რა უნდა გააკეთოთ, თუ ზედმეტად გულმავიწყი გახდით და მნიშვნელოვან საქმეებს ვერ იხსენებთ

0
1367

ინფორმაციის დამახსოვრება პრობლემას არ წარმოადგენს. ტვინი მუშაობს ისე, რომ ირგვლივ მომხდარ ყველაფერს იმახსოვრებს. მაგრამ თუ ამ დროს ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს არ გააქტიურებთ, მას მნიშვნელოვანი საქმეების უსარგებლოდან გარჩევაში არ დაეხმარებით, მოგვიანებით საჭირო მომენტში საჭირო ინფორმაციის მიღებას ვერ შეძლებთ.

სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც გულმავიწყობას მოგაშორებთ. ხშირად პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მეხსიერებას სწორად არ ვიყენებთ და დასამახსოვრებლად რაიმე ტექნიკას არ ვიყენებთ. ასეთ შემთხვევაში რატომ გვაქვს კარგი შედეგის იმედი?

ინფორმაციის დამახსოვრება

რა უნდა გააკეთოთ, რომ ყველაფრის წიგნაკში ჩაწერა შეწყვიტოთ, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი საქმეები გახსოვდეთ? ამისთვის ტვინის მუშაობის განსაკუთრებულობა უნდა გაითვალისწინოთ და მას დაეხმაროთ.

ინფორმაციის მიღება გაამარტივეთ

ინფორმაციას ხარისხიანად დაიმახსოვრებთ, თუ დრო და დრო მას გამოიყენებთ. მაგალითად, თუ ადამიანის სახელის დამახსოვრება გჭირდებათ, საკმარისია მისი სახელი ყოველი შეხვედრის დროს წარმოთქვათ. ძალიან მალე, ამ ადამიანის შეხვედრისას აღმოაჩენთ, რომ მის სახელს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იხსენებთ.

უფრო ადვილია იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რომლის ირგვლივ მეტ „ჩასაჭიდს“ შექმნით. მაგალითად, თუ ადამიანთა ჯგუფს მხოლოდ ერთ კაბინეტში ხვდებით, თითოეული მათგანის დამახსოვრება გაგიჭირდებათ. თუ ამ ხალხს ჯერ კაბინეტში, შემდეგ ქუჩაში, ამის შემდეგ კაფეში ან კიდევ სადმე შეხვდებით, დამახსოვრების ხარისხი გაიზრდება.

ასე მეხსიერებას დამატებითი მინიშნება უჩნდება. და ასეთი „ჩასაჭიდი“ რაც უფრო მეტი იქნება, ინფორმაციას მით უფრო მარტივად დაიმახსოვრებთ. სწორედ ამიტომ, დასამახსოვრებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფაქტები: რას აკეთებდით ერთად, რაზე საუბრობდით, რა გეცვათ და ა.შ.

ტვინი ავარჯიშეთ

თუ გულმავიწყობაზე არ იმუშავებთ და ყველაფრის გამოსწორებას არ ეცდებით, პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება. პირველ რიგში, შეიარაღდით ბლოკნოტით, რომ ჩაიწეროთ ყველაფერი, რისი დამახსოვრებაც საჭირო მომენტში ვერ მოახერხეთ. ასე მეხსიერების დარღვევას ყურადღებას მიაქცევთ და ძალისხმევას გაიღებთ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.

სცადეთ ხანგრძლივ საუბრებში რეგულარულად ჩაერთოთ. ამისთვის ოჯახის წევრებთან შეგიძლიათ ივარჯიშოთ. დიდხანს ისაუბრეთ და დიალოგის დროს კითხვებს დეტალურად უპასუხეთ. თავიდან გაგიჭირდებათ იმ საკითხების განხილვა, რომელიც ტვინისთვის ავტომატურ საკითხს არ წარმოადგენს. მაგრამ ზუსტად ეს ტვინის გავარჯიშებასა და წესრიგის დამყარებაში დაგეხმარებათ.

ასევე სასარგებლოა საქმით დაკავება, რომლის გაკეთებაც ადრე არ გიწევდათ. მსოფლიოში ძალიან ბევრი საქმე არსებობს. ყოველთვის შეგიძლიათ რაღაც ისწავლოთ და მოსწავლის როლი მოირგოთ. აქ უნივერსალური მაგალითის პოვნა გაგიჭირდებათ. უბრალოდ დაფიქრდით, რისი გაკეთება იქნებოდა საინტერესოა და ახალი გამოცდილება აღმოაჩინეთ.

როცა ადამიანს მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს, მისი ტვინი სოლიდური ასაკის მიუხედავად „ახალგაზრდობით“ გამოირჩევა. ამავდროულად ხალხი, რომელიც მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს, ტვინის „სიბერის“ სიმპტომებს ახალგაზრდულ ასაკში აწყდება.

გაჯეტებზე დამოკიდებულებას შეებრძოლეთ

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ თავის საქმეს დაუფიქრებლად აკეთებინებს მოსახერხებელ გაჯეტს, რომელიც ცხოვრებას უმსუბუქებს. შედეგად, მეხსიერების დაძაბვა სულ უფრო იშვიათად გვიწევს, რადგან აუცილებელი ინფორმაციის პოვნა ინტერნეტ საძიებო სისტემით მარტივად შეიძლება. ასე მეხსიერებიდან საჭირო ინფორმაციის მიღების უნარი იკარგება.

სწორედ ამიტომ, დამოკიდებულება მოიშორეთ. დიახ, გაჯეტებსა და ინტერნეტზე სრულად უარის თქმა შეუძლებელია, თუ მას სამუშაოდ და ურთიერთობისთვის იყენებთ. თუმცა საათობით სოციალურ ქსელებში ჯდომამ, სიახლეების თვალიერებამ, თამაშებმა და სხვა უსარგებლო საქმიანობამ შეიძლება ცნობიერებაში ფესვები მყარად გაიდგას. ისინი აღიქმება, როგორც ემოციურ სისტემაზე სიამოვნების მიღების საშუალება.

თუ ეს მოქმედებები ჩვევად გაქვთ, მათზე უარის თქმა გაგიჭირდებათ. ერთი „სიამოვნების“ მეორეთი ჩანაცვლება მოგიწევთ. თუ სოციალურ ქსელებზე უარს ამბობთ, სხვა მეთოდით სიამოვნება მიიღეთ. მაგალითად, გაჯეტებიდან გადაერთეთ, რომ ფინჯანი ყავა დალიოთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ ან შინაურ ცხოველებს ეთამაშოთ.

გულმავიწყობას პროგრესირების საშუალება არ მისცეთ. ყველაფრის თვითნებაზე მიშვება ადვილია, მაგრამ ამით უკეთ ვინ გახდება? მეხსიერებაზე იმუშავეთ, ტვინი ავარჯიშეთ და დამოკიდებულებას თქვენს ქვეცნობიერზე მართვის საშუალება არ მისცეთ. ასე ინფორმაციის დამახსოვრება და საჭირო დროს სწრაფად მიღება პრობლემა აღარ იქნება.