შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე იდეალური ვარიანტია დამწყები დიასახლისებისთვის. რატომ უნდა იდარდოთ, ამოსუქდება თუ არა ბისკვიტი, როცა შეგიძლიათ, ამის გარეშეც გამოძვრეთ და მაინც შესანიშნავი დესერტი მიიღოთ.
არავითარი ცომის ზელა, ფქვილის გაცრა, ცხობა. მხოლოდ მზა პროდუქტებთან მუშაობაა საჭირო.
გემრიელი ტორტი ცხობის გარეშე
ინგრედიენტები:
- 500 გ მშრალი რძე ან ბავშვთა კვება
- 8 ს.კ. კაკაო
- 250 გ დარბილებული კარაქი
- 1 ჭიქა წყალი
- 6 ს.კ. შაქარი
- 5 შეკვრა კვადრატული ორცხობილა
მომზადება
1. შეურიეთ კაკაო და ფხვნილი. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა.
2. ცხელ წყალში გახსენით 6 ს.კ. შაქარი. დაუმატეთ მიღებული სიროფი კარაქის მასას და ათქვიფეთ ბლენდერით.
3. დააფინეთ საცხობ ლანგარს ქაღალდი და დაალაგეთ მასზე ორცხობილები. ზემოდან წაუსვით ერთი ფენა კრემი და თანაბრად გადაანაწილეთ.
4. შეგიძლიათ რამდენიმე ფენის გაკეთებაც, მაღალი ტორტი რომ გამოვიდეს. ყველაზე ბოლო ფენა შოკოლადის კრემი უნდა იყოს.
მზა ტორტი მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით მაინც, კარგად რომ გაიჟღინთოს და გაგრილდეს.
ამავდროულად, შეგიძლიათ მოამზადოთ ნაღებისა და მოხარშული შესქელებული რძის გლაზური, ყველა კომპონენტის ერთად ათქვეფით. წაუსვით მოსართავი გაგრილებულ ტორტს ზემოდან და გვერდებზე.
ეს გემრიელი ტორტი გარედან და გემოთი თავისუფლად გაუწევს კონკურენციას ღუმელში გამომცხვარ დესერტს. მის მოსართავად შეგიძლიათ დახეხილი შოკოლადის, ნუშის ფანტელის ან სხვა ნებისმიერი რამის გამოყენება.
გემრიელად მიირთვით!