ზარმაცები, რომლებსაც დილაობით საწოლის აულაგებლად უყვართ სახლიდან გასვლა, მუდმივად ეძებდნენ მიზეზს იმისათვის, რომ ეს არ გაეკეთებინათ. თუ თქვენც ადამიანთა ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, გილოცავთ! მიზეზი უკვე იპოვეთ.
ექიმი-ჰიგიენისტები ამტკიცებენ, რომ გაღვიძებისთანავე საწოლის ალაგების ჩვევა ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას. ფსიქოლოგები და სომნოლოგები დარწმუნებული არიან, რომ არსებობს მეცნიერული მიზეზები ამის გასაკეთებლად.
წესრიგი საძინებელში
რომელია მათ შორის მართალი და როგორია იდეალური წესრიგი საძინებელში? ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ ორივე მხარის მტკიცებულებებს, გადამწყვეტი არჩევანი კი თქვენზეა.
იდეალურად გასწორებული საძინებელი – მშობლების ერთ-ერთი მოთხოვნაა. ეს გასაგებიცაა: ასე ბავშვს წესრიგს აჩვევენ.
თუმცა, ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს, რომელიც თქვენ, მკითხველს გიყურებთ ზედა ფოტოდან. მტვრის ტკიპა იმდენად მცირე ზომისაა, რომ თვალისთვის შეუმჩნეველია, თუმცა, მის ექსკრემენტებს ალერგიის, ასთმის, ეგზემისა და საყლაპავი მილის ანთების გამოწვევა შეუძლია.
ბრიტანელი ექიმი-ჰიგიენისტი თვლის, რომ გაღვიძებისთანავე საწოლის ალაგებით ვიცავთ მასზე არსებულ პარაზიტებს გარე ფაქტორებისგან. ასეთი მოქმედებები ადამიანის ჯანმრთელობას, ცალკეულ შემთხვევებში კი, სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
-“ტკიპებსა და ბაქტერიებს ძალიან უყვართ ტენიანობა და სითბო, რომლებიც საწოლში წოლის შემდეგ ჩნდება. განსაკუთრებით აქტიურად, ტკიპები იმ ადამიანთა საწოლებში მრავლდებიან, რომლებიც ძლიერად ოფლიანობენ ღამით, მაგალითად, ზაფხულის პერიოდში ან ოთახის მძლავრი გათბობის დროს.” – აღნიშნავს სპეციალისტი.
სწორედ ამიტომ, არაა საჭირო საწოლის ალაგება გაღვიძებისთანავე – ამის გაკეთებით, თქვენ საკუთარ საწოლს აქცევთ სათბურად – მაქსიმალურად კეთილდღეურ გარემოდ ტკიპებისა და ბაქტერიების გასამრავლებლად.
თუ ზეწრებს მუდმივად დაფარებული ექნება საბანი, თეთრეული და მატრასი “ვერ სუნთქავს” – ირღვევა ჰაერის ცირკულაცია, ხოლო სიბნელე და დახუთული ჰაერი, ასევე, საუკეთესო პირობებია ობის ზრდისთვის.
თავი ამ პრობლემებისგან რომ დაიცვათ, უარი თვით საწოლზე გადასაფარებლის მუდმივად დაფარებაზე, განსაკუთრებით, თუ იგი მჭიდრო სინთეტიკური, ჰაერგაუმტარი ქსოვილისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, ჰიგიენურად სწორია საწოლის თეთრეულის ცვლა კვირაში ერთხელ მაინც. მატრასის მტვერსასრუტით რეგულარული დამუშავებაც აუცილებელია.
მეცნიერული მიზეზები არსებობს საწოლის გასწორების სასარგებლოდაც. აშშ-ში, ძილის შესწავლის ეროვნული ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ასწორებენ საწოლს, უკეთ იძინებენ, ვიდრე ისინი, ვინც ამაზე დროს არ კარგავს.
ფსიქოლოგი ჩარლზ დახიგი თავის წიგნში “ჩვევის ძალა” წერს, რომ საწოლის ალაგების ყოველდღიური რიტუალი – ესაა მნიშვნელოვანი ჩვევა, რომელიც გზას უხსნის სხვა დანარჩენს, მათ შორის, ფინანსურ დისციპლინასა და ფიზიკური ფორმის შენარჩუნების ჩვევას.
კელი ბერონი, ექსპერტი-ნევროლოგი ჩრდილო-დასავლეთი უნივერსიტეტიდან (აშშ), ხსნის: “საწოლის გასწორებით, ადამიანი, დიდი ალბათობით, მასზე აღარ დაწვება დღის განმავლობაში, ტელევიზორის საყურებლად ან სმარტფონში სათამაშოდ”. ამით, მისი აზრით, ადამიანი უზრუნველყოფს საღამოს მოწყობილობების გარეშე გატარებას და მშვიდ ძილს.
ამას ვერ დავეთანხმები. მე, მაგალითად, უფრო მსიამოვნებს ტელევიზორის ცქერა გასწორებულ საწოლზე წოლისას. დანარჩენ შემთხვევებში კი მორალი ასეთია: თუ დრო და სურვილი გაქვთ, გაასწორეთ საწოლი, ხოლო თუ დაიღალეთ ან გეჩქარებათ – დატოვეთ აულაგებლად.