სამედიცინო წებო: საუკეთესო საშუალება მეჭეჭებისა და ხორცემეტების მოსაშორებლად

3510

მეჭეჭებისა და პაპილომების პრობლემას ხალხური მედიცინა საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება. რა თქმა უნდა, არც ოფიციალური მედიცინაა ერთ ადგილას გაჩერებული და სულ ახალ-ახალ სამკურნალო პრეპარატებს იგონებს, მათ შორის, მეჭეჭებთან საბრძოლველად. როგორც წესი, ნებისმიერი მათგანის მოქმედება ეფუძნება რომელიმე მჟავას ან სხვა, არანაკლებ აგრესიულ საშუალებას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ხორცმეტს წვავს. ჩვენ კი პრობლემას სხვა კუთხიდან მივუდგებით, კანს არ დავწვავთ, უბრალოდ ხელს შევუშლით ამ შეუხედავ ახალწარმონაქმნს განვითარებასა და ნორმალურ ცხოვრებაში.

წებო ფბ (ფენოლფორმალდეჰიდური პოლივინილბუთირილი) მეჭეჭების წინააღმდეგ

როგორც ცნობილია, ცხოვრების ნებისმიერ ფორმას სჭირდება ჟანგბადი სუნთქვისთვის. მეჭეჭები და პაპილომებიც “სუნთქავენ”, რაც მათ წარმატებით განვითარების საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, ჟანგბადი მათი კვების ერთადერთი არა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვბნელოვანი მკვებავი წყაროა. ჩვენ სწორედ ამ წყაროს “გადავუკეტავთ”.

როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები

ამისთვის ფბ წებო დაგჭირდებათ. შეგიძლიათ, აიღოთ მისი სამედიცინო ვარიანტი, ხოლო, თუ მის შეძენას ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ ტექნიკური ფბ წებო აიღოთ.

როგორ წავისვათ წებო?

დასაწყისისთვის, კარგად ჩამოიბანეთ მეჭეჭი და კანი მის გარშემო, შემდეგ წაისვით სპირტი ან მისი შემცველი ხსნარი. ამის შემდეგ, მეჭეჭზე წაისვით წებოს თხელი ფენა. იგი საკმაოდ სწრაფად ხმება და ქმნის მკვრივ ფენას, რომლის ქვეშ ჰაერი არ ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალწარმონაქმნი “ვეღარ ისუნთქებს”. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი – შევუწყვიტოთ მეჭეჭს სუნთქვის წყარო.

წებო საკმაოდ კარგად ჩერდება, თუმცა მაინც, დღეში 3-4-ჯერ განაახლეთ იგი. ჩვეულებრივ, ეს უნდა გააკეთოთ დილით, სადილამდე, ვახშმის შემდეგ და ძილის წინ. სამედიცინო წებოს შეფუთვა საკმაოდ მცირე ზომისაა, ამიტომ მას ნებისმიერ ჯიბეში ჩაატევთ და ნებისმიერ დროს შეძლებთ წასმას.

როგორც წესი, მეხუთე-მეექვსე დღეს, მეჭეჭი ამოვარდება იმ “ბუდიდან”, რომელშიც ცხოვრობს. ფბ იმავენაირად მოქმედებს პაპილომებზეც.

თქვენ როგორ ებრძვით ამ პრობლემას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს