ბორშისთვის, ვინეგრეტისთვის: წითელი ჭარხლის კონსერვი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა

149
© Depositphotos

ჭარხლის დაკონსერვება სულაც არაა რთული, თუმცა, იგი ძალიან დიდ სარგებელს მოიტანს. ასეთი კონსერვის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ბორშში, ისე სალათებში.

ჭარხლის კონსერვი

არსებობს დაკონსერვების რამდენიმე მეთოდი, თუმცა ჩვენ კონკრეტულად ამ ხერხს გთავაზობთ, რადგან იგი ყველაზე მარტივია და ახალბედა დიასალხისებისთვის ყველაზე კარგ ვარიანტად მიიჩნევა.

ინგრედიენტები

  • მოხარშული ჭარხალი
  • დაფნის ფოთოლი
  • მიხაკი
  • სურნელოვანი პილპილი
  • ცხარე წიწაკის მარცვლები
  • 1 ლ წყალი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 100 მლ ძმარი

მომზადება

  1. როგორ დავაკონსერვოთ ჭარხალი? ძალიან მარტივად! დასაწყისისთვის, იგი უნდა მოხარშოთ და დაჭრათ კუბებად. თუ ჭარხალი მცირე ზომისაა, შეგიძლიათ, მთლიანად დააკონსერვოთ ან შუაზე გაჭრათ.
  2. ქილაში ჩადეთ დაფნის ფოთოლი, მიხაკი, სურნელოვანი პილპილი და 6 ცალი ცხარე წიწაკის მარცვლები. ფრთხილად ჩაალაგეთ ქილაში ჭარხლის ნაჭრები.
  3. მოამზადეთ მარინადი. 1 ლ წყალზე საჭიროა 1 ს.კ. მარილი, 2 ს.კ. შაქარი და 100 მლ ძმარი. აადუღეთ მარინადი და ჩაასხით ქილაში.
  4. გაასტერილეთ ქილები 20 წუთით და მოხუფეთ. სასურველია, გადააბრუნოთ ისინი და გაახვიოთ საბანში, სრულად გაგრილებამდე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს