სახლში ეთერზეთების სასიამოვნო არომატი ნელა და საგრძნობლად ამაღლებს განწყობას, უზრუნველყოფს სიმყუდროვეს და აიძულებს ოჯახის წევრებს, მალე დაბრუნდნენ სახლში დამღლელი დღის შემდეგ.
მე არ ვიყენებ ჰაერის გამწმენდებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ერთნაირად უსიამოვნო სუნს აფრქვევს.
თუმცა, ჩემს სახლში ყოველთვის სუფევს ციტრუსის მაცოცხლებელი არომატი ან ყვავილების ნაზი სურნელი. როგორ მივიღოთ მსგავსი შედეგი? პასუხის ჩვენს სტატიაში იხილავთ.
ეთერზეთების არომატი
სამზარეულო
ბინაში ეს ოთახი ყველაზე სასიამოვნო ადგილას რომ აქციოთ, მოიშორეთ უსიამოვნო სუნები. მათი მთავარი წყარო, როგორც წესი, ნაგვის ურნა გახლავთ.
იგი დროულად უნდა გაიტანოთ და რეგულარულად გარეცხოთ (ძმრისა და წყლის ხსნარით). სასიამოვნო არომატის მისაღებად, დააწვეთეთ თითო წვეთი ფორთოხლისა და ჩაის ხის ზეთები ბამბის დისკს და ჩადეთ ურნაში.
რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც ბოსტნეულს ინახავთ, დააწვეთეთ ბამბის დისკზე რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და გადაწმინდეთ თაროები. თითო წვეთი ეთერზეთი შეგიძლიათ სამზარეულოს პირსახოცის ყოველ კუთხეს მოასხათ.
მაცივარში ცუდი სუნი რომ აღარ გაჩნდეს, ჩაყარეთ თეფშში სოდა, დაახურეთ ცელოფანი და გახვრიტეთ რამდენიმე ადგილას. დადგით ეს თეფში სამზარეულოს თაროზე და უსიამოვნო სუნები თავს აღარ შეგახსენებთ.
სააბაზანო და საპირფარეშო
დაბინძურებული ზედაპირების გასაწმენდად, შეურიეთ 1 ს.კ. სოდა და 1 ს.კ. ლიმონმჟავა. წაუსვით და აქტიურად გახეხეთ სველი ღრუბლით, ჩამორეცხეთ.
აი, რა უნდა გააკეთოთ მაშინვე: დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის საწმენდი საშუალება ტუალეტის ჯაგრისის ყუთსაც.
სააბაზანოს პირსახოცებიც სამზარეულოს ტილოების ბედს აზიარეთ. დააწვეთეთ თითო წვეთი ჩაის ხის ზეთი ყოველ დაბოლოებაზე.
რამდენიმე წვეთ ეთერზეთს მე ტუალეტის ქაღალდსაც ვასხამ. ახლა სასიამოვნო სუნი სველ წერტილშიც გარანტირებულია!
სააბაზანოს ხალიჩა შეგიძლიათ გაწმინდოთ სოდით, რომელსაც უსიამოვნო სუნის შეწოვის უნარი აქვს. მოაყარეთ ხალიჩას სოდა, 15-20 წუთში კი დაფერთხეთ და დაამუშავეთ მტვერსასრუტით.
თაროები
ლავანდის ეთერზეთს “ბედნიერების არომატი” ტყუილად კი არ ჰქვია! ცხოვრებაში სასიამოვნო ემოციების მოსაწვევად, უბრალოდ დაამზადეთ არომატიზატორი ლავანდისგან.
შეკერეთ პატარა ტომსიკა, მოათავსეთ მასში რამდენიმე ტოტი ლავანდა და დადეთ თაროზე. იგი არამხოლოდ გაავსებს სახლს სასიამოვნო არომატით, არამედ დაიცავს ტანსაცმელს ჩრჩილისგან.
თეთრეულით, ბავშვის ტანსაცმლით სავსე უჯრებსა და თაროებზე შეგიძლიათ არომატული საპნებიც აალაგოთ. ადრე, სანამ თეთრეულის კონდიციონერები არ არსებობდა, ჩვენი ბებიები ამას აკეთებდნენ და მათი ნივთები ყოველთვის სასიამოვნო იყო.