ყველის მოყვარულებს არაერთხელ გასცრუებიათ იმედი შეძენილი პროდუქტის ხარისხით. მისი შემადგენლობაც არაა სახარბიელო, რადგან შემთხვევათა თითქმის 100%-ში, ყველის შემადგენლობაში შეგხვდებათ პალმის ზეთი. თუმცა, ნუ განაწყენდებით. ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ ყველი საღი ან მაღაზიის რძისგან. თანაც, მიღებული პროდუქტი არათუ არ ჩამოუვარდება ნაყიდს, არამედ რამდენჯერმე უკეთესიც კია.
როგორ მოვამზადოთ ყველი
ჩვენ გიზიარებთ საიმედო, ნაცად რეცეპტს. რაც ყველაზე სასიამოვნოა, მისთვის მხოლოდ 3 ინგრდიენტი დაგჭირდებათ (რძის გარდა).
ინგრედიენტები
- 1 ლ 3% რძე
- 3 კვერცხი
- 1-2 ჩ.კ. მარილი
- 200 გ არაჟანი (20%+ ცხიმიანობით)
მომზადება
1. ჩაასხით რძე სქელძირიან ქვაბში და დაუმატეთ მარილი გემოვნებით (თუ მარილიანი ყველი მოგწონთ, 2 ჩ.კ. საკმარისია). კარგად მოურიეთ.
2. დადგით ქვაბი ცეცხლზე და აადუღეთ. ამავდროულად, ათქვიფეთ კვერცხი ღრმა ჭურჭელში და დაუმატეთ არაჟანი. კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.
3. რძის ადუღების შემდეგ, მოურიეთ კოვზით და წარმოქმენით ერთგვარი მორევი. ჩაასხით ქვაბის ცენტრში კვერცხის მასა და მოურიეთ უწყვეტად. რამდენიმე წუთში, რძე შედედდება. დაელოდეთ დიდი ზომის “ფანტელებს”. ამისთვის, ქვაბი კიდევ 5 წუთით გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, უწყვეტი მორევით. ამ ეტაპზე, შრატი უკვე საგრძნობლად დასცილდება საერთო მასას.
4. მომზადების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაუმატეთ მომავალ ყველს შემავსებელი გემოვნებით. ამისთვის შესანიშნავი იქნება მწვანილი, თხილი, სეზამის მარცვლები, სოკო, საყვარელი სანელებლები თუ სხვა. როგორ მივხვდეთ, მზადაა თუ არა ყველი? მარტივად – ჩააგდეთ მასაში კოვზი და ამოიღეთ. თუ მასზე მომავალი ყველის ნაწილაკები არ შერჩა და სუფთაა, ესე იგი, ცეცხლის გამორთვის დროა.
5. როცა დარწმუნდებით, რომ ყველი მზადაა, მოათავსეთ საცერზე ორფენიანი მარლა და დაასხით მასზე მთელი მასა. მოკონეთ მარლა და დაელოდეთ შრატის დაწრეტას.
6. მოათავსეთ ყველი ტვირთის ქვეშ, მაგალითარ, ორ ერტნაირ პლასტმასის კონტეინერს შორის. ერთ-ერთის ფსკერზე გააკეთეთ მცირე ნახვრეტები, ზედმეტი წვენი რომ გავიდეს. ახლა მოათავსეთ ყველი გახვრეტილძირიან კონტეინერში და ზემოდან დაადეთ ცარიელი კონტეინერი. მასში შეგიძლიათ ჩადოთ წყლით სავსე ბოთლი ან ჰანტელი. გააჩერეთ კონსტრუქცია ასე 2-3 საათით, შრატი ბოლომდე რომ გაიწოვოს.
მზადაა! როგორც ხედავთ, უგემრიელესი პროდუქტის მომზადება შინ გაცილებით მარტივია, ვიდრე აქამდე გეგონათ. ასე მომზადებული ყველი გამოდის მყარი და ფორმასაც შესანიშნავად ინარჩუნებს. რაც მთავარია, პროდუქტი გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე ელოდით. გემრიელად მიირთვით.