ხალხში მას კნინობითად „დუნდულს“ უწოდებენ. ამასთან საკვებში მის მიღებას არ ჩქარობენ: ჭრიან და ნაგავში აგდებენ. კიტრის ბოლოები, როგორც წესი ძველი, უხეში და მწარეა. სწორედ ამიტომ, როგორც ახალ საკვებში, ასევე კონსერვის დროს მათ არ ინდობენ. განა მიზეზი მხოლოდ ესაა?
„პაპარაცს“ გაუჩნდა კითხვა: რატომ უნდა მოჭრათ კიტრის ბოლოები? ახალგაზრდა კიტრის ბოლოები ხომ ტკბილია და გემოთი ქერქისგან არ განსხვავდება. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რატომ უნდა მოაჭრათ კიტრს ბოლოები დაკონსერვების წინ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბევრი დიასახლისი კიტრის ბოლოების მოჭრას უბრალოდ მიჩვეულია. ზოგისთვის ეს მოქმედება სუფთა მექანიკურია. დამეთანხმეთ, თქვენც ხშირად დაუფიქრებლად ასე აკეთებთ.
სინამდვილეში, ბოლოებ მოჭრილი კიტრი სწრაფად მარილდება და მწნილდება. ეს კი ხარისხსა და კონსერვის შენახვაზე გავლენას ახდენს.
გამოცდილი დიასახლისების დაკვირვებით კიტრის კონსერვი, რომელსაც მოჭრილი ბოლოები აქვს, იშვიათად დუღს. სწორედ ამიტომ, კიტრი მაგარი და ხრაშუნა რჩება, თითქოსდა ახალია.
როგორც ცნობილია, კიტრის მთელი სიმწარე ბოლოებში მდებარეობს, უფრო ზუსტად იქ, სადაც კიტრის ბარდი დამაგრებული იყო. ეს სიმწარე თერმული დამუშავების შემდეგ ქრება, მაგრამ თავად ბოლოები უხეში და უგემური ხდება.
ამასთან, კიტრის ბოლოების გარეცხვა რთულია. ამის გამო, კონსერვის შენახვის ვადა რამდენჯერმე მცირდება.
როგორც გამოცდილება აჩვენებს, კიტრი ბოლოების გარეშე ქილაში ერთმანეთს უფრო უკეთ ეკვრის და ამით ადგილს ზოგავს. ამასთან, თქვენ პროდუქტის მხოლოდ გემრიელ ნაწილს ამწნილებთ და ამარილებთ.
სუფთა ესთეტიკური კუთხით კიტრი ბოლოების გარეშე უფრო წარმატებულად გამოიყურება. ეს, რა თქმა უნდა, რედაქციის სუბიექტური მოსაზრებაა. სინამდვილეში, დამწნილების დროს კიტრს ბოლოებს არ აჭრიან.
აი, ნაკლებად მარილიან და მარილიან კიტრს თითოეული დიასახლისი განსხვავებულად ამზადებს. ხშირად მხოლოდ ერთ ბოლოს აჭრიან, მეორეს კი ტოვებენ.
რა თქმა უნდა, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რომ საკუთარი მოსაზრება სამუდამოდ შეცვალოთ. თუ მთელი კიტრის დაკონსერვება მოგწონთ, ამაზე უარი არ თქვათ. თქვენ აჭრით კიტრს ბოლოებს დაკონსერვების წინ? გამოცდილება გაგვიზიარეთ!