როგორ გავრეცხოთ ლამინატის იატაკი სწორად სახლის პირობებში

0
4682

დღეს ლამინატი მყარ, გამძლე და საიმედო იატაკის ზედაპირად მიიჩნევა. უკვე მრავალი წელია ლამინატი თავის შესანიშნავ თვისებას ადასტურებს და დიასახლისების ნდობის და სიყვარულის მოპოვებას აგრძელებს. თანამედროვე და ლამაზი იატაკის საფარი დასამონტაჟებლად მარტივი, მოსავლელად ელემენტარული და უპრეტენზიოა.

ბევრი მის ხარისხსა და გამძლეობაზე დაობს. ეს ფაქტი მარტივად ასახსნელია და ზუსტად განზოგადება არ შეიძლება, რადგან ლამინატს სხვადასხვა მწარმოებლები უშვებენ და გარკვეული მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს.

ჩვენს დროში ლამინატის იატაკი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ხშირად იყენებენ ბინებში, კოტეჯებსა და სააგარაკო სახლებში. ასეთი ზედაპირის არჩევანი ცხადი და გასაგებია:

  • ლამინატი ნებისმიერ ინტერიერს ადვილად ეთავსება. ახლა მყიდველს ფერების ფართო არჩევანი აქვთ.
  • სახლის პირობებში ადვილად და მარტივად მონტაჟდება.
  • დამონტაჟების შემდეგ დამატებითი დამუშავება არ სჭირდება და ადვილად იწმინდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მონტაჟის შემდეგ პრაქტიკულად მაშინვე შეგიძლიათ მშვიდად ისარგებლოთ.
  • გარე ზემოქმედებას კარგად უმკლავდება.

ლამინატის ზედაპირი გამძლე, საიმედო, ლამაზი და კომფორტულია. ასეთი იატაკი სახლის პირობებში გამოსაყენებლად უპრეტენზიოა, ხოლო სწორი მოვლით დიდხანს გემსახურებათ.

ამის მიუხედავად, ჰაერის მაღალი ტენიანობის მქონე შენობებში ლამინატის იატაკის დაგება რეკომენდებული არაა. იატაკს წყალი არ უყვარს, ასევე მისი ხმის იზოლაციის მაჩვენებელი მაღალი არაა. არსებული ნაკლის მიუხედავად ლამინატი იატაკის ზედაპირად იდეალურად გამოგადგებათ. სპეციალისტები მას ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ: ღია და მუქი. ფერების როლი არანაკლებ მნიშვნელოვანია და სწორად მოვლაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

თეთრი ლამინატის გაწმენდა იწყება ქვიშის და წვრილი ნაგვის მოშორებით. შემდეგ კი ლამინატის ზედაპირის სტანდარტული გაწმენდა ხდება.

მუქი ლამინატი რთულია, რადგან მცირე ნაკაწრი, ფხვნილი, მტვერი და მცირე ნაწილები ძალიან კარგად ჩანს, ამიტომ მსუბუქი სველი წმენდა აქ არ გამოგადგებათ. ჯერ ჭუჭყი მოაშორეთ, შემდეგ წყლის წვეთები, თუ დარჩა.

განსხვავებების მიუხედავად სპეციალისტები საერთო წესებს და რეკომენდაციებს იძლევიან, რომელიც მახასიათებლების მიუხედავად ყველა ლამინატზე ვრცელდება.

იდეალური პირობები და მიკროკლიმატი

ლამინატი თავისი უპრეტენზიო და მოკრძალებული მოთხოვნებით გამოირჩევა. თუმცა ელემენტარული მიკროკლიმატის შენარჩუნება საჭიროა. ტემპერატურის და ტენიანობის მიმართ ლამინატის მოთხოვნილებები ადამიანის სტანდარტული და კომფორტული პირობების მსგავსია:

  • ოთახში ჰაერის ტემპერატურა 18-20 გრადუსი;
  • ჰაერის ტენიანობა 50-60%;

ტემპერატურის მაჩვენებელი ტენიანობის კოეფიციენტისგან განსხვავებით მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. ლამინატის გარეგნულ მხარესა და გამოყენების ვადაზე გავლენას სწორედ ტენიანობა და სითხე ახდენს. მაღალმა ტენიანობამ, როგორც წყალმა, შეიძლება იატაკის დეფორმაცია გამოიწვიოს. ასეთი დეფექტის გამოსწორებას ვერ შეძლებთ.

ლამინატის სველი წმენდის ინდივიდუალური განსაკუთრებულობა და მთავარი სპეციფიკა

ლამინატის იატაკის გამოყენების ვადა რომ გაზარდოთ, მასზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედაპირი ძალიან პრეტენზიული და მომთხოვნია. რეგულარული მოვლის და სწორი გამოყენების პირობებში ლამინატი პრობლემებს არ შეგიქმნით.

ალბათ ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც იატაკზე ნაკაწრების, ლაქების და ხილული გასიების შემჩნევა გაახარებს. ძირითადად, ეს ყველაფერი არასწორი სველი წმენდის შედეგია, რომელიც იატაკს უიმედოდ აფუჭებს და მისი გამოყენების ვადას ამცირებს.

ლამინატის იატაკის ყველაზე დაუცველ ადგილად პირები ითვლება, რომლიდანაც ერთხელ შეიძლება წყლის წვეთების და ტენის გაჟონვა მოხდეს. ბოჭკოვან დაფას, რომელიც ლამინატის საფუძველს წარმოადგენს, წყლის შთანთქმის უნარი აქვს. სწორედ ეს თვისება ტენთან ურთიერთქმედებისას ნაწილობრივ ან სრულად იატაკის გასიებას იწვევს.

ასევე ლამინატისთვის სახიფათოა აგრესიული პროდუქტები, რომელთაც დიასახლისები სველი წმენდის დროს პერიოდულად იყენებენ. ზედა ფენაზე ისინი ხშირად წარუშლელ და მრავალრიცხოვან ლაქებს ტოვებენ. მსგავსი სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები გირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიის შერჩევას ყურადღებით მიუდგეთ. მწარმოებლებმა ლამინატის მოსავლელად უამრავი ეფექტური საშუალება გამოუშვეს, რომელიც ლამინატის სველი წმენდისთვის არის განკუთვნილი.

სველი წმენდის ოპტიმალური სიხშირე

იატაკის მუდმივი რეცხვა ადრე თუ გვიან მიგიყვანთ იქამდე, რომ ტენი პირებში ჩავა, ლამინატი კი გასივდება. ეპიზოდური და იშვიათი რეცხვა ჩამჯდარ ლაქებს და შესამჩნევ ჭუჭყს გამოიწვევს – მათი მოშორება გაგიჭირდებათ.

ლამინატის საწმენდად ოპტიმალური სიხშირეა 3-4 დღეში ერთხელ.

ინვენტარი ლამინატის სველი წმენდისთვის

ნაზი ლამინატის ზედაპირი ფრთხილ მოპყრობას მოითხოვს. საყვარელი ნივთები და მასალები: ჩვრები, მაისური, უხეში ჯაგრისი და ჩამოსაცმელი –  მათ ლამინატის ზედაპირზე ნაკაწრების დატოვება შეუძლიათ. ისინი აღარ უნდა გამოიყენოთ.

ასეთი იატაკის სველი წმენდისთვის ყველაზე უკეთ გამოგადგებათ მიკროფიბრა.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ! იატაკის საწმენდი ჯოხი თოკიანი ჩამოსაცმელით ხშირად ბევრ წყალს ტოვებს, რაც ლამინატისთვის დამღუპველია.

გამოგადგებათ ნებისმიერი რბილი მასალა და ჩამოსაცმელი. სახლის პირობებში დიასახლისები ხშირად იყენებენ რეზინის საფხეკს. მათი დახმარებით ზედმეტი წყლის მოშორება მარტივია, მაგრამ გამოყენების წინ ინსტრუქციას უნდა გაეცნოთ და დარწმუნდეთ, რომ მოწყობილობა ზედაპირს არ დააზიანებს.

პროფესიონალური საშუალებები ლამინატის იატაკის საწმენდად

თუ ჭუჭყის გაჩენას დაარეგულირებთ და მათ დროულად მოაშორებთ, რეგულარული დალაგება დამატებითი ქიმიური სასუალებების ჩარევას არ მოითხოვს. სპეციალური სითხე მხოლოდ იშვიათად გამოიყენეთ, რომ ლამინატის იატაკი სუფთად იყოს.

ლამინატის საწმენდად განკუთვნილი სპეციალური ნივთიერება და საყოფაცხოვრებო ქიმია ჩვეულებრივი დამატებითი იარლიყით ან წარწერით აღინიშნება. ინსტრუქციაში აუცილებლად მითითებული იქნება, თუ როგორ გამოიყენოთ საშუალება ლამინატის ზედაპირზე. ზოგჯერ საშუალება წყალს არბილებს და ნაკაწრებს აქრობს.

ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მწარმოებლები, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ, არიან:

  • Mellerud (შვედეთი). ნებისმიერ, ყველაზე რთულ ჭუჭყსაც ადვილად აშორებს.
  • Emsal (გერმანია). ღრმა შთანთქმით და ყველაზე ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორების უნარით გამოირჩევა. ჭუჭყისგან ლამინატზე დამცავ ფენას ქმნის. საშუალება უსაფრთხოა, ეკონომიური ხარჯვით გამოირჩევა და ჩამობანა არ სჭირდება. მასში შემავალი სელის ზეთი იატაკს ბზინვარებას მატებს.
  • HG (ჰოლანდია). გაუზავებელი კონცენტრატი რთულ და ჩამჯდარ ლაქებს აშორებს. წყალში დამატებით სტანდარტული დალაგების დროს გამოიყენება.
  • Laminol (რუსეთი) დამატებითი ფუნქციები აქვს: წყალს არბილებს, ჩამორეცხვა არ სჭირდება, ნაკაწრებს არ ტოვებს.
  • „ბაგი ლამინატის“ შემადგენლობაში ნატურალური სელის ზეთი შედის. რეგულარული სველი წმენდისთვის გამოგადგებათ.

ხალხური საშუალებები ლამინატის სველი წმენდის დროს

პროფესიონალურ მწარმოებლებთან ერთად შეგიძლიათ ეფექტური, ხალხური საშუალებები გამოიყენოთ.

  • სუფრის ძმარი არა მხოლოდ რეგულარული სველი წმენდის დროს დაგეხმარებათ, არამედ ჩამჯდარ ლაქებს გააქრობს. ძმრით დამუშავების შემდეეგ იატაკი განმეორებით სუფთა წყლით გაწმინდეთ. რთული და ჩამჯდარი ლაქები უფრო კონცენტრირებული ძმრის ხსნარით მოშორდება.
  • საბავშვო შამპუნს ლამინატის ზედაპირის საწმენდად ხშირად იყენებენ, რადგან მასში აგრესიული ქიმიური ნივთიერებები არ შედის. საბავშვო შამპუნი ნაკაწრებს არ ტოვებს და დამატებითი გაწმენდა არ სჭირდება.
  • ნაძვის ხის წიწვები. 1 ჭიქა წიწვებს წყალი დაასხით, 5 წუთით ადუღეთ, 1 დღე დააყენეთ, შემდეგ წყალს აურიეთ და გამოიყენეთ. ლამინატს ეფექტურად წმენდს და ბზინვარებას მატებს.

ლამინატის სველი წმენდის დროს რეკომენდებული არაა:

  • ნებისმიერი საპონი, მათ შორის დიასახლისის, ზედაპირს მნიშვნელოვნად აზიანებს და ნაკაწრებს ტოვებს.
  • აბრაზიული ნივთიერება, ფხვნილი, უხეში ჯაგრისი და ჩვარი.
  • ნებისმიერი მჟავა და მათეთრებელი ზედაპირის დამცავ ფენას მნიშვნელოვნად აზიანებს.
  • ნებისმიერი საშუალება, რომლის შემადგენლობაში ქლორი შედის.
  • ტუტე პრეპარატები.
  • ორთქლგენერატორები.

საწმენდი მტვერსასრუტის და ორთქლგენერატორის გამოყენება

საყოფაცხოვრებო ტექნიკა მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც დიასახლისის ცხოვრებას, ასევე დალაგების სიხშირეს. ლამინატზე საწმენდი მტვერსასრუტის გამოყენება აკრძალული არაა, მაგრამ რეკომენდებულია სიფრთხილით გამოიყენოთ.

საწმენდი მტვერსასრუტი გამოყენების წესების დაცვით შეუცვლელი დამხმარე გახდება. მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ჯაგრისები, სითხის ნარჩენების შემგროვებელი.

საწმენდი მტვერსასრუტი შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალგამძლე ლამინატზე. ასეთ ზედაპირს დამატებითი ფენები და წყალგამძლე საფარი იცავს, ხოლო ზედა ფენა სითხის და წყლის მიმართ მაქსიმალურად გამძლეა.

ლამინატის იატაკის რეცხვის დროს მტვერსასრუტი მცირე რაოდენობით სითხეს უნდა იყენებდეს. მტვერსასრუტის მთავარი ამოცანა იატაკის დასველება და არა დატენიანებაა.

ნაკრებში შეიძლება შედიოდეს დამატებითი საცავი ლამინატის ზედაპირისთვის, რაც წმენდის პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

გამოცდილი დიასახლისები გირჩევენე საწმენდი მტვერსასრუტის შერჩევისას ყურადღება მიაქციოთ Thomas, Vax და Bissel.

დაჟინებით გირჩევთ, რომ ლამინატის საწმენდად ორთქლრეგენატორი არ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში ცხელი ორთქლი სახიფათოა.

ლამინატის წმენდის ეტაპები და წესები

თითოეულს თავისი შრომის და ძალისხმევის ეფექტური შედეგის ნახვა სურს. ლამინატის იატაკი გაწმენდის შემდეგ უნდა ბზინავდეს. მაქსიმალური წარმატების მისაღწევად სპეციალისტები გარკვეული წესების დაცვას გირჩევენ.

  • ლამინატის გაწმენდა მშრალი დალაგებით დაიწყეთ. წვრილი ნამცეცები და მსხვილი ნაგავი მოაშორეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხელს შეგიშლიან და ლამინატის ზედა ფენას გაკაწრავენ.
  • ცოცხით მუშაობის შემდეგ ცალკეული ნაწილების დაჭუჭყიანება შეამოწმეთ. ასეთის არსებობის შემთხვევაში ლაქები მოაშორეთ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ! ნაკაწრების რაოდენობა წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. რაც უფრო ცხელია, მით უფრო ნაკლები ნაკაწრი რჩება. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა მინიმუმ 40 გრადუსია.

  • შესაძლებლობის მიხედვით ლამინატის წმენდის დროს ფანჯრები გააღეთ. ასე ზედაპირზე წყალი არ გაჩერდება – მსუბუქი ზემოქმედებით სწრაფად აორთქლდება.

  • სველი წმენდის შემდეგ იატაკი მშრალი, რბილი ჩვრით გაწმინდეთ. ასე დარჩენილ ნაკაწრებს მოაშორებთ და ლამინატს ბზინვარებას დაუბრუნებთ.
  • თუ რომელიმე საშუალებას პირველად იყენებთ, მისი მოქმედება ლამინატის პატარა მონაკვეთზე შეამოწმეთ. ასე შესაძლო შედეგებს თავიდან აიცილებთ. თუ იატაკი გაიწმინდა, ზედაპირი კი არ დაზიანდა – საშუალება შეგიძლიათ მთელ ზედაპირზე გამოიყენოთ.
  • ლამინატი ჩვრით და წყლით ადვილად იწმინდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყლის დაგროვება არ მოხდეს.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ! ლამინატის ზედაპირის სველი წმენდის დროს კატეგორიულად აკრძალულია აბრაზიული ნივთიერებები და ფხვნილი.

არასწორი მეთოდის შერჩევით ადვილად დააზიანებთ როგორც იატაკის ზედა ფენას, ასევე ლამინატს მთლიანად. ნეგატიური და უსიამოვნო შედეგების აღმოფხვრა კი გაგიჭირდებათ. ამასთან მარტივი წესების და პრაქტიკული რეკომენდაციების დაცვით ლამინატის ხარისხს და ბზინვარებას დიდხანს შეინარჩუნებთ, ასევე გამოყენების ვადას მნიშვნელოვნად გაზრდით.

პროფილაქტიკა

სტატისტიკა და გამოცდილება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წესების, რეკომენდაციების და რჩევების დაცვით ლამინატის ბზინვარების და თავდაპირველი გარეგნობის შენარჩუნება შესაძლებელია.

  • ეცადეთ, სახლში ფეხსაცმლით არ იაროთ, განსაკუთრებით მაგარი ქუსლით, მით უმეტეს წვრილი ქუსლებით.
  • ავეჯის გადაადგილებას სიფრთხილე გამოიჩინეთ. სასურველია არ გაასრიალოთ, არამედ გადაიტანოთ.

  • განსაკუთრებით აქტიურ ზონებში (შემოსასვლელი კარი, საძინებელი ოთახი, დივანი, საწოლი ან სათამაშო სივრცე) რეკომენდებულია ხალიჩა დააგოთ.

პატარა ხრიკები გამოცდილი დიასახლისებისგან

პატარა ნაგავს, ნამცეცებს და უმნიშვნელო ლაქებს რეგულარული სველი წმენდით მარტივად გაუმკლავდებით. ძლიერ დაჭუჭყიანებული ადგილი და რთულად მოსაშორებელი ლაქები დამატებით სპეციალურ საშუალებებს მოითხოვს. თუ ხელთ საყოფაცხოვრებო ქიმია არ გაქვთ, არ ინერვიულოთ. საიმედო დამხმარეს სახლის პირობებში იპოვით. ჭუჭყის და სხვადასხვა ლაქების მოშორებას მარტივი პროდუქტების გამოყენებით შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი საშუალების წასმა ლოკალურად, მხოლოდ ჭუჭყიან ადგილზე ხდება.

  • აცეტონი და ეთილის სპირტი ლამინატის იატაკზე საღებავს მარტივად გაუმკლავდება. აცეტონი ასევე გამოიყენება ლაქის, მელნის, მარკერის და ფლომასტერის მოსაშორებლად.
  • ცვილის ფანქარი და სარემონტო პასტა ნაკაწრებს და უმნიშვნელო დაზიანებას დაფარავს.

  • ცხიმიან ლაქას ყინავენ. ჭუჭყიან ზედაპირს ყინული დაადეთ შემდეგ რეზინის საფხეკით მოაშორეთ.
  • თუ სველი წმენდის შემდეგ ნაკაწრებს აღმოაჩენთ, იატაკი კიდევ ერთხელ ძმრის სუსტი ხსნარით გაწმინდეთ.
  • ლამინატის იატაკზე მიმხმარ სისხლს ნებისმიერი მინის საწმენდი საშუალებით მოაშორებთ.
  • საღეჭ რეზინას უსიამოვნო შედეგების გარეშე მარტივად მოიშორებთ, თუ მას მცენარეულ ზეთს წაუსვამთ. პლასტილინი გამაგრდება. დარჩენილი ცხიმიანი ლაქა ჭურჭლის სარეცხი საშუალებით მოაშორეთ.
  • ნეილონი ფერად ფანქრებს მოგაშორებთ.
  • წვენის, ღვინის და ყავის ლაქა თხევადი საპნით ან ნებისმიერი მინის საწმენდი საშუალებით გაქრება.

ლამინატის გამოყენების მთავარი წესებია: რაც უფრო ნაკლებად შეაწუხებთ ლამინატის იატაკს, მით უფრო დიდხანს გამოიყენებთ. სველი წმენდის ოპტიმალური გრაფიკი აირჩიეთ და ნაკაწრები და ლაქები არ შეგაწუხებთ!