგი ვარჯიში წინა ვარჯიშის სარკისებრი ანარეკლია. თავი ზემოთ ასწიეთ, ენის წვერი გამოწიეთ. მორიგეობით ენის წვერი ჯერ ზემოთ, შემდეგ მარჯვენა კუთხისკენ გაჭიმეთ.

ორმაგი ნიკაპის მოშორებაში ვარჯიში „ქანქარაც“ დაგეხმარებათ. ამისთვის ენის წვერი ტუჩის მარცხენა კუთხისკენ გაჭიმეთ. შემდეგ, თითქოსდა ტუჩებს იწმენდთ, ენის წვერი ქვედა ტუჩზე მარცხნიდან მარჯვნივ გადაატარეთ, შემდეგ – ზედა ტუჩზე მარჯვნიდან მარცხნივ. ახლა საპირისპირო მიმართულებით. ასეთი პროცედურა 10-15-ჯერ გაიმეორეთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშის შესრულებისას ზურგი გამართული უნდა გქონდეთ. დგომას ყურადღება მიაქციეთ, ასევე ტუჩები მოადუნეთ. დაძაბულ პოზაში მხოლოდ კისრის კუნთები და ენა რჩება.

მოქნილი ნიკაპი, როგორც ბალერინებს

ერთხელ სახის ოვალის მოვლის საიდუმლო ხრიკებზე მაია პლისეცკაიმ ტელევიზიაში ისაუბრა. ლეგენდარულმა ბალერინამ აღიარა, რომ თავისუფალ დროს ასრულებს ასეთ ვარჯიშს: წარმოთქვამს ასო „უ“–ს, ტუჩებს წინ წევს, შემდეგ იმწამსვე „ხ“–ს. ბოლო ასოს წარმოთქმის დროს ტუჩებს და კისრის კუნთებს კარგად ჭიმავს.

ასეთი მარტივი ვარჯიშების 10-15-ჯერ შესრულება საკმარისია. ყოველდღიური ვარჯიშით კუნთები მთელი წელი ტონუსში იქნება. გარდა ამისა, ცნობილი მოცეკვავე დიეტას ყურადღებას აქცევს. ზომიერი კვება კანის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს.

სანამ ბევრი ქალი და გოგო ორმაგი ნიკაპის მოშორებაზე ოცნებობს, თქვენ მის მოშორებას ერთ კვირაში შეძლებთ. რა თქმა უნდა, ეფექტი კუნთების და კანის საწყის მდგომარეობაზე, ასევე თქვენს სიბეჯითეზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში შთაგონებას და ამ საქმეში წარმატებას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს