მშობლებისა და შვილების პრობლემები: როგორ აღვზარდოთ მადლიერი შვილი

174

მზის გარშემო ყოველი ახალი წრის შემდეგ, პლანეტაზე ცხოვრება სულ უფრო სწრაფად იცვლება, რაც სულ უფრო მეტ პრობლემას იწვევს მშობლებსა და შვილებს შორის. ამის შესახებ კლასიკოსები ჯერ კიდევ ასობით წლის წინ წერდნენ, თუმცა პრობლემა აქტუალური ხდება და აქ საქმე არამხოლოდ კულტურულ უფსკრულში, არამედ პიროვნებათშორის ურთიერთობებშიცაა.

ამ საკითხის ერთბაშად გადაჭრა რთულია, ამიტომ ჩვენ ვკონცენტრირდებით მის, შედარებით, მარტივ ნაწილზე. რატომ ხდება ისე, რომ ქალიშვილები მშობლებთან მთელი ცხოვრების მანძილზე უფრო ახლოს რჩებიან, ვაჟები კი თანდათან შორდებიან.

ვინაა დამნაშავე?

მშობლები ყოველთვის ცდილობენ, თავიანთ შვილებს ყველაფერი მისცენ, თუმცა მათგან საპასუხო რეაქციას ყოველთვის ვერ იღებენ. ბავშვების აღზრდასა და უზრუნველ ცხოვრებაზე დახარჯული ძალისხმევის, უამრავი წლის შემდეგ, მშობლებს სიბერის მარტოობაში გატარება უხდებათ. საკმაოდ საინტერესო მაგალითია ქალბატონ თამარას ისტორია.

-“ვუყურებ ჩემს თანატოლ ქალებს, რომლებსაც ზრდასრული ქალიშვილები ჰყავთ – თეთრი შურით მშურს. როგორ გაუმართლათ! ქალიშვილები მოდიან დასახმარებლად, მოჰყავთ შვილიშვილებიც, ზრუნვასაც არ აკლებენ მშობლებს. ვისაც ქალიშვილი ჰყავს, მისი ცხოვრება დუღს. მე ვაჟი მყავს. მის აღზრდას მთელი გული და სული ჩავაქსოვე, ახლა კი დაქორწინდა და სხვა ოჯახში ცხოვრობს.

სიდედრის გარშემო ტრიალებს – ხან წაიყვანს, ხან წამოიყვანს, უქმეებზე მასთან მიდის დასახმარებლად. ჩემს რძალს ოჯახში ყველა იდეალური ჰყავს. აი, მე კი უსარგებლო დედაბერი ვარ, რომელსაც არც დახმარება სჭირდება და არც ყურადღება. სწყინს კიდევაც, რომ მასა და მის ცოლს არ ვეხმარები. რით შემიძლია დავეხმარო? მე ხომ ჩვეულებრივი პენსიონერი ვარ!”

-“ჰო, თავის დროზე ბინის ფული დავაგროვე. ახლა ვაქირავებ და პენსიის გარდა სხვა შემოსავალიც მაქვს. ახლა კი განმიცხადა, რომ, ნორმალური დედა რომ ვყოფილიყავი, იმ ბინაში მის ცოლთან ერთად შევუშვებდი, ნაქირავებში რომ არ ეცხოვრათ.

კითხვაზე, თუ რატომ არ ეხმარებიან მისი ცოლის მშობლები საცხოვრებლით, მპასუხობს, რომ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ. რომ სდომებოდათ, რაც აქვთ, იმას მისცემდნენ. ისინი ხომ იდეალურები არიან, მე კი – არარაობა.”

-“თავიდან, მართლა ვფიქრობდი ბინის დათმობაზე. ახლა კი მესმის, რომ სწორად მოვიქეცი. ეს ხომ შეშვებაა მარტივი, მერე იქედან ვერაფრით გამოვიყვანდი და ბინის გარეშე დავრჩებოდი. მის სიდედრთან ახლოს მაინც ვერ მივიდოდი. 

მისი დაქორწინებიდან ამ ორი წლის მანძილზე, ურთიერთობა მთლად გაგვიფუჭდა. თავიდან, მისი ცოლი საყვარელი, თავაზიანი იყო, თვალებში შემომციცინებდა. ახლა კი, დარწმუნებული ვარ, ქუჩაში რომ შემხვდეს, არც კი მომესალმება.”

-“ოჯახი ყოველთვის ქალის გარშემო შენდება. ჯერ კიდევ ჩემი ბებია ამბობდა, რომ ვაჟი არ უნდა გამეჩინა. ამბობდა, თითქოს, ქალიშვილი სიცოცხლის ბოლომდე რჩება ჩვენთან, ვაჟი კი – დაქორწინებამდე. მე ვუარობდი და ვეუბნებოდი, რომ ეს მხოლოდ აღზრდაზეა. როგორც აღმოჩნდა, ბებია მართალი იყო.”

ფსიქოლოგთა მოსაზრება

მაშ, რა იწვევს ასეთ სიტუაციას? უმადური რძალი თუ არასწორი აღზრდა? ან, იქნებ, მიზეზი სხვა რამეში მდგომარეობს? ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სიტუაციები იშვიათი არაა.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ჩნდება იმის გამო, რომ მშობლები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე ვაჟს მიუძღვნეს, ჯერ კიდევ ცდილობენ მათ ცხოვრებაზე ზეგავლენას, დაქორწინების შემდეგაც კი. რაც, რა თქმა უნდა, არ მოსწონს არც ვაჟს, არც მის ცოლს, რადგან მათ შეიძლება განსხვავებული გეგმები ჰქონდეთ ცხოვრებისთვის.

მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჩვეულებრივი თვითჩაციკლვა და ეგოიზმი. დედას არ უნდა იმის გაგება, რომ ვაჟს საკუთარი ოჯახი აქვს, რომელზეც უნდა იზრუნოს. ვაჟი ვერ ასწრებს დედისთვის საკმარისი დროის დათმობას, მუდმივი ზეწოლა კი მხოლოდ აღიზიანებს მას.

უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გადასაჭრელად პირველი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. ნუ დაელოდებით სხვისგან, გადადგით ეს ნაბიჯი თქვენ. მშობლებსა და შვილებს შორის პრობლემები ყოველთვის იარსებებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გადაწყვეტა შეუძლებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს