რა არის და როგორ შევასრულოთ ვარჯიში „თითების გადაჯვარედინება“.

0
692

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა პერიოდები არსებობს. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ცხოვრება მხოლოდ მხიარული და ფერადი იყოს, მაგრამ რთული სიტუაციებიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

თითქმის 1 თვის წინ მამა საავადმყოფოში ინსულტით მოხვდა, 2 კვირა რეანიმაციაში იწვა და უკვე 1 კვირაზე მეტია სახლში გამოწერეს. გუშინ თავისით ადგომა შეძლო, ხოლო ფეხებში მოძრაობა ნელ–ნელა უბრუნდება.

ბოლო დროს უამრავი ინფორმაცია წავიკითხე, თუ როგორ აღვდგეთ ასეთ რთული სიტუაციის შემდეგ. ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ნაცნობმა რეაბილიტოლოგმა მასწავლა.

ვარჯიში ტერფებისთვის

როცა უბედურების შედეგად ადამიანის მოძრაობა შეზღუდულია, მასში ცხოვრების წყურვილი, მოძრაობის წყურვილი მაინც ცხოვრობს და ეტლზე ან ლოგინზე მიჯაჭვაზე მიჩვევას ვერავინ აიძულებს. ამ შემთხვევაში აღსადგენი ვარჯიშები დაგეხმარებათ. ის, რაზეც დღეს გიამბობთ, ნამდვილი სასწაულია!

მეთოდი ასი წლის წინ ტიბეტელმა ლამამ გამოიგონა, თანამედროვე ადამიანისთვის კი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. „პაპარაცი“ გთავაზობთ გასაოცარ ვარჯიშს – თითების გადაჯვარედინება, რომელიც ახალგაზრდობას და ფეხის მოძრაობას დაგიბრუნებთ.

ვარჯიში შეგიძლიათ ტერფის პროფილაქტიკისთვის ჩაიტაროთ, თუ არ გსურთ, რომ სიბერემ მოულოდნელი თავდასხმით გაგაოცოთ.

ტერფების და მუხლების ჯანმრთელობა დამოუკიდებელ სიარულსა და ეტლით გადაადგილებას შორის სხვაობას წარმოადგენს. ვარჯიშის გულმოდგინედ შესრულება მთელი ცხოვრების განმავლობაში ტერფებით მიყენებული დაზიანების გამოსწორებაში დაგეხმარებათ.

ხელის და ფეხის თითების გადაჯვარედინება მჯდომარე პოზაში

1. სკამზე ან იატაკზე დაჯექით. მარცხენა ფეხი მუხლში მოხარეთ და თქვენკენ მიიზიდეთ. შემდეგ მარცხენა ტერფი ორივე ხელით დაიჭირეთ.

2. მარჯვენა ხელის თითები მარცხენა ფეხის თითებში გადააჯვარედინეთ.

3. ფეხის თითების წვერები ქუსლის კუნთების დახმარებით მუხლის მიმართულებით გაჭიმეთ და გვერდებზე გასწიეთ.

4. ასეთი პოზა 1 წუთით შეინარჩუნეთ, შემდეგ ვარჯიში მეორე ფეხზე შეასრულეთ. ვარჯიშის შესრულების შემდეგ ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ შეიცვალა ტერფის ფერი სისხლის მიმოქცევის სტიმულირების ხარჯზე.

5. თუ ფეხის თითებს შორის ხელის თითების მოთავსებას ვერ ახერხებთ, ეცადეთ ფეხის თითები ხელით ბალიშების მხრიდან დაიკავოთ. ხელისგულის ქვედა ნაწილი ბალიშების მხრიდან თითების მომრგვალებულ ნაწილს დაადეთ. თითები მუხლის მიმართულებით გაჭიმეთ და რაც შეიძლება ფართოდ გაშალეთ.

ტერფების კუნთების გასაწელი ვარჯიშის 1 კვირიანი შესრულების შემდეგ შეგიძლიათ ამავდროულად ხელის ცერა თითებზე სხვადასხვა რეფლექსური წერტილები ფეხის ცერა თითებს დააჭიროთ. ამასთან მეორე ხელის ცერა თითი შეგიძლიათ ფეხის ცერა თითს დამატებითი ზეწოლისთვის დააჭიროთ და ფეხის მეორე თითიდან უფრო შორს გაწელოთ. ასევე ფეხის ნეკა თითი და ცერა თითი საპირისპირო მიმართულებით გაწელეთ.

ყოველდღე ვარჯიშის ხანგრძლივობა გაზარდეთ. დღეში 5 წუთით დაიწყეთ.

ფეხის და ხელის თითების გადაჯვარედინება მწოლიარე პოზაში

1. ზურგზე დაწექით, თავქვეშ დახვეული გადასაფარებელი ან წიგნი დაიდეთ. ორივე მუხლი მოხარეთ და ტერფები იატაკზე დუნდულების გვერდით დადეთ.

2. მარჯვენა მუხლი მკერდისკენ მისწიეთ და მარჯვენა ტერფის გვერდითა ნაწილი მარცხენა ბარძაყს მუხლთან დაადეთ. მარჯვენა ტერფი მარცხენა ხელით დაიჭირეთ.

3. მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ფეხის თითებში გადააჯვარედინეთ, ხელის თითები ფეხის თითებს შორის ღრმად მოათავსეთ.

4. ასეთი პოზა შეინარჩუნეთ, მარჯვენა ქუსლი გაწელეთ და ფეხის თითები მარცხენა მუხლისკენ მიმართეთ.

5. ბარძაყების გასაძლიერებლად ამ შესაძლებლობით რომ ისარგებლოთ, მარცხენა ფეხი იატაკიდან ასწიეთ და მარცხენა მუხლი მკერდისკენ მისწიეთ.

მარჯვენა ხელით შეგიძლიათ მარჯვენა მუხლი ან მარჯვენა ტერფი დაიჭიროთ, რომ ის მარცხენა ბარძაყს არ შეეხოს (თუ ფეხის თითებთან მიწვდენა გიჭირთ, მარცხენა ტერფის ქვეშ სქელი წიგნი ან მუთაქა დაიდეთ და ამავდროულად თავქვეშ საყრდენის სიმაღლე გაზარდეთ).

6.მარჯვენა ფეხი დასწიეთ და ვარჯიში მარცხენა ფეხზე გაიმეორეთ.

იმედი არ გაიცრუოთ, თუ ვარჯიში საწყის ეტაპზე დისკომფორტს გამოიწვევს. ტკივილი რაც უფრო ძლიერია, თქვენთვის ვარჯიში მით უფრო სასარგებლოა. რაიმე კარგი გაიხსენეთ, რასაც ღიმილის გამოწვევა შეუძლია, ღრმად და ნელა ისუნთქეთ და თავად გაოცდებით, თუ ტკივილი და შებოჭილობა რა სწრაფად გაქრება.

უფრო კარგია ტერფების სუსტ ტკივილს გაუძლოთ, ვიდრე მთელი სხეულის უფრო ძლიერი ტკივილი აიტანოთ!

რედაქციის რჩევა

ჯერ კიდევ ძველმა ჩინელებმა შეამჩნიეს, რომ პირველად დაბერებას ფეხები იწყებს, შემდეგ კი მთელი ორგანიზმი. სწორედ ფეხებში მდებარეობს უამრავი ნერვული დაბოლოება და სარეფლექსო ზონები.

ფეხის და ხელის თითების გადაჯვარედინება სიარულის თავიდან სწავლაში დაგეხმარებათ, თუ საკმარისი მოთმინება გაქვთ და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ხართ. არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხებზე 10 თითი გაქვთ და თითოეულს სათანადო ყურადღება სჭირდება!

ვიმედოვნებთ, რომ ეს მარტივი ვარჯიში ახალგაზრდობის და ფეხის მოძრაობის დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ ნამდვილად ჯადოსნურ მეთოდზე თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში უამბეთ. შესაძლოა, მათთვის ახლა ეს ძალიან აქტუალური საკითხია!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი