როგორ მოვიშოროთ ობი სააბაზანოდან, სწრაფად და სამუდამოდ

4575

თანამედროვე დიასახლისისთვის, სააბაზანო ოთახი უამრავ ფუნქციას ასრულებს. ესაა ერთგვარი ჭურჭელი ოჯახის დასაბანად, სამრეცხაო – თეთრეულის გასარეცხავად და გასაშრობად, აქვე, დიასახლისს აქვს თავისი კუთხე, სადაც თავს იწესრიგებს. სააბაზანოშივე, ხშირად, ინახება სარეცხი და საწმენდი საშუალებები, კოსმეტიკა და სხვ. ანუ, ესაა განსაკუთრებული ოთახი, რომელშიც ბევრი ადამიანი იყრის თავს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის, დამღლელი დღის ბოლოს, დასვენებისთვისაც. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ მასში მუდმივად სისუფთავე, სასიამოვნო სურნელი და ელვარება სუფევდეს. მაგრამ, ობი?

ჭერზე, კედლებზე, მილებსა და ფილებშორის ნაკერებზე ვხედავთ შავ ლაქებს და ვგრძნობთ საშინელ სუნს, სასიამოვნო არომატის ნაცვლად. ეს ობის გაჩენის შედეგია. ახლა დაწვრილებით გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ეს პრობლემა სწრაფად და სამუდამოდ.

რით დავიწყოთ სოკოს საწინააღმდეგო დამუშავება

ოთახის სანიტარული წმენდა უნდა დაიწყოთ ყველა ზედაპირის მექანიკური დამუშავებით, შავი ლაქებისა და ნაწიბურების მოშორებით. გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: რეზინის ხელთათმანები და დამცავი ნიღაბი. შეიარაღდით ღრუბლებით, ჯაგრისებითა და ჩვრებით. ჯაგრისით გაწმინდეთ ყველა ხელმისაწვდომი ზედაპირი ანტისეპტიკური ხსნარებით. მილები, ნიჟარა და ონკანები იმავე საშუალებით, ღრუბლის გამოყენებით გაწმინდეთ. ჭერი, პლინტუსები, პანელებს შორის ნაკერებიც კარგად გაწმინდეთ ჩვრებით.

იპოვეთ კედლებში სიცარიელები, განსაკუთრებით ყურადღებით დაათვალიერეთ კედლის ის ნაწილები, რომლებიც უხვადაა დაფარული შავი ნადებით. ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან კედელში სიცარიელე შეიძლება ობის წყარო იყოს და, თუ უბრალოდ ზედაპირულად განაახლებთ საღებავს, მიკროორგანიზმები მასზეც გამოაღწევენ.

გადაყარეთ ყველა გამოყენებული საშუალება წმენდის შემდეგ. თუ კარგ ჯაგრისთან გამომშვიდობება არ გინდათ, ორჯერ მოასხით მდუღარე წყალი და ჩაალბეთ ქლორში.

დამუშავებული ოთახი კარგად გააშრეთ. ამას 1-5 საათი დასჭირდება, და მნიშვნელოვანია ისიც, რომ სააბაზანო არ გამოიყენონ დანიშნულებისამებრ, ამ დროის მანძილზე.

კაპიტალური რემონტი

თუ სოკო იმდენად მოდებულია, რომ სამუშაო ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს, კაპიტალური რემონტის გარეშე ვერ გამოძვრებით. ამ დროს, საჭირო იქნება ყველა მოსაპირკეთებელი პანელისა და ფილის, დეკორატიული დეტალების მოხსნა. გამოცდილი ხელოსანი ასეთ ოთახში ბათქაშის ზედა ფენას მოხსნის და თავიდან შეაბათქაშებს, მოხსნის დაზიანებულ საღებავს, ყველა მჟონავ მილსა და ძველ სანტექნიკურ მოწყობილობას.

სანამ ოთახის ხელახლა მოპირკეთებას გადაწყვეტდეთ, გასაწმენდ ზედაპირებს წაუსვით სოკოსსაწინააღმდეგო პრეპარატები. დღეს მწარმოებლები გვთავაზობენ უამრავ შემადგენლობას, რომლებიც ნამდვილად ებრძვის სოკოვან დაინფიცირებას.

ყოველწლიურად კაპიტალური რემონტის შესრულება, რა თქმა უნდა, ცუდი ვარიანტია, ამიტომ კარგი სანიტარული მდგომარეობა აუცილებლად შეინარჩუნეთ მუდმივად, დაამუშავეთ ზედაპირები სპეციალური შემადგენლობით.

რით ვებრძოლოთ სოკოს სააბაზანო ოთახში

ხელმისაწვდომი საშუალებები:

  • სოდა და ძმარი, ალბათ, ნებისმიერი ოჯახის არსენალშია. უმარტივესი მიკროორგანიზმების უჯრედები ამ შემადგენლობის გავლენის ქვეშ იღუპებიან და მიკროორგანიზმების ზრდა წყდება. ცხელ წყალში გახსენით სოდა (5 ლ-ზე 0.5 ფინჯანი სოდა), დაუმატეთ 100 გ 9%-იანი ძმარი. ასეთი მასით დაამუშავეთ ყველა თავისუფალი ზედაპირი, კედლები და ჭერი, ახალი ობის პროფილაქტიკისთვის. 1 საათში ჩამორეცხეთ წყლით და გამოაშრეთ ოთახი. ორმაგი სარგებელი – ასეთი დამუშავების შემდეგ, ყველა ზედაპირი სისუფთავით იბზინებს.

  • ბორის მჟავა და წყალბადის ზეჟანგიც საკმაოდ იაფფასიანი საშუალებაა. მოამზადეთ 1:1 ნარევი, დაამუშავეთ მასით ბეტონისა და კერამიკის ზედაპირები. დაიმახსოვრეთ, რომ წყალბადის ზეჟანგმა შეიძლება გააფუჭოს საღებავი პლასტმასსა და ხეზე.
  • ნიშადურის სპირტი, იგივე ამიაკი შესანიშნავი ანტისეპტიკია, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს. ერთადერთი მინუსია მძაფრი სუნი. ამიტომ, დამუშავების შემდეგ, ოთახი გაანიავეთ.
  • ბორაკი (ნატრიუმის ტეტრაბორატი) ყველასათვის ნაცნობი ფხვნილია, რომელიც ანადგურებს რწყილებს, ტარაკნებს. იგი შესანიშნავად უმკლავდება სოკოსა. 1 ჭიქა ბორაკი გააზავეთ 4 ლ წყალში და წაუსვით 10 წუთით დაბინძურებულ მონაკვეთს. შემდეგ აუცილებლად ჩამორეცხეთ, რადგან ესაა ძლიერმოქმედი საშუალება და შეღებილ ზედაპირს გააფუჭებს.
  • მაღალეფექტურია ხსნარი, რომელიც ბორის მჟავის, ძმრის, წყალბადის ზეჟანგისა და წყლისგან 1:2:2:4 თანაფარდობით მზადდება. თითოეული საშუალება ძლიერ გავლენას ახდენს დაზიანებულ მონაკვეთებზე.
  • ჩვენთვის ჩვეული საყოფაცხოვრებო საპონი შეიცავს ტუტეს, რომელიც კარგად კლავს ობს. საპონი დახეხეთ მსხვილად, გააზავეთ წყალთან ფაფისებრი მდგომარეობის მიღებამდე და გარეცხეთ ყველა დაინფიცირებული მონაკვეთი, რის შემდეგაც წყლით უნდა ჩამორეცხოთ.
  • კიდევ ერთი ხალხური საშუალებაა ჩაის ხის ზეთი – უნიკალური პროდუქტი, რომელიც კლავს მის სპორებს. 1 ჩ.კ. ზეთი გააზავეთ 1 ჭიქა წყალში, მიღებული მასა პულვერიზატორით შეაშხეფეთ კედლებს. დამატებითი ჩამორეცხვა საჭირო არაა, კედელზე გაჩნდება დამცავი ფენა, რომლის ქვეშაც აღარაფერი განვითარდება. ბონუსად მიიღებთ სასიამოვნო არომატს.

საუკეთესო იქნება, თუ ამ პროცედურებს ძილის წინ ჩაატარებთ, სააბაზანოს განიავების საშუალება რომ გქონდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს