თამბაქოს უსიამოვნო სუნმა შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში შეგაწუხით: ქუჩაში, სტუმრად, რესტორანსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. იგი განსაკუთრებით აწუხებთ არამწეველებსა და ბავშვებს. თუმცა, თუ ამ სიტუაციებში სუნს აიტანთ, როგორ მოიქცევით, თუ სიგარეტის სუნით მთელი თქვენი ბინაა გაჟღენთილი?
შესაძლოა, თქვენი ოჯახის ერთ-ერთ წევრს აქვს მავნე ჩვევა და სახლში ეწევა, რითაც ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ასევე, არსებობს იმის რისკიც, რომ იქირავებთ ან იყიდით ბინას, რომელშიც წინა მფლობელები ეწეოდნენ. ახალმოსახლეობის ასეთი “საჩუქარი” ნამდვილად არ გაახარებს ახლანდელ მეპატრონეებს, რადგან თამბაქოს სუნის ამოყვანა საკმაოდ რთული.
ნუ დაყრით ფარ-ხმალს, შეუდექით საქმეს! ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს, რომლებიც ნებისმიერ ბინას სიმყუდროვეს დაუბრუნებს.
როგორ მოვაშოროთ სიგარეტის სუნი ბინიდან
რას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბინაში სუფთა, სიახლის არომატი დაბრუნდეს. მრავალი ცდისა და დაშვებული შეცდომების შემდეგ, აღმოვაჩინეთ ის საშუალებები, რომლებიც ამ უსიამოვნო შემთხვევაში დაგვეხმარება. თქვენი დროის ეკონომიისთვის, ახლა ამ საშუალებებს გაგიზიარებთ.
განიავება
სამწუხაროდ, სიგარეტის სუნს დაგროვებითი ეფექტი აქვს და მარტივად ეკიდება ტანსაცმელს, წიგნებსა და სხვა რბილ ზედაპირებს, სწორედ ამიტომ, მხოლოდ განიავება მას ვერ უშველის. თუ სიგარეტის სუნი სადარბაზოდან ან მეზობლის აივნიდან შემოვიდა, ეს ხერხი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური. ასევე, აუცილებლად შექმენით ორპირი ქარი, თუ ოჯახის წევრმა ან სტუმარმა სულ ახლახან მოწია სიგარეტი, სანამ სუნი ჩაჯდომას მოასწრებდეს.
სველი პირსახოცები
სიგარეტის სუნის მოშორებასა და ჰაერის ტენიანობის გაზრდაში ეს ნაცადი ხერხი დაგეხმარებათ. დაკიდეთ მთელ ბინაში ცივი წყლით დასველებული პირსახოცები. ასევე, შეგიძლიათ წყალს ცოტაოდენი სუფრის ძმარი დაუმატოთ – იგი შესანიშნავი აბსორბენტია. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე. უსიამოვნო სუნის მოშორების შემდეგ, ქსოვილები გარეცხეთ.
საყოფაცხოვრებო არომატიზატორები
ბევრი ცდილობს სიგარეტის სუნის გადაფარვას დეზოდორანტისა და სუნამს გამოყენებით. ახლავე გეტყვით, რომ ეს საშუალება ეფექტური არაა, რადგან იგი მხოლოდ ნიღბავს სუნს, ბინაში მდგომარეობა კი გაუარესდება – სუნთქვა გაგიჭირდებათ.
ეფექტური მეთოდია შინ მომზადებული არომატიზატორები, რომელთა მომზადება შეიძლება
- დაფქული ყავის მარცვლებისგან;
- ციტრუსის კანისგან;
- დარიჩინის ჩხირებისგან;
- ბრინჯისგან (შესანიშნავად შთანთქავს სუნს);
- ეთერზეთებისა და მარილისგან.
ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები
ძვირი, თუმცა ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ბინაში სიგარეტის სუნის მოსაშორებლად. ასეთი მოწყობილობა არამხოლოდ აქრობს უცხო არომატებს, არამედ წმენდს ბინას ჭუჭყის, მტვრის, ცხოველის ბეწვისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიებისგან.
ზოგიერთი მოდელი მოიცავს 2 1-ში ფუნქციას – ერთდროულად წმენდს და ატენიანებს. ჩვენთვის ეს აუცილებელია, რადგან მშრალი ჰაერი ნეგატიურად მოქმედებს კანზე, ლორწოვან გარსებსა და სასუნთქ გზებზე.
გენერალური დალაგება
- შეცვალეთ ფარდები/ქსოვილის ჟალუზები, თუ ასეთი გაქვთ, ან წაიღეთ ქიმწმენდაში უკვე არსებული. მეტალის ჟალუზები გარეცხეთ დამოუკიდებლად. დაასველეთ ისინი საპნის ხსნარში და გაწმინდეთ სპეციალური ჯაგრისით.
- გაწმინდეთ ფანჯრები და რაფები – მათზეც გროვდება უსიამოვნო სუნი, მტვერთან ერთად.
- თუ რეცხვადი შპალერი გაქვთ, გაწმინდეთ სველი ქსოვილით, რომელიც წინასწარ ძმრისა და ლიმონმჟავის ხსნარში უნდა ჩაალბოთ.
- თუ ბინაში გასაჭიმი ჭერი გაქვთ, ისიც გარეცხეთ.
- ძმრის ხსნარით მოწმინდეთ ბინაში იატაკი და გადაწმინდეთ ყველა ზედაპირი: მაგიდები, სკამები, კარადები, უჯრები და სხვ.
- წიგნები და სხვა ქაღალდები, რომლებსაც სიგარეტის სუნი შეეპარა, გაიტანეთ აივანზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სუფთა ჰაერია, 5-7 დღით.
- თუ გაქვთ მტვერსასრუტი, რომელიც სველად ალაგებს, გაწმინდეთ ხალიჩები და ავეჯის შალითები მისი გამოყენებით. თუ არა, გამოიყენეთ ხალიჩების შამპუნი. მაგალითად, ვენიში ან მისი ანალოგები. მიჰყევით ინსტრუქციას, რომელიც ეტიკეტზეა მითითებული.
- ბალიშები, საბნები და ინტერიერის სხვა რბილი ელემენტები გაგზავნეთ ქიმწმენდაზე.
- გარეცხეთ ყველა ტანსაცმელი კონდიციონერთან ერთად, ქურთუკები და პალტოები კი მიანდეთ სპეციალისტებს.
- შეცვალეთ ყველა ნათურა ჭაღებზე.
მზად იყავით იმისთვის, რომ პროცესს დიდი დრო დასჭირდება. საქმის გამარტივებისთვის, გადაანაწილეთ მოვალეობები ოჯახის სხვადასხვა წევრზე.