სამეფო ტკბილეული რომ მიიღოთ, ქლიავის მურაბა აუცილებლად საღამო ხანს მოამზადეთ. როცა მას გასინჯავთ, მიხვდებით, რომ დრო ტყუილად არ დაგიხარჯავთ.
მაშინაც კი, თუ კონსერვს პირველად აკეთებთ, საცდელად არა ცოტა, არამედ ერთდროულად ბევრი მოამზადეთ. მურაბა ნაზი, არომატული და რბილი მარმელადის მსგავსი გამოვა. ასეთი მურაბის დედოფლისთვის მირთმევაც არ შეგრცხვებათ!
ქლიავის მურაბა
თუ მოგწონთ არასტანდარტული გადაწყვეტილება, ეს რეცეპტი თქვენთვისაა! დარიჩინის და ქლიავის არომატი, ხრაშუნა კაკალი. გემრიელად ჟღერს, მართალია? ქლიავის მურაბა კაკლით ნებისმიერ დესერტს მრავალფეროვნებას შემატებს, საცხობად გამოგადგებათ და ცივ დღეებში გაგათბობთ.
მურაბისთვის მუქი სახეობის მაგარი ქლიავი გამოიყენეთ. მწიფე კენკრა ფაფად გადაიქცევა და ჯემს მიიღებთ. კაკალი ყველაზე ახალი გამოიყენეთ. დარწმუნდით, რომ მათ შორის გაფუჭებული ან მწარე არაა.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ქლიავი
- 4 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 2 ჩხირი დარიჩინი ან 0,5 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 2 ს/კ კონიაკი
მომზადება:
1. გარეცხილი ქლიავი შუაზე გაჭერით და კურკები მოაშორეთ. კენკრას ნახევარი შაქარი მოაყარეთ და 3 საათით გააჩერეთ.
2. როცა კენკრა წვენს გამოიღებს, დარჩენილი შაქარი, დარიჩინის ჩხირები დაუმატეთ და ქვაბი ცეცხლზე დადგით. სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ და შემდეგ გაზი გამორთეთ
3. მომავალი მურაბა 8 საათით ან მთელი ღამე გააჩერეთ. ქლიავი შაქრის სიროფით და დარიჩინით გაიჟღინთება და ფორმას კარგად შეინარჩუნებს.
4. დილით მურაბა სუსტ ცეცხლზე დადგით. სანამ ადუღდება, კაკალი მოამზადეთ.
5. კაკალი მშრალ ტაფაზე ოდნავ შეწვით, მშრალ პირსახოცში გაახვიეთ და დასრისეთ. ასე ზედმეტ ფურცლებს მოიშორებთ და კაკალი უფრო გემრიელი იქნება.
6. მდუღარე მურაბას კაკალი, კონიაკი დაუმატეთ და 20 წუთით ხარშეთ. ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ.
7. დარიჩინის ჩხირები ამოიღეთ. ცხელი მურაბა სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და იმწამსვე თავსახურით მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ და 24 საათით გადასაფარებლში შეფუთეთ.
ქლიავის მურაბა კარგია იმით, რომ სხვადასხვა ინგრედიენტით შეგიძლიათ მოამზადოთ. ასე ოჯახის წევრების და სტუმრების ახალი გემოთი და არომატით გახარებას შეძლებთ.
ქლიავის მურაბის რეცეპტი შეინახეთ და მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.