ამ ზაფხულს ჭიანჭველები დავამარცხე: ჩემს ბაღს მავნე მწერები აღარ ეკარებიან

775

ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც ბაღისა და აგარაკისთვის განკუთვნილი ნივთები იყიდება, დღეს შეიძენთ სხვადასხვა საშუალებას მავნე მწერების, მათ შორის, ბაღის ჭიანჭველების წინააღმდეგ. თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ ქიმიური საშუალებების გამოყენება ჩვენს ბაღში არ გვინდა?

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ჭიანჭველებისგან გათავისუფლებას ხალხური საშუალებებით. მათი ნაწილი ჩვენ პირადად გამოვცადეთ, ხოლო ნაწილი – ნაცნობმა მებაღეებმა გვასწავლეს. სიამოვნებით გაგიზიარებთ მეთოდებს, რომლებიც მათ ამ პრობლემის გადაჭრაში ეხმარებათ.

როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები სამუდამოდ

1. ფერფლი

ასე ჭიანჭველებს ბებიაჩემი ებრძოდა. მზის ჩასვლის შემდეგ, როცა ყველა მწერი “სახლში” ბრუნდებოდა, იგი იღებდა ნიჩაბს და ორ-სამჯერ თხრიდა ჭიანჭველების ბუდეს. შემდეგ სწრაფად ყრიდა ჭიანჭველებიან მიწას სათლში და ტყეში გაჰქონდა, ნაკვეთიდან შორს. ორმოში კი ხის ფერფლს ყრიდა. ამის შემდეგ, სეზონის ბოლომდე ჭიანჭველები აღარ აწუხებდნენ.

2. ბორის მჟავა და საფუარი

ეს საშუალება ჩვენ დაგვეხმარა აგარაკიდან მწერების მოცილებაში. ქილაში შეურიეთ 1 შეკვრა ბორის მჟავა და 1 შეკვრა მშრალი საფუარი. გახსენით ცოტაოდენ წყალში, დაუმატეთ 1 ჭიქა მურაბა და მორწყეთ ჭიანჭველების საყვარელი ადგილები ამ ხსნარით. მეორე დღეს ნაკლებ ჭიანჭველას ნახავთ, მეორე პროცედურის შემდეგ კი ისინი საერთოდ დატოვებენ ნაკვეთს.

3. არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი

ჩაასხით ჭიანჭველების ბუდეში მზესუმზირის არარაფინირებული ზეთი. ჭიანჭველები სუნების მიმართ მგრძნობიარენი არიან, ზეთის სუნს კი ვერ იტანენ. ამბობენ, რომ ასეთი დამუშავების შემდეგ, არასასურველი მეზობლები ნაკვეთზე შემცირდებიან.

4. მანი-ფაფა და სოდა

1 კგ მანი-ფაფა და 1 შეკვრა სოდა შეურიეთ და მოაყარეთ ბუდეს. ერთადერთი პირობა – ეს პროცედურა მშრალ და უქარო ამინდში უნდა გააკეთოთ.

5. საფუარი და შაქარი

აიღეთ 1 შეკვრა საფუარი და ამდენივე შაქარი. კარგად მოურიეთ და ჩაყარეთ ბუდეში. აგარაკის ექსპერტების თქმით, ჭიანჭველები ამ პროცედურის შემდეგ იღუპებიან.

6. ნიშადურის სპირტი

აგარაკის მეზობლები ირწმუნებიან, რომ ჭიანჭველების მოცილებაში ნიშადურის სპირტი დაეხმარათ, უბრალოდ გახსენით პატარა ბოთლით სპირტი 3 ლ წყალში და შეაშხეფეთ მწერების საყვარელ ადგილებს.

7. წითელი წიწაკა

დააყენეთ 1 შეკვრა წითელი წიწაკა 1 ლ წყლისა და 300 გ დიასახლისის საპნის ხსნარში. ამ სითხის მორწყეთ ჭიანჭველას ბუდეები.

თქვენ როგორ ებრძვით ამ მავნე მწერებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს