როგორ შევინახოთ პური ისე, რომ არც გამაგრდეს და არც დაობდეს

14813

დიდი ქალაქის მაღაზიებში პურის არჩევანი ყოველთვის უზარმაზარია. არსებობს ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობის სახეობა. ხშირად, რაც უფრო ძვირია პროდუქტი, მით უფრო ხარისხიანია, თუმცა, ასე ყოველთვის არ ხდება. მცირე ქალაქებში სიტუაცია ასეთი სახარბიელო ნამდვილად არ გახლავთ: ხარისხი ძლიერად იკლებს, ბევრი ყიდულობს პურის საცხობ აპარატს და პროდუქტს თავად აცხობს.

თუმცა, უახლოეს ქსელურ მარკეტში ნაყიდი პური შეიძლება ღია ჰაერზე მზიან ამინდშიც კი დაობდეს. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ და ზუსტად იცოდეთ, როგორ შეინახოთ პური საშინაო პირობებში, ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით. ამ სტატიაში სწორედ ამას მოგიყვებით.

როგორ შევინახოთ პური

მანამდე კი სასარგებლო ინფორმაცია:

  1.  კარგ, ხარისხიან პურს აქვს ყველა ცხიმი, ცილა და ნახშირწყალი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება. თუ მხოლოდ მას შეჭამ, გასუქდები, თუმცა, საერთო ჯამში, აბსოლუტურად ჯანმრთელი იქნები.
  2. პირველი პური არა მარცვლეულისგან, არამედ რკოების ან თხილისგან მზადდებოდა.
  3. ჯერ კიდევ ძვ.წ. 2500 წელს, ბერძნები პურის 80-მდე სახეობას აცხობდნენ.
  4. ძველ ეგვიპტეში, პური ვალუტის ფუნქციასაც ითავსებდა.
  5. მსოფლიოში, ერთ სულზე ყველაზე მეტ პურს საფრანგეთში მიირთმევენ
  6. მთელ მსოფლიოში იხილავთ პურს ხორბლის, ჭვავის, შვრიის, სორგოს, ქერის, სიმინდის, ბრინჯის, ფეტვისა და დურასგან.

როგორ შევინახოთ პური

დაგჭირდებათ:

  • გაზიანი სასმლის ალუმინის ქილა
  • მაკრატელი
  • თერმული მილი
  • ერთჯერადი პარკი
  • ქაღალდის ფურცელი და სახვრეტი ან
  • ბიზი და გაზქურა

დამზადება

1. აიღეთ მაკრატელი და გაჭერით სასმლის ქილა ისე, რომ მიიღოთ შუა ნაწილი, თხელი ტილო, რომელიც გვჭირდება. ამ ტილოთი გამოჭერით 45 მმ სიგრძისა და 5 მმ სიგანის ზოლები.

2. თერმომილი დაჭერით 45 მმ სიგრძით. თითოეული ნაჭრის შიდა მხარეს მოათავსეთ ალუმინის ზოლები და გაათბეთ, რომ დაჯდეს. თერმომილი დამაგრდება და მიიღებთ ხარისხიან ხამუთებს.

3. აიღეთ ერთჯერადი პარკი და ორად დაკეცეთ. ახლა ორი ვარიანტი გაქვთ მასში სავენტილაციო ხვრელების გასაკეთებლად.

4. მოათავსეთ პარკი გადაკეცილ ქაღალდში და გახვრიტეთ სახვრეტით (ქაღალდის გარეშე ეს არ გამოგივათ.

5. ან უბრალოდ გაახურეთ სადგისი გაზზე და გაუკეთეთ პარკს ხვრელები, რომლებიც მაშინვე მიიწვება და აღარ გაიწელება.

მოათავსეთ პური პარკში და კიდეები დაამაგრეთ ხამუთებით. ახლა ობის ნუღარ შეგეშინდებათ. თუმცა, ალტერნატივის სახით, კიდევ რამდენიმე ხერხს გთავაზობთ.

პურის შენახვის ვარიანტები

  1. ძველად, ჩვენი წინაპრები პურს სელის ხელსახოცებში ახვევდნენ. ასე იგი დაცული იყო და “სუნთქავდა”, თანაც არ მაგრდებოდა.
  2. თუ პურს არა კიდიდან, არამედ შუაგულიდან ამოჭრით და შემდეგ ორ დარჩენილ ნაწილს შეაერთებთ, უფრო დიდხანს იქნება ახალივით.
  3. პური თუნდაც რამდენიმე თვით შეინახება საყინულეში, მოხმარებამდე კი გაათბეთ ღუმელში. პური გემრიელი და არომატული იქნება. თუმცა, თითქმის მაშინვე გამაგრდება, ამიტომ, გამოიღეთ მაცივრიდან იმდენი პური, რამდენიც ერთ ჭამაზე გჭირდებათ.
  4. გამომცხვარი კერძი გაცილებით დიდხანს გაძლებს, თუ მასთან ერთად, იმავე ჭურჭელში ნედლ ვაშლს მოათავსებთ.

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ახალი პურის მოფრთხილებასა და მისი გემოს დიდხანს შენარჩუნებაში. თანამედროვე მწარმოებლები 100%-იან ხარისხს ვერ შეგვპირდებიან, ამიტომ ჩვენ, მოსახლეობამ, ყოველგვარი ზომები უნდა მივიღოთ. საკუთარი ხელით გამომცხვარი პური ყველას არ მოსწონს, ესე იგი, მაღაზიის პურის შენახვის საკითხი დღემდე აქტუალურია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს