რატომ ჩნდება ბინაში ჩრჩილი და როგორ ვებრძოლოთ მას

0
6359

ცხოვრებაში ერთხელ მაინც, თითოეული ჩვენგანი შეხვედრია ისეთ საშინაო მავნებელს, როგორიც ჩრჩილია. მცირე ზომის მწეები ადამიანს უამრავ პრობლემას უქმნიან. ვპასუხობთ გავრცელებულ კითხვებს, რომლებიც თქვენ მუდმივად გიჩნდებათ, როცა დაუპატიჟებელ სტუმრებს ხვდებით: როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს, საიდან ჩნდება იგი, რისი ეშინია, შეიძლება თუ არა მისი სამუდამოდ მოშორება.

საიდან ჩნდება ჩრჩილი სახლში

მავნებლის ეს სახეობა სახლში შემდეგი გზებით შეიძლება მოხვდეს:

  • ღია ფანჯრიდან – იგი საღამოობით შუქზე შემოდის;
  • მეზობლებიდან, სავენტილაციო სისტემის გავლით;
  • ახალი ნივთებით: მატყლის ქეჩიანი ფეხსაცმლით, ქურქით, ტრიკოტაჟის მაისურებით, ხალიჩით, ავეჯით და სხვა. თუ გარკვეული დროის შემდეგ შენიშნეთ პატარა პეპლები ბინაში, ესე იგი, ეს ნივთი დაბინძურებული იყო ჩრჩილის კვერცხებით. სამწუხაროდ, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუნდაც ძვირადღირებულ მაღაზიებში;
  • ზრდასრული ინდივიდები ბინაში ცხოველების ბეწვითაც მოგზაურობენ, თუმცა ეს უკიდურესად იშვიათად ხდება. ისინი ცხოველებს არ ვნებენ, ბეწვს მხოლოდ დროებით, გადაადგილების მიზნით იყენებენ.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბინაში ჩრჩილი გაჩნდა

აღმოაჩინეთ მავნებელი? ნუ ჩავარდებით პანიკაში! გაეცანით ქვედა ინსტრუქციას და გაიგებთ, როგორ მოიცილოთ იგი თავიდან.

  • მიუხედავად იმისა, თუ ჩრჩილის რომელი სახეობაა თქვენს სახლში, დაათვალიერეთ ყველა ოთახი. მას არ უყვარს სინათლე, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კარადებსა და უჯრებს. დაათვალიერეთ ყველა კონტეინერი, ტომარა და ბურღულის პაკეტები. ჩრჩილს არ უყვარსმძაფრი სუნი, ამ ადგილებში კი მისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. გირჩევთ, დაათვალიეროთ ტანსაცმლის კომოდი და წიგნის თაროები, რათა გამორიცხოთ ჭუპრებისა და უკვე ზრდასრული ჩრჩილების არსებობა.დაიმახსოვრეთ, რომ ჩრჩილი მარტო არ ბინადრობს;
  • აღმოაჩინეთ ჭუპრების ბუდე? მტვერსასრუტით დაამუშავეთ დაბინძურებული ნივთები და გაწმინდეთ ეს ადგილი წყლის, სარეცხი საშუალებისა და ცოტაოდენი ქლორის ხსნარით;
  • თუ ჩრჩილი კარადაში დასახლდა, ფრთხილად დაამუშავეთ ტანსაცმელი ორთქლის აპარატით. შემდეგ გარეცხეთ ნივთები მანქანაში, არანაკლებ 60 გრადუსზე, კარადა კი დაამუშავეთ ზემოხსენებული ხსნარით;
  • მატყლისა და ბეწვის ნაკეთობა მოათავსეთ საყინულეში 2-3 საათით. ჭუპრები ასეთ პირობებში ვერ გადარჩებიან;
  • ზედა ტანსაცმელი შეგიძლიათ ჭუპრებისგან დაამუშავოთ ჯაგრისითა და ისევ ორთქლის აპარატით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ნაკეცებს, ჯიბეებსა და სარჩულებს. ამ მოქმედების შემდეგ, ტანსაცმელი გაგზავნეთ ქიმწმენდაზე;
  • დაამუშავეთ ბინაში ყველა ხალიჩა, ავეჯი და ფარდა;
  • სამზარეულოს ჩრჩილს იპოვით უჯრებში. ყურადღებით დაათვალიერეთ ბურღულის, პურისა და სხვა ფხვიერი პროდუქტის პაკეტები. დაიმახსოვრეთ, არავითარ შემთხვევაში არ მოიხმაროთ დაბინძურებული პროდუქტი საკვებად. გადაყარეთ ყველაფერი! ამის შემდეგ, დაამუშავეთ კარადები და უჯრები ქლორის ან ძმრის ხსნარით.

პროფესიონალური საშუალებები ჩრჩილის წინააღმდეგ

  • წაუგებელი ვარიანტია სადეზინფექციო სამსახურის გამოძახება. 1 საათში, სპეციალისტები მთელ სახლს დაამუშავებენ. გამოყენებულ პრეპარატებს არ აქვს სუნი, უსაფრთხოა ბავშვების, ცხოველებისა და მცენარეებისთვისაც კი. დამუშავებიდან 2 საათში, ბინაში ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებთ. პროცედურის ყველა ნიუანსს სპეციალისტი აგხსნით.
  • საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში უამრავ აეროზოლსა და სპრეის იპოვით, რომლებიც კარგად უმკლავდება როგორც ჭუპრებს, ისე ზრდასრულ არსებებს. შეძენისას, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და დარწმუნდით, რომ იგი სამზარეულოში გამოსაყენებლად უსაფრთხოა. ოთახი მხოლოდ ნიღბით დაამუშავეთ. შემდეგ ბინა რამდენიმე საათით დატოვეთ და დაკავდით გენერალური დალაგებით. ზოგიერთი აეროზოლია: დიქლოფოსი, რაპტორი, ანტიმოლი და არმოლი.
  • ფუმიგატორი – მცირე მოწყობილობაა ზედაპირით ან სითხით, რომელიც შეერთებულია ელექტრო-ქსელში. გახურებისას, შხამიანი ორთქლი ბინაში ვრცელდება და მფრინავ მწერებს ანადგურებს. მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ფუმიგატორი უსაფრთხოა ადამიანებისა და ცხოველებისთვის. მისი გამოყენების უარყოფითი მხარე მოქმედების მცირე დიაპაზონია.
  • კიდევ ერთი ეფექტური და ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა სატყუარები. ესაა პატარა კოლოფი, რომელიც გამოყოფს მდედრის ფერომონებისთვის განკუთვნილ სუნს. მდედრი უბრალოდ ეწებება კოლოფს, ამიტომ ვეღარ მრავლდება. მთავარია, არ გადააჭარბოთ სატყუარებს შორის მანძილს, თორემ მდედრი დაკარგავს სივრცეში ორიენტაციის უნარს.

საშინაო საშუალებები ჩრჩილის წინააღმდეგ

  • მავნებელი ვერ იტანს კედრის არომატს. უბრალოდ მოათავსეთ კარადაში მისი ტოტები ან რტოები. თუ ასეთი რამ ხელთ არ გაქვთ, გაჟღინთეთ ბამბის დისკი ან მარლა ეთერზეთით. მისი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ;
  • დაამუშავეთ კარადის თაროები და უჯრები საყოფაცხოვრებო საპნით – დატოვეთ კუთხეებში მცირე ზომის ნაჭრები;
  • ყველასთვის ცნობილი საშუალება, რომელიც არაერთი ათწლეულია მუშაობს, გახლავთ ნაფტალინი. გამოიყენეთ იგი მხოლოდ ოთახის ჩრჩილის წინააღმდეგ, რადგან სპეციალისტებმა მასში კანცეროგენები აღმოაჩინეს. ეცადეთ, ნაფტალინი საკვები პროდუქტებისგან შორს მოათავსოთ;
  • ძმარი და ნიორი ერთად შესანიშნავად მუშაობს. დაუმატეთ ცოტაოდენი ძმარი თბილ წყალს და გაწმინდეთ ამ ხსნარით ყველა ზედაპირი. შემდეგ დაალაგეთ კარადაში ნივრის კბილები. მისი არომატი უსიამოვნოა არამხოლოდ ჩრჩილისთვის, არამედ ადამიანისთვისაც, თუმცა ეს ნამდვილად ეფექტური მეთოდია;
  • ჩრჩილი ვერ გადაურჩება დაბალ და მაღალ ტემპერატურებს. გარეცხეთ ტანსაცმელი მანქანაში 60 გრადუსზე, შემდეგ დააუთოვეთ. ნივთები, რომლებსაც ვერ გარეცხავთ, გაიტანეთ მზეზე.

მოლის გაჩენის პროფილაქტიკა

  • ნუ მოგერიდებათ მაღაზიაში ნივთების დათვალიერება. საქონელი ინახება საწყობში, რომელშიც ჩრჩილი აქტიურად მრავლდება. გახსოვდეთ, რომ მისი საყვარელი პირობებია ნახევარსიბნელე და ნესტიანი ოთახი. შეამოწმეთ ყველა ნაკეცი, ჯიბე, სარჩული, ყურადღებით დაათვალიერეთ პროდუქტის შეფუთვები. აირჩიეთ ჰერმეტულად დახურული პროდუქტი;
  • მეორადი ავეჯისა და ტანსაცმლის შეძენისას, ბინაში შეტანამდე ჩაუტარეთ დეზინფექცია. ჩრჩილი უპირატესობას ძველ და გაურეცხავ ტანსაცმელს ანიჭებს, რომელზეც ადამიანის კანის ნარჩენები ჯერ კიდევაა შემორჩენილი;
  • უფრო ხშირად გაანიავეთ ბინა, დაფერთეთ საბნები და ბალიშები;
  • მოათავსეთ ტანსაცმლისა და პროდუქტის კარადებში ლავანსიდ, აბზინდის ტოტები, ცედრა ან ნიორი. ჩრჩილს არ უყვარს თამბაქოსა და ევკალიპტის სუნი. შეგიძლიათ ეთერზეთების გამოყენებაც, ბამბის დისკზე ან მარლაზე დაწვეთებით;
  • პერიოდულად გააშრეთ გამათბობელზე ტყავის ნივთები, ზედა ტანსაცმელი კი გაიტანეთ აივანზე;
  • შეინახეთ პროდუქტი კონტეინერებში და არა ქარხნულ შეფუთვებში. გაფუჭებული პროდუქტი მაშინვე გადაყარეთ.
  • რეგულარულად გაწმინდეთ სამზარეულოს ავეჯი და კარადები ძმრის ხსნარით;
  • სანამ ზაფხულს კარადაში ზამთრის ტანსაცმელს შეინახავდეთ, დაამუშავეთ ჩრჩილის საწინააღმდეგო სპრეით. ზედა ტანსაცმლის ჯიბეებში მოათავსეთ დაკუჭული გაზეთები – მავნებელს ტიპოგრაფიის სურნელი არ უყვარს;
  • კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება კარადაში – უკვე მზა საკიდი სასიამოვნო არომატით, რომელიც მწერებს დააფრთხობს. მაგალითად, რაპტორი ან Raid. მას საყოფაცხოვრებო მაღაზიებში შეიძენთ.

თქვენ გაქვთ ეს პრობლემა სახლში? როგორ ებრძვით მას?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი