უამრავი დიასახლისი უშვებს შეცდომას, აი როგორ უნდა შევინახოთ ნიორი სახლში.

9974

ნივრის გემოვნური თვისებებისა და მისი არომატის შესახებ კამათი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა, დიდი ალბათობით, ისინი, ვისაც ეს ბოსტნეული უმადაც უყვარს და მომზადებულიც, უფრო მეტი იქნებიან. ამ პროდუქტის სამკურნალო და სადეზინფექციო თვისებებზე კი ნამდვილად არავინ დავობს.

ბევრ მიწათმოქმედს მოჰყავს თავის ნაკვეთზე ეს ბოსტნეული, მოსავლის აღების შემდეგ კი ჩნდება კითხვა: როგორ შევინახოთ ნიორი არამხოლოდ მთელი ზამთრით, არამედ შემდეგ მოსავლამდე?

ჩვენ ვისაუბრებთ ნივრის შენახვის ყველაზე ცნობილ და ეფექტურ მეთოდებზე.

როგორ მოვამზადოთ ნიორი ხანგრძლივი შენახვისთვის

  1. მხოლოდ მშრალ, თბილ ამინდში ან დილით აიღეთ ნივრის მოსავალი.
  2. აღების შემდეგ, მოკრეფილი ბოსტნეული გააჩერეთ ჩრდილში, გამოაშრეთ, გაანიავეთ 10 დღით (თუ ნიორი ზამთრის სახეობისაა, 3 კვირით).
  3. ყველაზე მსხვილი და ჯანმრთელი თავები შეინახეთ შემდეგი დარგვისთვის.
  4. გადაარჩიეთ ისეთი ნივრები, რომლებიც არ გამოდგება ხანგრძლივი შენახვისთვის: ცარიელი თავები, დაავადებული ან ლპობადაწყებული, დაზიანებული ბოსტნეული.
  5. მხოლოდ ამის შემდეგ მოამზადეთ იგი შენახვისთვის: მოაშორეთ ფესვები და მაშინვე მიაწვით, მოჭერით ღერო 2-5 სმ-მდე. არ მოაწყვიტოთ ღეროები, თუ ნივრის შენახვას ჩულქებში აპირებთ. თუ ცუდი ნივრების რაოდენობა გონივრულზე მეტია, არ იდარდოთ – იგი შეგიძლიათ აქციოთ ჩირად, დააქუცმაცოთ და გამოიყენოთ სამომავლოდ, ნებისმიერ კერძში.
  6. ახლა განსაზღვრეთ შესანახავი ადგილი. მასზე იქნება დამოკიდებული შენახვის მეთოდიც.

ნივრის შენახვის ვადები

თუ სვამთ კითხვას, თუ როგორ შეინახოთ ნიორი შემოდგომამდე, და, თუ ძალიან გაგიმართლებთ, ზაფხულის შემდეგ მოსავლამდე, უნდა იცნობდეთ მისი შენახვის ვადებსა და პირობებს.

ოპტიმალური პირობებია:

  • +15-20С ტემპერატურა, თბილი, მშრალი ადგილი;
  • მაცივრის ბოსტნეულის დანაყოფში 2-5C;
  • ჰაერის ტენიანობა – 50-80%.

ნივრის შენახვის ვადები

  • ზამთრის ნიორი საშინაო პირობებში, გრილ ტემპერატურაზე (4 გრადუსამდე) 5 თვით ინახება;
  • ზაფხულის სახეობა ინახება 8 თვით, ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილას.

შენახვის მეთოდები

თუ ნიორს აივანზე ინახავთ, მოათავსეთ ბოსტნეული ქილებსა და უჯრებში. თუ ბნელ საწყობში – შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ნაწნავებად, ჩულქებსა და ბადეებში. ასევე, ეს ბოსტნეული შესანიშნავად ინახება მაცივარშიც, ნებისმიერ მშრალ ადგილსა და, რა თქმა უნდა, მიწისქვეშა სარდაფში.

მარილში შენახვა

ნივრის მთელი ზამთრით შენახვა მარილში 6 თვით გადაინახავს თქვენს მარაგს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური ვარიანტია.

  • აიღეთ მოსახერხებელი, დიდი ზომის ყუთი მცირე ხვრელებით.
  • ფსკერზე მოაყარეთ მსხვილი მარილი. მოათავსეთ ნივრის თავები სწორ რიგად. ყურადღება მიაქციეთ, რომ თავებს შორის ადგილებში მარილი იყოს.
  • მოაყარეთ პირველ რიგს მარილი ისე, რომ ნივრის მეორე რიგი არ ეხებოდეს პირველს.
  • დაალაგეთ ნიორი მეორე რიგად და ისევ მოაყარეთ მარილი.
  • მოათავსეთ არაუმეტეს 5 რიგი.
  • ასევე, მარილი შეგიძლიათ მოაყაროთ ბოსტნეულს ქილებშიც.

გამოშრობა

  • ნივრის თავების გამოშრობა: ამისათვის, მოსავლის აღებისას შეუნარჩუნეთ ნიორს ფოთლები და ფესვები. კარგად გამოშრობილი ბოსტნეული მოათავსეთ ჩრდილიან გრილ ოთახში ერთ ფენად და გამოაშრეთ 50-60 დღით. სრულად გამოშრობის დონეს განსაზღვრავთ ფოთლების მიხედვით (ისინი გაყავისფერდება). ფოთლები მოჭერით, დატოვეთ 3 სმ-მდე ღერო, ფესვები – 0.5 სმ-მდე.
  • ნივრის ლებნების გამოშრობა: ამისთვის, დაყავით ნივრის თავები, ზომის მიხედვით, 5-6 ნაწილად, მოათავსეთ ფურცლებზე და შედგით ღუმელში მინიმალურ ტემპერატურაზე, 6 საათამდე. გამოშრობის დროს, რეგულარულად შეანჯღრიეთ ფურცლები, ნივრის გადასატრიალებლად. შემდეგ აცადეთ ნიორს ბოლომდე გამოშრობა და ჩაალაგეთ თავსახურიან ქილებში.
  • გამოშრობილი დაფქული ნიორი: ზემოხსენებული სახით გამოშრობილი ნიორი დააფქვიეთ. მიიღებთ სანელებელს, რომელიც მშვენივრად ინახება.

ზეთში

  • ნივრის კბილები დაათვალიერეთ, რათა მათზე არავითარი ნახეთქი და ლპობის პროცესი არ აღინიშნებოდეს.
  • მოამზადეთ ქილები.
  • მოათავსეთ კბილები ქილებში, მოაყარეთ რიგებს ნებისმიერი სანელებელი, გემოვნებით.
  • დაასხით ზეთი თქვენი არჩევანით.
  • დახურეთ ქილები.

პარაფინირება

  • დაადნეთ პარაფინი (მაგალითად, სანთლები ქვაბში).
  • ამოავლეთ ნივრის თავები პარაფინში სათითაოდ, აცადეთ ჩამოწვეთვა და ცოტათი შეშრობა.
  • აცადეთ პარაფინს სრულად გაშრობა.

ქილებში

  • კარგად გამომშრალი ნივრის მთლიანი თავები შუშის ქილებში, ბნელ ადგილას მშვენივრად ინახება. რეკომენდებულია, არ დაახუროთ თავსახური. უბრალოდ ჩაალაგეთ ნივრის თავები, შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი ან ფქვილი.
  • ბევრი დიასახლისი ინახავს ნიორს ქილაში მთელი ზამთრით. ამისთვის დაყავით თავები კბილებად, გადაარჩიეთ წვრილმანი დაზიანებებიც კი. კარგად გამოაშრეთ ღუმელში ან ჩრდილში, მოათავსეთ სტერილურ, მშრალ ქილებში და დაახურეთ თავსახური. შეინახეთ მაცივარში ან ცივ სარდაფში.

ჩულქებში

ნივრის თავების ჩულქებში შენახვა ძალიან ძველი, თუმცა საიმედო მეთოდია. მოათავსეთ გამომშრალი ნიორი კაპრონის ჩულქებში, გაკვანძეთ და დაკიდეთ მშრალ, გრილ ადგილას.

თქვენ როგორ ინახავთ ნივრის დიდ მოსავალს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს