სახლის ვარჯიში საზაფხულო არდადეგების დროს

376

ზოგიერთი ადამიანი წლების განმავლობაში წონაში დაკლებას, მუცლის შემცირებას და გვერდების მოშორებას ცდილობს. ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ, განსაკუთრებით პოპულარულია დიეტები. ალექსანდრე დროჯენიკოვი დარწმუნებულია, რომ ორგანიზმის დატვირთვა არ შეიძლება მტანჯველი დიეტებით, რომლებიც არა მხოლოდ გაძლევენ, არამედ გართმევენ.

ამის ნაცვლად ის გირჩევთ ერთადერთ ვარჯიშს, რომლის დახმარებით მან თავად მოიშორა მუცელი და სხეული ფორმაში მოიყვანა. „პაპარაცი“ გიზიარებთ ყველაზე ეფექტურ ვარჯიშს მუცლის გასაქრობად. მხოლოდ შესრულება მოგიწევთ!

რომელი ვარჯიშია ეფექტური

ყოველდღე ასობით ახალ ფაქტს ვნახულობთ იმის შესახებ, რომ ეს მოდური ვარჯიში გახდომაში დაგეხმარებათ. არსებობს კომპლექსი, რომელიც ათობით ვარჯიშს შეიცავს, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ ერთი ვარჯიში საკმარისია. ცხოვრების გართულება საჭირო არაა.  მხოლოდ ერთი რამ გჭირდებათ – საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ და ყოველ საღამოს ერთი ვარჯიში შეასრულეთ.

ქვემოთ მოცემულია ვიდეო, სადაც ალექსანდრე დროჯენიკოვი ვარჯიშის შესახებ დეტალურად საუბრობს. მანამდე კი შესრულების ტექნიკას გაეცანით. ამ ვარჯიშს ვუწოდეთ „ექვსამდე დაითვალე“, რადგან სწორედ ამის გაკეთება არის საჭირო. დროა, საქმეს შევუდგეთ.

საწყისი პოზა მწოლიარე. ვარჯიში ლოგინიდან ადგომის გარეშე შეგიძლიათ შეასრულოთ. სწორად დაწექით, ხელები სხეულის გასწვრივ. ღრმად ჩაისუნთქეთ, მუცელი სრულად გამობერეთ. როცა მუცელი მაქსიმალურად დაიბერება, ამ პოზაში გაჩერდით და 6-მდე დაითვალეთ. შემდეგ მოდუნდით და ამოისუნთქეთ.

ამოსუნთქვის დროს მუცლის მაქსიმალურად შეწევა სცადეთ. წარმოიდგინეთ, რომ ხერხემალზე შეხებას ცდილობთ. უკიდურეს წერტილში გაჩერდით, 6-მდე დაითვალეთ და კვლავ მოდუნდით. ასეთი ციკლი მინიმუმ 15-20-ჯერ უნდა შეასრულოთ. დროთა განმავლობაში ვარჯიშის განმეორება შეგიძლიათ გაზარდოთ.

ასევე უნდა გაზარდოთ წონა, რომელზეც მუშაობთ. ჯერ საკუთარი წონა საკმარისი იქნება, რომ ტექნიკა კარგად შეისწავლოთ. შემდეგ ნელ–ნელა წონის დამატება დაიწყეთ. ეს შეიძლება ქვიშით ან მარილით სავსე ტომარა იყოს. რაიმე კომფორტული მუცელზე დაიდეთ. 300 გრამით დაიწყეთ და წონა ნელ–ნელა გაზარდეთ.

ამით შესრულების ტექნიკა არ იცვლება, უბრალოდ სიმძიმე მუცელზე დაიდეთ და ვარჯიში შეასრულეთ. კომფორტისთვის წონა ხელებით დაიკავეთ. ვარჯიში ყოველ დილით შეასრულეთ, უმჯობესია საღამოს. რეგულარული ვარჯიშით პირველ შედეგს მალე დაინახავთ. რამდენიმე თვეში მუცელი გაქრება, კუნთები ტონუსში მოვა, თქვენ კი უფრო ძლიერი გახდებით.

ზედმეტი წონის მოსაშორებლად რამდენიმე ეფექტური ვარჯიშის დამატებას არავინ კრძალავს. ეს პროცესს მხოლოდ დააჩქარებს და ნამდვილად სასარგებლო იქნება. როგორც ხედავთ, არაფერია რთული, მხოლოდ მიზანი უნდა დაისახოთ და გააკეთოთ!

ახლა ისღა დაგრჩენიათ საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და ვარჯიშის ყოველდღე შესრულება დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ სხეულზე ზრუნვა ყოველთვის კარგია, რადგან წლების შემდეგ ის მადლობას გეტყვით. ჯანმრთელობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს