უსიამოვნო სუნის პრობლემას ნებისმიერი დიასახლისი შეხვედრია. საუბარი არამხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე, არამედ ისეთ სიტუაციებზეცაა, როცა საკვები იწვება ან შენობაში ხანძარი გაჩნდა. დამწვრის სუნის მოსაშორებლად, განიავება საკმარისი არაა ხოლმე. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ, უმოკლეს დროში და თითქმის უფასოდ დააბრუნოთ ბინაში ნორმალური ატმოსფერო და ჰაერის სისუფთავე.
ოთახის განიავება
უსიამოვნო სუნი, რომელსაც საკვების დაწვა ან ხანძარი იწვევს, მარტივად ვრცელდება ყველა ოთახში. განიავება პირველი ნაბიჯია ბინიდან უსიამოვნო სუნის მოშორებისკენ. ამისთვის, გახსენით ყველა არსებული კარი და ფანჯარა, რათა სახლში მაქსიმალურად ბევრი სუფთა ჰაერი შემოვიდეს. უკეთესი იქნება, თუ ორპირს შექმნით.
სველი დალაგება
ძველი დროიდან, დამწვრის სუნის მოსაშორებლა სველ გამწმენდ პროცედურებს მიმართავდნენ. სისველე შესანიშნავად იწოვს უსიამოვნო სუნსა და არომატს. ოთახის სისველით სწრაფად გავსებისთვის, მაშინვე დადგით ქურაზე რამდენიმე დიდი ჭურჭელი, წყლით სავსე. როგორც კი წყალი ადუღდება, ატმოსფერო მაშინვე შედარებით სუფთა გახდება.
კარგი იქნება, თუ წყალს არომატულ სანელებლებსა და ბალახს დაუმატებთ, იქნება ეს ლავანდა, პიტნა, მიხაკი თუ ქონდარი. კედლებზე შეიძლება დაგროვდეს კონდენსატი, რომელიც პერიოდულად უნდა ჩამოწმინდოთ. ავეჯის გასაწმენდად, სპეციალური საწმენდი საშუალებები უნდა გამოიყენოთ, რომელსაც 45 გრადუსამდე გამთბარ წყალში გახსნით. პროცედურის დასრულების შემდეგ, სარეცხი ნაწილაკები ჩამორეცხეთ უბრალო სუფთა წყლით.
ვაშორებთ უსიამოვნო სუნს
ძმარი
ბინიდან დამწვრის სუნის ეფექტურად მოსაშორებლად, გამოიყენეთ ხალხური რეცეპტები, რომლებიც უკვე არაერთი ათწლეულია მოქმედებს. ამისთვის, აიღეთ დიდი ქვაბი ან ვარცლი, ძმრის ბოთლი და წყალი. პროცედურა შემდეგნაირად უნდა ჩატარდეს:
- ჭურჭელში აავსეთ წყალი და დადგით ცეცხლზე.
- დაუმატეთ მას 0.5 ლ ძმარი და აადუღეთ.
- გამორთეთ ცეცხლი.
- გააღეთ ყველა კარი და ფანჯარა და დატოვეთ სახლი რამდენიმე საათით.
ხსნარს სპეციფიკური სუნი აქვს, სამაგიეროდ, შთანთქავს ყველა სხვა სუნს, რომელიც წვის დროს ჩნდება.
ნატურალური ყავა
ყავის არომატი იმითაა ცნობილი, რომ ავიწროვებს სხვა სუნებს ოთახში და ქმნის საკუთარ მყუდრო ატმოსფეროს. იგი დადებითად მოქმედებს ჩვენს იმუნიტეტზე და შესანიშნავად გვამხნევებს – იმაზე ნაკლებად ნამდვილად არა, ვიდრე თავად სასმელი. მოხალეთ ყავის მარცვლები და ეს დაგეხმარებათ დამწვრის სუნის მოშორებაში.
ციტრუსი
ტროპიკულ ნაყოფს საკუთარი უნიკალური არომატი აქვს, რომელიც გარანტირებულად აგრილებს და აახლებს ჰაერს ოთახში. თითოეულ სახლში მოიპოვება რამდენიმე ფორთოხალი, მანდარინი ან ლიმონი. ნაყოფი გაფცქვენით და მიირთვით. თავად კანი კი გახურებულ ქურაზე მოათავსეთ და იგი თავის არომატს მთელ ოთახში მოაფრქვევს. გარდა ამისა, ასეთი სუნი ზრდის კუნთების ტონუსს და აგავსებთ ენერგიით.
მიხაკი და დარიჩინი
ეს ორივე სანელებელი ბუნებრივი არომატიზატორია, რომლებიც დაგეხმარებათ სამზარეულოში ან სხვა ნებისმიერ ოთახში უსიამოვნო სუნის მოშორებაში. იგი ააქტიურებს გონებრივ ცხოველქმედებას და ამაღლებს განწყობას. საუკეთესო იქნება დარიჩინისა და მიხაკის არომატების გამოყენება არომატულ ჭრაქებში, ჩილიმში, არომასანთლებში. თუ ასეთი მოწყობილობები არ გაქვთ, დაუმატეთ თითო მწიკვი ნებისმიერი სანელებელი მდუღარე წყალს და შემდეგ დააყენეთ ოთახში.
მარილი
ეს ნატურალური კომპონენტი შესანიშნავად იწოვს ნებისმიერ უცხო სუნს. საჭირო შედეგის მიღწევა შეგიძლიათ მარტივი ხერხის გამოყენებით. უბრალოდ აიღეთ ნახევარი ჭიქა მარილი და დაყარეთ იმ ადგილას, რომელიც დაწვისას დაზიანდა, მოასხით დიდი რაოდენობით ცივი წყალი და მიღებული მასით კარგად გახეხეთ ეს ადგილი, მიიღებთ სუფთა და სასიამოვნო ზედაპირს.
ბალახები
ბალახეული ნაყენები და ხმელი ნაკრებები შესანიშნავად უმკლავდება ამ მისიას. სვიის რამდენიმე ტოტი მოათავსეთ იატაკის მოსაწმენდ წყალში. მას შემდეგ, რაც ოთახში იატაკს მოწმენდთ, ბალახის ტომრები დაალაგეთ ტანსაცმლის კარადებში, თაროებზე და სერვანტის უჯრებშიც კი.
პერიოდულად ჩაანაცვლეთ ისინი ახლით, რამდენადაც ბალახის არომატი თანდათან განიავდება. კიდევ უფრო ეფექტური იქნება სახლში ეთერზეთების გამოყენება, ბალახის ნაცვლად – რამდენიმე წვეთი შეაშხეფეთ ხალიჩას, გამათბობელს, ავეჯის კუთხეებს. შესანიშნავი ეფექტი აქვს ბალახეულ ეთერზეთებს, არომატულ ლამპებსა და სანთლებში.