ყოფაცხოვრებაში, დიასახლისები მუდმივად აწყდებიან მრავალ პრობლემას, რომელთა გადაჭრა საკმაოდ დიდ გამჭრიახობასა და კრეატიულობას მოითხოვს. ბინაში ტანსაცმლის სწრაფად გაშრობა ერთ-ერთი მათგანია. ამ შემთხვევაში, ყველაზე მარტივი საშუალებაა აივნის გამოყენება, თუმცა რთულია, როცა იგი არ გაქვთ. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ვარიანტს.
როგორ გავაშროთ ახალგარეცხილი ნივთები საშინაო პირობებში
სწრაფად ის ნივთები შრება, რომლებშიც მინიმალური რაოდენობის სითხეა დარჩენილი, ამიტომ თეთრეული კარგად უნდა დაწუროთ. წყლის მოშორება სარეცხი მანქანის სპეციალური რეჟიმის გამოყენებითაც შეიძლება. თუმცა, ნუ დააყენებთ მაქსიმალური რაოდენობის ბრუნვაზე, რამდენადაც ნივთები დაიკუჭება და დაზიანდება კიდევაც, გართულდება დაუთოვება. გახსოვდეთ, რომ არსებობს ქსოვილები, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივად უნდა გაშრეს.
ვაშრობთ თეთრეულს მანქანაში
საშრობი მანქანა მოსახერხებელი და სწრაფი მოწყობილობაა. მაღალი ტემპერატურა პროცესის დროს ნახევარ საათამდე ამცირებს. თუმცა, ამ ვარიანტს არსებითი ნაკლიც აქვს: ტექნიკა ძვირი სიამოვნებაა, მის მოსათავსებლად კი ადგილია საჭირო. ამასთან, ავტომატური შრობა ყველა ქსოვილისთვის არ შეიძლება. დეფორმაციას ექვემდებარება:
- ტრიკოტაჟი;
- ლაიკრა;
- მატყლი;
- ბუმბულისა და ხელოვნური შემავსებლის ნაკეთობები;
- თხელი ქსოვილები;
- თვლებით გაფორმებული ნივთები.
ხელის ელექტრონული საშრობი
დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება ხელის ელექტროსაშრობი. მოწყობილობას ხელის ფენსა და ელექტროპირსახოცსაც უწოდებენ და სააბაზანოში ათავსებენ. საშრობი სწრაფად და იაფად აშრობს ხელებს, რამდენადაც მინიმალური რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. მისი გამოყენებით ძალიან მარტივად შეიძლება ტანსაცმლის გაშრობა. არსებობს მრავალფუნქციური მოწყობილობები კომპაქტური ზომებით. ასეთი მოწყობილობის ქონა ერთბაშად “ორ კურდღელს მოგაკვლევინებთ”: უარს იტყვით ქაღალდისა და ქსოვილის ხელსახოცებზე და აუცილებლობისამებრ გააშრობთ თეთრეულს.
საშრობი კარადა
საშრობი კარადა თანამედროვე კონსტრუქციაა, აღჭურვილი გამათბობელი ელემენტითა და ელექტრონული ავტომატიკით. შიგნით თავსდება საკიდები, თაროები და კავები, შესაბამისად, დაუთოვების საჭიროება ქრება. რეცხვის შემდეგ, ნივთები კარადაში უნდა მოათავსოთ, რის შემდეგაც მათკენ მიიმართება ცხელი ჰაერის ნაკადი, რომელიც სწრაფად აშორებს სითხეს, ქსოვილის დეფორმაციის გარეშე.
უნივერსალური საშრობი კარადა მზადდება ოთხი დამოუკიდებელი შიდა სექციით, რაც შრობის პროცესში ჰიგიენის სრულად დაცვას უზრუნველყოფს. სტანდარტულ კარადაში სამ პარტია თეთრეული დაეტევა. ყველაზე ხშირად, მოწყობილობას აყენებენ დერეფანში, ჰოლში, სააბაზანოში ან გარდერობის ოთახში. მისაღებ ოთახებში საშრობი კარადის დაყენება არაა რეკომენდებული, რამდენადაც მის მუშაობას გარკვეული ხმაური ახლავს თან.
უთოს გამოყენებით
ახალგარეცხილი ტანსაცმლის სწრაფად გაშრობის საშუალებას უთო მოგცემთ. მოწყობილობა წინასწარ კარგად დაწურულ ნივთებს აშრობს, როცა ძირითადი სითხე უკვე აღარაა. ნაკეთობა ორივე მხრიდან უნდა დააუთოვოთ, შემდეგ ცოტა ხნით დაკიდოთ და ისევ დააუთოვოთ.
თუ თეთრეული ხელით გაირეცხა, თავიდან პირსახოცი გამოიყენეთ. დაწურული ნივთი დაკეცეთ ხაოიან პირსაოცზე და დაახვიეთ მჭიდრო გრაგნილად. გრაგნილი გადაატრიალეთ მაგიდაზე რამდენჯერმე, ძალის დატანებით. როცა პირსახოცი დასველდება, ჩაანაცვლეთ ახლით და გაიმეორეთ მანიპულაცია. შემდეგ ნაკეთობა მოათავსეთ პირსახოცზე და დააუთოვეთ, ორთქლის მიწოდების გარეშე. გაფინეთ ნივთი ცოტა ხნით და კიდევ ერთხელ, პირსახოცის გარეშე დააუთოვეთ. ასე გამოაშრობთ სელისა და ბამბის ნივთებს, ასევე, ჯინსებს.
სველი ტანსაცმლის გაშრობა გამათბობელზე
ცენტრალური გათბობის ბატარეა კარგი გადაწყვეტილება არაა ნივთების გასაშრობად, თუმცა ზამთარში ეფექტური და სწრაფია. თეთრეულის რადიატორზე გაშრობა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა სხვა საშუალებები ხელმისაწვდომი არაა. კონდენსატის წვეთები ხომ ოთახის კუთხეებში გროვდება და ობის გაჩენას იწვევს. ხშირი აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენეთ რადიატორზე სპეციალური სამაგრი საკიდი. ასეთი ვარიანტი არ აფუჭებს ნივთებს და ჯანმრთელობისთვისაც უსაფრთხოა.
ყველაფერი მარტივია, როცა გასაშრობი ნივთი წინდაა. ამას მინიმალური დრო დასჭირდება, თუ წინასწარ მას პირსახოცში დაწურავთ. შემდეგ, წინდებს ფენით აშრობენ. ნივთი სწრაფად შრება მიკროტალღურ ღუმელშიც – მოათავსეთ იგი თეფშზე და ჩართეთ გათბობა 30 წამით. ნაკეთობა სრულად გაშრება 2-3-ჯერ გამეორების შემდეგ.
თქვენ როგორ აშრობთ ტანსაცმელს სწრაფად? გაგვიზიარეთ გამოცდილება და ხრიკები.